არაჩვეულებრივი გამოფენა
ფოტო: მუსია ქებურია
რას შეიძლება ასახავდეს ორად გაჭრილი უზარმაზარი ლიმონი, რომლის კიდეზეც გადასახტომად მომზადებული მოცურავე ქალი დგას და რომლის ქვეშაც, ვინტაჟურ ავტომობილთან, უზარმაზარი წინწკლებიანი სოკოებია ამოსული, ან აბსტრაქტული ორნამენტებით გარშემორტყმული, ფეხმორთხმით მჯდომი, წითურთმიანი ფიგურა, ან თვალებდახუჭული ყვითელი სახე, მწვანე წვერით და მესამე, გახელილი თვალით შუბლზე? რა შეიძლება აერთიანებდეს ამ სამ გამოსახულებას და რაზეა დატანილი ისინი? სავარაუდოდ, ჩვენს შორის არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც დაუშვებდა, რომ ეს „არაჩვეულებრივი“ გამოფენა გალერეაში კი არა, ლუდის ქილებზე მიმდინარეობს და მის ფარგლებში, ეროვნული ლუდის ბრენდის, „არგოს“ ინიციატივით 11 ქართველი არტისტი გაერთიანდა.
მალე ეს „არაჩვეულებრივი გამოფენა“ მოედება ქუჩებს, სახლებს, კაფეებს, აივნებს, მინდვრებს, სკვერებს... მაგიდებზე, დახლებზე, თქვენს ხელებში, თქვენს თვალებთან და ტუჩებთან ძალიან ახლოს, გამოიფინება 15 განსხვავებული ემოციის ილუსტრაცია. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს იქნება ყველაზე სასარგებლო და სახალისო ვირუსი დედამიწაზე, რომელიც ჩვენმა მეგობარმა ბრენდმა გვისახსოვრა. უთხარით ყველას, რომ ვირუსს აქვს ერთადერთი სიმპტომი – იწვევს ღიმილს და გადადის მხოლოდ ბოთლის ბოთლზე მიჭახუნების გზით.
ახალი, ლიმიტირებული კოლექციის ეტიკეტებზე წამყვანმა ქართველმა არტისტებმა, სავარაუდოდ, საკუთარი დამოკიდებულება ასახეს, ზოგადად, ლუდისადმი და იმ შერგძნებებისადმი, რომლებსაც ეს სასმელი ან მისი სმის პროცესი იწვევს. თუმცა, ასე დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რადგან, პრინციპში, თითოეული მათგანი დამოუკიდებელი ხელოვნების ნიმუშია და ინტერპრეტაციებისათვის საკმაოდ დიდ სივრცეს ტოვებს. ეტიკეტები და მათზე მიმოფანტული სიმბოლოები თუ მინიშნებები ათასგვარ შეგრძნებას იწვევს: ხან მუსიკა ისმის, ხან მეგობრების მხიარული შეძახილები, ხან ფერები მძლავრობს, ხან ადრენალინი, ხან იდეალური სიჩუმეა, ფიქრისათვის...
გარდა იმისა, რომ „არგო“ ამ ფორმით ქართველი არტისტებისადმი მხარდაჭერას და ინტერესს გამოხატავს, მას ქართული ლუდის წარმოება ახალ საფეხურზე გადაჰყავს. მიჰყვება თანამედროვეობას, ხშირად იცვლის ფორმას, ცდილობს, შესთავაზოს რაიმე საინტერესო ნებისმიერი ინტერესების მქონე ადამიანს და ამით კიდევ უფრო დასამახსოვრებელ გამოცდილებად აქცევს ლუდის სმის რიტუალს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
კომენტარები