უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტი მშრომელთა ინტერესებისთვის დამაზიანებელია — ღირსეული შრომის პლატფორმა
ფოტო: ღირსეული შრომის პლატფორმა
რა ხდება: "ღირსეული შრომის პლატფორმა“, გმობს მთავრობის მიერ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებას, რომელიც საერთაშორისო დაფინანსების შემთხვევაში ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიებს "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" რეგისტრაციას ავალდებულებს.
დეტალები: განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ სოციალური სამართლიანობის ცენტრი,
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, გილდია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მეცნიერების, განათლების და კულტურის პროფკავშირი, ნათქვამია, რომ:
- ეს არის მცდელობა, ხელისუფლებამ გააკონტროლოს და იარლიყო მიაკრას დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და მედიას.
ამას გარდა, მათი თქმით, კანონპროექტი სერიოზულ ზიანს აყენებს მშრომელთა უფლებებსაც; საქართველოს კანონმდებლობით, პროფესიული კავშირები არასამთავრობო ორგანიზაციებად ითვლება და ამდენად, 20%-ზე მეტი საერთაშორისო დაფინანსების შემთხვევაში, ეს კანონი მათზეც გავრცელდება.
- "მიზანი არის არა გამჭვირვალობა, არამედ საბაზისო უფლებებზე თავდასხმა და იმ კრიტიკული ორგანიზაციების გაჩუმება, რომლებიც უფლებადარღვევების და უსამართლობის წინააღმდეგ იმაღლებს ხმას.
- მთავრობის მიზნებს შორისაა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების დასუსტებასაც, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საქართველოში შრომის უკიდურესად დაბალ ანაზღაურებაზე, შრომის უსაფრთხოების ჩავარდნებზე, პროფესიული გაერთიანებების დასუსტებაზე და სხვა შრომით საკითხებზე. პროფკავშირები ეხმარება დასაქმებულებს, ებრძოლონ უსამართლო შრომით პრაქტიკებს, მოახდინონ სამუშაო ადგილის დემოკრატიზება, და ცდილობს, გააძლიეროს მშრომელების ხმა გარემოში, რომელშიც დიდი კაპიტალის და სახელმწიფოს ძალაუფლება დომინირებს. ინიციირებული კანონპროექტი კი მშრომელების პოზიციას კიდევ უფრო დაასუსტებს", — ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, აღნიშნულია, რომ პროფესიული კავშირები დაფინანსებას საწევრო გადასახადებით იღებენ, თუმცა მათი ნაწილი ასევე იღებს საერთაშორისო დაფინანსებას კვლევის, სამართლებრივი დახმარების თუ კონფერენციების ხარჯების დასაფარად.
- ეს დაფინანსება კი, რომელიც სხვა წყაროებიდან არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენება მშრომელების ინტერესების დასაცავად, ხოლო დამოუკიდებელი პროფკავშირები ანგარიშვალდებულები რჩებიან საკუთარი წევრების წინაშე.
განცხადების ავტორების თქმით, კანონპროექტი, ასევე, მიზანში იღებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, როლებიც მშრომელებს იურიდიულ დახმარებას აწვდიან და ეხმარებიან მათ საკუთარი შრომითი უფლებებისთვის ბრძოლაში:
- "სამართლებრივი მომსახურების მაღალი საფასურის გამო, ამგვარი უფასო იურიდიული დახმარება, ბევრისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა. საერთაშორისო დონორები, რომლებიც ასეთ იურიდიულ დახმარებას აფინანსებენ, ავსებენ იმ ხარვეზს, რომლის მოგვარებაც, როგორც მთავრობამ, ისე ადგილობრივმა დონორებმა ვერ შეძლეს, ან არ სურთ."
განცხადების მიხედვით, კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, გაანადგურებს მცირე, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომლებსაც ეყრდნობიან მშრომელები, შრომითი უფლებების დარღვევების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.ამის შედეგად კი მშრომელების პრობლემები კიდევ უფრო უჩინარი გახდება.
ავტორები, ასევე, აცხადებენ, რომ კანონპროექტის შედეგად დგება კითხვის ნიშნები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს კი პრობლემურია შრომითი უფლებების თვალსაზრისით, რადგან ევროკავშირის კანონმდებლობა, შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, საქართველოს კანონმდებლობაზე გაცილებით ძლიერია ყველა ასპექტში, მათ შორის, მინიმალური ხელფასის, ზეგანაკვეთური შრომისა და სოციალური უსაფრთხოების მიმართულებებით.
- "ევროკავშირში გაწევრიანებამდე, საქართველო ვალდებული იქნება, შეიმუშაოს მსგავსი დამცავი მექანიზმები რაც იმას ნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გააუმჯობესებს ქვეყანაში არსებული შრომითი უფლებების მდგომარეობას. ნებისმიერი მოქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ პროცესს, იქნება საზიანო მშრომელებისათვის", — წერენ ორგანიზაციები და მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, საბოლოოდ თქვას უარი ამ კანონპროექტის, ან სხვა მსგავსი კანონმდებლობის მიღების მცდელობებზე.
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
კომენტარები