ევროკავშირი სომხეთისთვის 10 მილიონი ევროს არალეტალურ სამხედრო დახმარებას დაამტკიცებს
ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა სომხეთში
სომხეთი მიიღებს 10 მილიონი ევროს ღირებულების არალეტალურ სამხედრო დახმარებას ევროკავშირისგან, მას შემდეგ, რაც უნგრეთმა საწინააღმდეგო პოზიცია შეცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს აზერბაიჯანისთვის თანაბარი თანხების გამოყოფის სანაცვლოდ მოხდა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირი ამ პაკეტს 22 ივლისს დაამტკიცებს.
"ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა მზად არის მწვანე შუქი აანთოს“, — უთხრა რადიო თავისუფლებას ევროკავშირში დიპლომატიურმა წყარომ.
გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთი დათანხმდა ვეტოს მოხსნას მას შემდეგ, რაც მისთვის მისაღები აღმოჩნდა კომპრომისი, რომლის მიხედვით, აზერბაიჯანი მიიღებს თანხებს, 2020 წლის მეორე მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, მათი კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიების განაღმვის მიზნით.
ივნისის ბოლოს, ევროკავშირმა განაცხადა, რომ აძლიერებს ფინანსურ მხარდაჭერას აზერბაიჯანში განაღმვის მცდელობებისთვის, ამისთვის კი 2024-2025 წლებში 10 მლნ ევროს გამოყოფს.
სომხეთსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები ბოლო ათწლეულის განმავლობაში, უმეტესად, დაძაბული იყო; სომხეთმა უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2012 წელს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც გაათავისუფლეს აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, რომელმაც 2004 წელს ბუდაპეშტში ნატოს სასწავლო პროგრამის დროს სომეხი ჯარისკაცი ნაჯახით მოკლა.
ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები 2022 წლის ბოლოს აღადგინა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო, ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით, სომხეთისთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გამოყოფას 2023 წლის ნოემბერში შეთანხმდა. მანამდე, სომხეთმა ამ პროგრამის მეშვეობით თავდაცვითი დახმარებისთვის მიმართა გაერთიანებას, თუმცა უარი მიიღო.
რადიო თავისუფლებამ აპრილში გაავრცელა ინფორმაცია, რომ არალეტალური მხარდაჭერა გამიზნული იყო იმისთვის, რომ "დახმარებოდნენ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს, გაზრდილიყო მათი გამძლეობა და სტაბილურობის ზრდის შესაძლებლობები, რის შედეგადაც, ექნებოდა საშუალება, მშვიდობიანი მოსახლეობა კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების დროს დაეცვა“.
ასევე, განისაზღვრა, რომ პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური დახმარება, 30 თვის განმავლობაში უნდა დაიხარჯოს ერთი ბატალიონისთვის საველე ბანაკის შესაქმნელად, რომელიც, ასევე, მოიცავს სამედიცინო კლინიკას.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
კომენტარები