მამუკა მდინარაძე

26 Jun. 2024, 17:04

თქვენ მეუბნებით, რომ მაგალითად, მე, მამუკა მდინარაძე ვარ დასანქცრებული. ჩემთვის არ არის ცნობილი და თქვენთვის არის ცნობილი? ეს რაღაც სიმპტომია. დღეს დაზუსტებით არ ვიცით, არც მე და არც თქვენ, ასეა თუ არა.

თან მეუბნებით, რომ ქართული ოცნებისგან გამოვიდა ინფორმაციაო, ქართული ოცნებისგან ვერ გამოვიდოდა, იმიტომ, რომ მე თვითონ არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე, ბოლომდე ვერავინ ხვდება.

ამერიკას, ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყანას, თავის დროზე, ერთი ნაციც კი არ დაუსანქცირებია, ხალხი რომლებმაც უბინძურესი და უსასტიკესი რეჟიმი შექმნეს, განცხადებაც კი არავის გაუკეთებია, რომელიმე მათგანის, ამ სისტემის ხელმძღვანელების დასანქცირებაზე და ლაპარაკობენ ჩვენს დასანქცირებაზე იმ კანონის მიღების გამო, რომლის გაცილებით მკაცრი ვერსია თავად აშშ-ში მოქმედებს. რანაირი სამართალია ეს, კაცმა არ იცის.

იმ დღეს ვფიქრობდი, 25 წლის ასაკში, ნაცებმა კანონის აღსრულების გამო დამიჭირეს. 20 წლის შემდეგ, 45 წლის ასაკში თქვენ მეუბნებით, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო თურმე დამასანქცირეს. იმედია, 65 წლის რომ ვიქნები, წაკითხვის გამო ვიღაცა რაღაცას არ მიზამს.

გამაგებინონ, ის მაინც მეცოდინება სანქცირებული ვარ თუ არა, რომ ჩემი სადღაც გადაადგილების თავისუფლება შევწირე ჩემს ქვეყანას. ზუსტად მეცოდინება და ამაყი ვიქნები ამით.

ადამიანები სიცოცხლეს სწირავდნენ თავისას, დიდ ამბავი, გადაადგილების თავისუფლებას შევწირავ მეც, კი ბატონო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  2. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  3. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  4. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  5. "სიმღერის აკადემია" აცხადებს, რომ სცენის განათების და ხმამაღალი მუსიკის გამო გულწასული არასრულწლოვანი ვერ შენიშნეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება…