მოძებნე მეტროპოლის პლაჟი ბათუმის სანაპიროზე - ფერადი და მრავალფუნქციური სივრცე დამსვენებლებისთვის
ფოტო: მეტროპოლი
მეტროპოლი, დამსვენებელთან ერთად, საზღვაო სეზონს იწყებს. ბათუმის სანაპიროზე სამშენებლო კომპანიამ ქალაქის მცხოვრებლებისა თუ სტუმრებისათვის სპეციალური პლაჟი მოაწყო. ჩაფიქრებულია დასვენება და გართობა ყველა ასაკის ჩამომსვლელისთვის - მეტროპოლის კუთხე, სახლის კონცეფციით, ვიზიტორების კომფორტზეა მორგებული.
ფოტო: მეტროპოლი
ოფიციალური გახსნის ცერემონია ბათუმის სანაპიროზე გაიმართა. ღონისძიების 300-მდე სტუმარს შორის მეტროპოლის პარტნიორები და მოწვეული სტუმრები იყვნენ. დეველოპერული კომპანიის ახალ სივრცეში შეკრებილ აუდიტორიაზე ქართველმა არტისტმა სალიომ იზრუნა. დღის ბოლოს კი სტუმრებმა ელექტრონული მუსიკის ფონზე მეტროპოლის სივრცეში მოწყობილ ბარში კოქტეილები დააგემოვნეს.
ფოტო: მეტროპოლ
ფოტო: მეტროპოლი
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ზღვასთან და მზესთან ჰარმონიაში „მეტროპოლის“ სივრცე სრული განტვირთვისათვის ყველა პირობას შექმნის.
მარიამ კარკალაია, მეტროპოლის მარკეტინგის დირექტორი: "ყველგან, სადაც ჩვენი სივრცეა, ერთი მიზანი გვაქვს - ვაგრძნობინოთ ადამიანებს თავი სახლში, რაც სიმშვიდესა და კომფორტთან ასოცირდება. აქაც, შავი ზღვის სანაპიროზე, „მეტროპოლის“ პლაჟი ამ იდეით მოვაწყვეთ. იმედი გვაქვს, რომ ეს პლაჟი ბათუმის სტუმრებისათვის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცევა და ჩვენი ჩანაფიქრით მათი დასვენების დღეები უფრო ნაყოფიერი და სასიამოვნო გახდება.
გვინდა, რომ ვიზრუნოთ დამსვენებელზე და ბათუმის სტუმრების ფერადი და საინტერესო თავგადასავლების ნაწილი გავხდეთ. საერთო ჯამში კი, გვინდა, ერთგვარი კომფორტის შექმნით, ხელი შევუწყოთ საქართველოს საზღვაო კურორტის პოპულარიზაციას.
ჩვენი კომპანიისათვის ბათუმი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია, სადაც „მეტროპოლი“ რამდენიმე მასშტაბურ პროექტს ახორციელებს და სამომავლოდაც დიდი გეგმები აქვს."
ფოტო: მეტროპოლი
„მეტროპოლის“ პლაჟი ბათუმის სანაპირო ზოლზე რამდენიმე ზონას მოიცავს: მრავალფეროვანი, ფერადი და მხიარული ფუნქციური ნაწილი ბავშვებისათვის, კუთხე განტვირთვისთვის და ბარი, სადაც მუსიკის ფონზე ცხელი დღეების გაგრილება სხვადასხვა სასმლით არის შესაძლებელი.
ფოტო: მეტროპოლი
გასართობი ლოკაციით „მეტროპოლი“ ბათუმის ბულვარში სეზონის დასრულებამდე დარჩება. უშუალოდ ქალაქში კი კომპანიას მასშტაბური და ექსკლუზიური მიმდინარე პროექტები აქვს.
საინვესტიციო პროექტი Metropol Cube და Metropol Oval 2027 წლიდან ამოქმედდება. ისინი ბათუმის შუაგულში, ტურისტულად ყველაზე მიმზიდველ ადგილას, გმირთა ხეივანზე მდებარეობს. პროექტების საინვესტიციო ღირებულება, ჯამში, 260 მილიონი ლარია და 1000-მდე აპარტამენტის აშენება იგეგმება. ამ ტერიტორიაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, სულ, 180 ნომრით.
Metropol Cube და Metropol Oval, რომელიც საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება. ბრენდი, რომელიც 54 ქვეყანაში 1600-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს, მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. Royal Tulip კი Louvre Hotels Group-ის პრემიული სასტუმრო ბრენდია, რომლის საქართველოში შემოყვანის ექსკლუზივიც „მეტროპოლს“ ეკუთვნის.
Metropol Cube-ისა და Metropol Oval-ის მშენებლობის პერიოდში, ოთხი წლის განმავლობაში 1000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, ხოლო 2027 წელს, სასტუმროს გახსნის შემდეგ, 300 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. თავის მხრივ, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს, გაზრდის კონკურენციას, რაც ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს.
მიმდინარე წელს კომპანია ბათუმში კიდევ ერთ პროექტს იწყებს. საცხოვრებელი კომპლექსი „პარალელი“ ზღვისპირა ქალაქის შუაგულში განთავსდება და პანორამული ხედებით იქნება გამორჩეული.
„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგებისა“ და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
კომენტარები