გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე

28 Apr. 2024, 16:13

ჩვენ მაყურებელთან ყოველი შეხვედრა გვახარებს. კვირიდან კვირამდე ვემზადებით, რომ თითოეული ეპიზოდი მაყურებლისთვის საინტერესო და რაიმე ახლის მომტანი იყოს. თუმცა ხანდახან სჯობს შეხვედრა გადაიდოს და ბევრად მნიშვნელოვან საქმეზე გადავიტანოთ ყურადღება. დღეს საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ გადაცემის მომდევნო ეპიზოდი დღეს არ გავა.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობის მისწრაფება ევროპული ოჯახისკენ უალტერნატივოა, ხოლო ყველაფერი, რაც აფერხებს ევროკავშირისკენ სვლას —დამანგრეველი. ჩვენი მისწრაფების ყოველი მკაფიო გამოვლინება უმთავრესია დღეს. ინტერვიუ, რამდენად საინტერესოც არ უნდა იყოს ის, მოიცდის. ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები — ვერა.

ჩვენი პროექტი ყოველთვის იყო დასავლური, ჰუმანური, ადამიანის თავისუფლებისკენ მიმართული ღირებულებების გამტარი და იმ ყველაფრის მოწინააღმდეგე, რაც ამ თავისუფლებას ზღუდავს. ასე იქნება მომავალშიც.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
  2. კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
  3. რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
  4. ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
  5. 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…