წყალმომარაგების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვის აუცილებელი პირობა მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია და მოდერნიზებული სერვისების შექმნაა — ეკა ბერიძე, ჯივიპის კომუნიკაციების დირექტორი
ფოტო: ჯივიპი
ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წყლის მოპოვებისა და დამუშავების ძირითადი ობიექტების, წყალმომარაგების ქსელების, მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და კომპანიის სერვისების შესახებ ისაუბრა.
"წყალმომარაგების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვის აუცილებელი წინაპირობა ინფრასტრუქტურული და საოპერაციო მიმართულებების გაუმჯობესებასთან ერთად მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია და მოდერნიზებული სერვისების შექმნაა. სწორედ ამიტომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის კომუნიკაციების მიმართულებას ამ ეტაპზე ორი მთავარი პირორიტეტი აქვს, ესენია: წყალმომარაგების სერვისების შესახებ მომხმარებელთან კომუნიკაციის გამარტივება და წყლის, როგორც ძვირფასი პროდუქტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
მომხმარებელთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად ჯივიპიში დავნერგეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალური ჯგუფები, შედეგად ამ ეტაპზე გვყავს განსხვავებული ფუნქციონალის 5 მხარდაჭრის ჯგუფი, რომელთა მიზანია კომპანიაში შემოსულ თითოეულ საკითხზე მაქსიმალურად სწრაფი და ოპერატიული რეაგირება.
ევროპული სტანდარტების დანერგვის პროცესში კომპანიაში აქტიურად მიმდინარეობს ტექნოლოგიური განახლებებიც, რომლის ფარგლებშიც ინერგება მომხმარებელზე მორგებული, მოდერნიზებული ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია. მიმდინარე წლის ბოლომდე ჯივიპის მომხმარებლები შეძლებენ დისტანციურად და მარტივად ისარგებლონ კომპანიის ელექტრონული სერვისებით ვებ-გვერდისა და აპლიკაციის პერსონალური სივრცის, პირადი კაბინეტის დახმარებით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა მომხმარებელი სათანადოდ იყოს ინფორმირებული და იცოდეს რა შემთხვევაში, რა თემებთან დაკავშირებით და როგორ უნდა მიიღოს სასურველი სერვისი. სწორედ ამიტომ, ჯივიპიში დავიწყეთ კამპანია, რომელიც აერთიანებს შემეცნებითი ვიდეოების სერიებს წყალმომარაგების სერვისებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებრივი აზრის კვლევამ გვაჩვენა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, რამდენად დიდი რესურსი სჭირდება სასმელი წყლის ჩვენს ონკანებამდე მოყვანას. სწორედ ამიტომ ხშირად გვსმენია წყლის შესახებ სხვადასხვა მითი, მაშინ, როდესაც რეალობა სრულიად განსხვავებულია - მაღალი ხარისხის სასმელი წყლის ჩვენს ონკანებამდე მოყვანას დიდი შრომა, ბევრეტაპიანი, რთული და მასშტაბური სამუშაო პროცესები სჭირდება. სწორედ წყლის მოპოვების, დამუშავებისა და მომხმარებლებამდე მიყვანის ციკლის სირთულისა და მასშტაბურობის შესახებ ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად კამპანია "ყოველი წვეთი ძვირფასია", — ეკა ბერიძე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის კომუნიკაციების დირექტორი.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები