ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი ნათია ჯანაშია „აქართველოს კაპიტალთან დადებული ხელშეკრულებიდან გადის
ფოტო: ბრიტანულ-ქართული აკადემია
შპს ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი ნათია ჯანაშია სს საქართველოს კაპიტალთან 2019 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გადის. ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად აკადემიის პარტნიორი და დირექტორი ნათია ჯანაშია ინვესტორის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.
კერძოდ, 2019 წლის 30 მაისს დადებული ხელშეკრულებით შპს ბრიტანულ-ქართული აკადემიის პარტნიორი ნათია ჯანაშია და სს საქართველოს კაპიტალი შეთანხმდნენ კომპანიის წილის 70%-ის ნასყიდობაზე, ხოლო სანაცვლოდ სააქციო საზოგადოებას, მხარეებს შორის 2019 წლის 6 მაისს დადებული მემორანდუმის თანახმად, ინვესტიციები უნდა ჩაედო ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის ორი ახალი კამპუსის მშენებლობაში ლისზე და ოქროყანაში. ორივე კამპუსი, ჯამში, 2 600 მოსწავლეზე უნდა ყოფილიყო გათვლილი.
სააქციო საზოგადოების მხრიდან მემორანდუმისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო შპს ბრიტანულ-ქართულმა აკადემიის პარტნიორმა ნათია ჯანაშიამ სასამართლოს მიმართა ხელშეკრულებიდან გასვლის შუამდგომლობით, სადაც ნათქვამია: "იმის გამო, რომ შპს საქართველოს განათლების ჯგუფის (სს საქართველოს კაპიტალის შვილობილი) მიერ არ შესრულდა 2019 წლის 6 მაისის მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებები, ბრიტანულ-ქართული აკადემიის პარტნიორი ნათია ჯანაშია გადის 2019 წლის 30 მაისის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან."
თბილისის საქალაქო სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება დააკმაყოფილა და დაადგინა: "სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შპს ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში პარტნიორთა კრებას მიკუთვნებულ საკითხებზე პარტნიორებმა გადაწყვეტილება მიიღონ ურთიერთშეთანხმებით."
აკადემიის წილის 70%-ის მფლობელს დღეს, 29 მაისს, სურდა პარტნიორთა კრების გამართვა, სადაც ერთ-ერთ მთავარ საკითხად სკოლის დამფუძნებელი პარტნიორის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება და ახალი დირექტორის დანიშვნა განიხილებოდა.
სასამართლოს განჩინების გამო პარტნიორთა კრებაზე საქართველოს კაპიტალი მის მიერ ინიციირებულ ამ ან სხვა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვეღარ მიიღებს.
"სკოლის განვითარებას, ბავშვების ინტერესების დაცვასა და მათი უფლებების რეალიზებას სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ტრადიციულად მაღალ ხარისხში გავაგრძელებთ. რომ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, სკოლა მინიმუმ დაკარგავდა ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს (COBIS) მიერ მინიჭებულ აკრედიტაციას, რომლის საფუძველზეც სკოლა მართვის კომპონენტში სამაგალითოდ არის აღიარებული. მე, როგორც დირექტორი და როგორც დამფუძნებელი პარტნიორი, გავაგრძელებ წარმატებულ ბრძოლას იმ მიზნების მისაღწევად, რაც სკოლას აქვს დასახული. სკოლის დაფუძნების დღიდან არ დამითმია და არც მომავალში დავთმობ ჩემთვის ყველაზე ძვირფასს – მივცეთ სრულყოფილი განათლება ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას!", — აცხადებს შპს ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი ნათია ჯანაშია.
-
ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია
გადახედვა
-
პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები)
გადახედვა
-
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით? ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
კომენტარები