Valtra — შესაძლებლობა ქართული აგროსექტორის გაძლიერებისთვის
ფოტო: თეგეტა
საქართველოს ნაყოფიერ მიწებზე, სადაც სოფლის მეურნეობა არა მხოლოდ საარსებო წყარო, არამედ ცხოვრების წესი და ტრადიციაა, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა ფერმერების ცხოვრებას გაამარტივებს და გააუმჯობესებს. ამაში კი ცნობილი ფინური კომპანიის, Valtra-ს ტრაქტორები, რომელსაც საქართველოში ოფიციალურად თეგეტა აგრი წარმოადგენს, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
რატომ გირჩევთ Valtra-ს? პირველი მიზეზი გამოცდილება და ისტორიაა. კომპანია ფინური Valmet-ისა და შვედური Volvo BM-ის შთამომავალია და მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე მიწის დამუშავების არაერთი ხერხი შეისწავლა.
მეორე — ინოვაციურობა და ხარისხია. სწორედ გამოცდილებამ მიიყვანა Valtra თანამედროვე მიდგომებამდე და მოახერხა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ევოლუციის წინა ხაზზე დარჩენა. შედეგად, მათი ტექნიკა საიმედოობისა და გამძლეობის სინონიმად იქცა.
და მაინც, თუ გაქვთ კითხვა, რაში გამოადგება ის ქართველ ფერმერს, უფრო დეტალურად განვიხილოთ. Valtra-ს ტრაქტორები ისეა აწყობილი, რომ სხვადასხვა კლიმატს გაუძლოს და რთულ პირობებში მაქსიმალური ეფექტურობა უზრუნველყოს. მას შეუძლია ნავიგაცია უხეშ რელიეფზე და ასეთივე წარმატებით ამუშავებს ვრცელ მინდვრებს, თან დავალებების შესრულებისას ზუსტია.
ცნობილია ძლიერი ჰიდრავლიკური სისტემითაც და გამართულად, საიმედოდ მუშაობს. ასევე, მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებზეა მორგებული და დამატებითი მოწყობილობების სიმრავლით გამოირჩევა.
Valtra-ს ტრაქტორები AGCO Power-ის ძრავებითაა აღჭურვილი, რაც, ენერგიის ოპტიმალურ მიწოდებასთან და საწვავის ეფექტურად გამოყენებასთან ერთად, მაქსიმალურ პროდუქტიულობასა და გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებასაც ნიშნავს. ამიტომ ამ ტექნიკას კუნთებისა და ინტელექტის ერთობლიობადაც მოიხსენიებენ, ან მანქანად, რომელსაც ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუძლია.
კომპანიის ინოვაციურობა მხოლოდ ტრაქტორების გაუმჯობესებით არ შემოიფარგლება და ფერმერებს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად იმუშაონ. მათ სისტემაში გაწერილია სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილების ვალდებულება და, ალბათ, ამიტომაც უბრალოდ ტექნიკას არა, ფერმერების პარტნიორებს უწოდებენ. მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და ავტომატიზაციით, Valtra-ს ტრაქტორები უზრუნველყოფს ოპტიმიზაციასა და ხარჯების შემცირებას.
კომპანია არ ივიწყებს მდგრადობის მნიშვნელობასაც — განახლებადი საწვავის გამოყენებით ცდილობს, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის მწვანე მომავალს. უფრო მეტიც, Smart Farming-ის გადაწყვეტილებები ფერმერებს საშუალებას აძლევს, ქიმიური ნივთიერებების გამოყენება შეამცირონ და რესურსები სწორად გაანაწილონ.
Valtra-ს ტრაქტორებმა სხვადასხვა დროს არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო ხარისხის, დიზაინის, კომფორტის მაღალი დონისა და ეფექტურობის გამო. როგორც მიმომხილველები ამბობენ, მთავარი ეს არ არის. ისინი ხაზს უსვამენ დროთა განმავლობაში გაუმჯობესებული ძრავების ფუნქციებს, ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიურ, მრავალმხრივ და გლუვ გადაცემათა კოლოფს.
საქართველოს მრავალფეროვან ლანდშაფტში, რომელიც ხეობებს, მინდვრებსა და მთის ფერდობებსაც მოიცავს, Valtra-ს მრავალფუნქციურობა განსაკუთრებით საინტერესო და გამოსადეგია. სხვადასხვა რელიეფზე ნავიგაციის უნარით, ეს ტრაქტორები ეფექტურია კულტურების ფართო სპექტრის მოსაყვანად.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის, Tegeta Construction Equipment-ის ახალი მიმართულება, თეგეტა აგრი 2023 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ევროპული და ამერიკული ბრენდებით ამარაგებს ქართულ ბაზარს. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ მსხვილ აგრო ტექნიკის მწარმოებელ ბრენდებს როგორიცაა: Fendt, Valtra, Goldoni, JCB და Zetor-ი. თეგეტა აგრის, Fendt-ისა და Valtra-ს ოფიციალური დისტრიბუტორის სერტიფიკატიც გადაეცა, ორივე მათგანი გაერთიანებულია ამერიკულ კორპორაცია AGCO-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება-რეალიზაციის მხრივ მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა.
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა


კომენტარები