ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
ფოტო: Giphy
ჰარი პოტერი რომ უბრალო ზღაპარი არ არის, ბევრი ჩვენგანი ამაში ჯერ კიდევ ბავშვობაში დარწმუნდა. თუმცა, როულინგის ამ ლეგენდარულ ჯადოსნურ სამყაროს ზრდასრულებისთვისაც ბევრი რამის სწავლება შეუძლია. გასაკვირი არც ისაა, რომ წიგნებში, რომლებიც კეთილისა და ბოროტის მარადიულ ჭიდილზე გვიყვება, ვხვდებით ბევრ გაკვეთილს სიკეთის, სამართლიანობის, თანასწორობის და ამ ყველაფრისთვის შეუპოვარი ბრძოლის მნიშვნელობაზე.
1. "უცნაურია, ჰარი, მაგრამ ძალაუფლება ალბათ იმას უფრო შეეფერება, ვინც არასოდეს ისწრაფვის მისკენ. იმას, ვინც ხელმძღვანელობას შენსავით მხოლოდ იმიტომ კისრულობს, რომ უბრალოდ წილად ხვდა და ვალდებულია, თან თვითონვე უკვირს, რომ კარგად გამოსდის".
— ალბუს დამბლდორი, ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (მთარგმნელი ციცო ხოცუაშვილი).
2. "ერთი ნაბიჯია პრინციპამდე 'წმინდასისხლიანები — უპირველეს ყოვლისა', შემდეგ კი — სიკვდილის მხვრელობამდე. ჩვენ ხომ ყველანი ადამიანები ვართ? ყველა ადამიანის სიცოცხლეს ერთი ფასი აქვს და ყველა ღირსია, გადარჩეს".
— კინგსლი შეკლბოტი, ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (მთარგმნელი ციცო ხოცუაშვილი).
ფოტო: Giphy
3. "გულგრილობა და უგულებელყოფა ხშირად უფრო დიდი ზიანის მომტანია, ვიდრე დაუფარავი ზიზღი".
— ალბუს დამბლდორი, ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი (მთარგმნელი ირაკლი ბერიაშვილი).
4. "დამბლდორმა თქვა, მნიშვნელოვანია, რომ იბრძოლო, იბრძოლო და ფარ-ხმალი არ დაყარო, რადგან მხოლოდ ამით შეიძლება, ბოროტებას ხელ-ფეხი შეუკრაო".
— ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი (მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი).
ფოტო: Giphy
5. "წინ მძიმე და რთული დღეები გველის. [...] გახსოვდეთ სედრიკი... გაიხსენეთ იგი, თუ ოდესმე არჩევანის გაკეთება მოგიწევთ სწორსა და იოლს შორის.
— ალბუს დამბლდორი, ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი (მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი).
6. "უნდა ვეცადოთ, რომ ძაძებით კი არ შევიმოსოთ, ჰარი, არამედ ბრძოლა განვაგრძოთ".
— ალბუს დამბლდორი, ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი (მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი).
ფოტო: Giphy
7. "სწორედ შენნაირი ხალხი ქმნის გახრწნილ და უსამართლო სისტემებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეზარებათ...".
— ჰერმიონი რონს, ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი (მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი).
8. "დიდი სიმამაცეა, წინ აღუდგე მტერს, მაგრამ არანაკლები ვაჟკაცობაა, შეეწინააღმდეგო საკუთარ მეგობრებს".
— ალბუს დამბლდორი, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა (მთარგმნელი მანანა ანთაძე).
ფოტო: Giphy
9. "ჩვენი ძალა ერთობაშია, ხოლო სისუსტე — დაცალკევებაში. [...] ჩვენ ბრძოლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ არანაკლებ დიდ მეგობრობასა და ნდობაზე დამყარებულ მტკიცე კავშირებს შევქმნით".
— ალბუს დამბლდორი, ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი (მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი).
10. "შეუძლებელი არაფერია ქვეყანაზე. საქმე ის არის, გეყოფა თუ არა გამბედაობა".
— ჯინი უისლი, ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი (მთარგმნელი ირაკლი ბერიაშვილი).
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
კომენტარები