როგორ ემზადება გორის მე-9 საჯარო სკოლის გუნდი STEM ოლიმპიადის ფინალისთვის — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის, STEM ოლიმპიადის ფინალისტები აქტიურად ემზადებიან ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად.
წელს პროექტში 200-მდე სკოლა მონაწილეობდა, ფინალში კი საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლის გუნდი გადავიდა, მათ შორისაა გორის N9 საჯარო სკოლა.
გორის N9 საჯარო სკოლის მენტორი, ფიზიკის მასწავლებელი, დავით ქრისტესიაშვილი, საფინალო სამზადისისა და მიღწეული შედეგების შესახებ გვესაუბრება.
როგორც დავითი ამბობს, პროექტში მონაწილეობისას გუნდის მთავარი მოტივაცია ახალი გამოცდილების მიღება იყო, რადგან ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში STEM მიმართულებით არც თუ ისე ბევრი შესაძლებლობა არსებობს:
"STEM განათლება მოსწავლეებს უვითარებს კრეატიულობასა და ინოვაციურობას. ასევე, კვლევის, კრიტიკული აზროვნების, სამეწარმეო და სხვა მრავალ ისეთ უნარს, რომლებიც აუცილებელია 21-ე საუკუნის ადამიანისთვის. მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ტრადიციული საკლასო ოთახის გარეთ გადატანა და პრაქტიკული მუშაობის წილის ზრდა. ოლიმპიადის სტრუქტურა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, განივითარონ როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური მუშაობის უნარები. ჩვენი პროექტში მონაწილეობის მიღების სურვილიც ამ ყველაფერმა განაპირობა. ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება. თავისთავად, მოლოდინი გამართლდა."
გორის მე-9 საჯარო სკოლის გუნდი ათეულში მოხვედრამდე ინტენსიურად ემზადებოდა პირველ ტურში ასპარეზობისთვისაც:
"ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილების დღიდანვე დავიწყეთ მზადება. მოსწავლეების შერჩევის პროცესში სრულად ვითვალისწინებდით ორგანიზატორების რჩევებსა და რეკომენდაციებს, ფიზიკასა და პროგრამირებაში მეცადინეობებს მე ვატარებდი, თუმცა, საგნებში მომზადების გარდა, ხშირად ვსაუბრობდით ჩვენს ისეთ გამოცდილებებზე, რომლებიც დაგვეხმარებოდა წარმატების მიღწევაში. ვმსჯელობდით სხვადასხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის მართვაზე, როგორ არ უნდა შეეშალა ხელი მსგავს გარემოებებს ოლიმპიადის მიმდინარეობისას. საბოლოოდ, ერთიანი ძალისხმევით, მოვედით აქამდე."
STEM ოლიმპიადა მასწავლებლების პროფესიულ ზრდასაც უწყობს ხელს, როგორც დავითი გვეუბნება, თავად დამწყები მასწავლებელია და მენტორობის გამოცდილება აქამდე არ ჰქონია, მისთვის ეს გამოწვევა საინტერესო და ახალია:
"ვფიქრობ, მასწავლებელს, მენტორს ცოდნის გადაცემაზე გაცილებით მეტი ვალდებულება აქვს მოსწავლის წინაშე. უმთავრესი გუნდის წევრების შთაგონება და მათთან ერთად ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაა. მომზადებისას პრაქტიკასთან ერთად, დროის გარკვეულ ნაწილს საუბარსაც ვუთმობდით. ვცდილობდი მათი მოტივაციის გაზრდასა და ხელშეწყობას."
საუკეთესო ათეულში მოხვედრა უკვე დიდი წარმატებაა გუნდისთვის, თუმცა წინ ფინალია, რომელიც განსხვავებული ფორმატისაა, ფინალისტ გუნდებს მოუწევთ თავი გაართვან ინჟინერიის პრაქტიკულ ამოცანებს. ამისათვის, გორის სკოლის გუნდი სხვა ფინალისტებთან ერთად საქართველოს ბანკისა და კომაროვის სამთვიან უფასო კურსს გადის, რომელიც მათ ყველა მოსალოდნელი გამოწვევისა და ამოცანისთვის მომზადებაში ეხმარება.
დავით ქრისტესიაშვილი ამბობს, რომ ფინალისთვის მოსწავლეებს დიდი მოლოდინები აქვთ:
"ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ველოდებით 9 ივნისს. თუმცა გუნდი არ არის ორიენტირებული მხოლოდ გამარჯვებაზე. ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველანაირი შესაძლებლობა. ვისწავლოთ მეტი და გავიზარდოთ."
STEM ოლიმპიადის გამარჯვებულები სულ რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს საგანმანათლებლო საგზურს ჟენევაში, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) კვლევით ცენტრში. მათი სკოლის შენობაში კი მოეწყობა საგანმანათლებლო სივრცე STEM კუთხით. მეორე და მესამეადგილოსანი გუნდები კი საგანმანათლებლო პროცესებისთვის აუცილებელი ტექნიკითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.
საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი ეწვიეთ ვებგვერდს: csr.bog.ge
-
პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები)
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
კომენტარები