ოპერაციები, რომელთა ჩატარება და რეაბილიტაცია ზაფხულში მარტივია
ფოტო: თოდუას კლინიკა
პლასტიკური ოპერაციები ერთნაირი წარმატებით ტარდება როგორც წელიწადის გრილ, ისე ცხელ სეზონზე. თუმცა, რადგანაც ზაფხული დასვენებასთან ასოცირდება, შესაძლოა, ზოგმა თავი შეიკავოს ქირურგიული ჩარევებისგან. არადა ზაფხული სწორედ ის დროა, როცა ყველაზე მეტად გვსურს სხეულის დეფექტების გამოსწორება.
რომელი პროცედურების ჩატარება ჯობს ზაფხულში და რა დრო სჭირდება რეაბილიტაციას? — ამ და სხვა საკითხებზე თოდუას კლინიკის პლასტიკური ქირურგი, ნოდარ ბრუნჯაძე საუბრობს:
ზოგადად, რომელი პლასტიკური ოპერაციებია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი?
სტატისტიკა საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც თითქმის ერთნაირია. მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მოთხოვნადი ოპერაციებია მუცლის, ბარძაყისა და სხეულის სხვა ზონების ლიპოსაქცია, აბდომინოპლასტიკა, მამოპლასტიკა და სხვა. თუმცა გენეტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩამოთვლილ პროცედურებთან ერთად, საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი ოპერაციაა ცხვირის პლასტიკაც.
რომელია ის პროცედურები, რომელთა ჩატარებასაც პაციენტებს ზაფხულში ურჩევდით?
აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ პლასტიკური ოპერაციის ჩატარებისას სეზონურობას მნიშვნელობა არ აქვს. მეტიც, ზოგი პაციენტისთვის ზაფხულის შვებულება ოცნების ოპერაციასთან ასოცირდება და სწორედ ამ დროს არჩევს პროცედურების ჩატარებას. თუმცა, თუ ზაფხულში აქტიურ დასვენებას გეგმავთ, უმჯობესია, არჩევანი გააკეთოთ ნაკლებტრავმულ, მცირეინვაზიურ პროცედურებზე და თავი შეიკავოთ კომბინირებული ოპერაციებისგან.
ზაფხულში ხშირად ვატარებთ სხეულის კორექციასთან დაკავშირებულ პროცედურებს, როგორებიცაა ლიპოსაქცია, მამოპლასტიკა, ოტოპლასტიკა, წარბების ლიფტინგი და სხვა. მსგავსი მცირეინვაზიური ოპერაციები არ მოითხოვს დიდ განაკვეთებს, არ საჭიროებს სახლში ყოფნას, წოლით რეჟიმს და ა.შ. პაციენტს მეორე დღესვე ან რამდენიმე დღეში შეუძლია დაუბრუნდეს თავის ჩვეულ ყოველდღიურობას, წავიდეს სამსახურში, დასასვენებლად და ა.შ.
თქვენ მიერ ჩამოთვლილი მცირეინვაზიური ოპერაციების შემთხვევაში, დაახლოებით რა დროს სჭირდება რეაბილიტაციას?
როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ტიპის ოპერაციების შემდეგ პაციენტის ბინაზე გაწერა მალევე ხდება და ის აქტიურ ცხოვრებას უპრობლემოდ უბრუნდება. თუმცა, მაგალითად, ლიპოსაქციების დროს, აუცილებელია, კორსეტის ტარება დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში. კორსეტი შემაწუხებელი ან ტკივილის გამომწვევი არ არის. უბრალოდ, სასურველია ამ დროს პაციენტი მოერიდოს სიცხეს, რათა ნაოპერაციები ზონის გადახურებამ დისკომფორტი არ გამოიწვიოს. ამასთან ერთად, აუცილებელია, ნაწიბურები დაცული იყოს მზისგან დამცავი საშუალებით.
დაბოლოს, როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი ოპერაციისთვის?
არსებობს გარკვეული რეკომენდაციები და წესები, რომლებსაც კონკრეტული ოპერაციების შესაბამისად გავცემთ. თუმცა, ერთი რამ ყველასთვის საერთოა – მნიშვნელოვანია, პაციენტი დარწმუნებული იყოს საკუთარ გადაწყვეტილებაში და ნამდვილად ჰქონდეს კონკრეტული ჩარევის სამედიცინო ჩვენება, მხოლოდ სურვილი ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი ოპერაციის დასაგეგმად. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დეფექტის გამოსწორება შესაძლებელია და ამგვარ ოპერაციებს შეუძლია მნიშვნელოვნად აამაღლოს თქვენი თავდაჯერებულობა და გააუმჯობესოს თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა.
-
რამზან კადიროვი "მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის" დააჯილდოვეს რამზან კადიროვი "მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის" დააჯილდოვეს
გადახედვა
-
მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
გადახედვა
-
ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
-
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან
გადახედვა
-
"გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები შედის "გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები შედის
გადახედვა
-
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
-
საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის საფასური არანაკლებ $20 და არაუმეტეს $500 იქნება საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის საფასური არანაკლებ $20 და არაუმეტეს $500 იქნება
გადახედვა
-
27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი 27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
ისრაელ კაცი: ისრაელმა ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტზე იერიში მიიტანა ისრაელ კაცი: ისრაელმა ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტზე იერიში მიიტანა
გადახედვა
-
Gen Z-ის სამუშაო ეთიკა — რატომ ამბობენ ახალგაზრდები უარს "9-დან 6-მდე" მუშაობაზე? Gen Z-ის სამუშაო ეთიკა — რატომ ამბობენ ახალგაზრდები უარს "9-დან 6-მდე" მუშაობაზე?
გადახედვა
-
12-13 აპრილს თბილისის მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ — დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი 12-13 აპრილს თბილისის მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ — დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი
გადახედვა
-
მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის "გავლენის სფეროში" შეაღწიეს მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის "გავლენის სფეროში" შეაღწიეს
გადახედვა
-
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს — ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს — ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა
გადახედვა
-
სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
მეუღლის ცნობით, საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს მეუღლის ცნობით, საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს
გადახედვა
-
დაზღვევა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმედი L-ისგან დაზღვევა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმედი L-ისგან
-
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
გადახედვა
-
საია: აფგან სადიგოვის გაძევება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე დარღვევაა საია: აფგან სადიგოვის გაძევება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე დარღვევაა
გადახედვა
კომენტარები