გაყიდვების მაჩვენებელი 500%-ით გაიზარდა — როგორ შექმნა FryDay-მ საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით წარმატებული შეთავაზება
ფოტო: საქართველოს ბანკი
მომხმარებელთა სურვილების განსაზღვრა და მათთვის ზუსტ დროს სწორი შეთავაზების გაკეთება ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა. იმისათვის, რომ სასურველი სეგმენტი მარტივად აარჩიოთ და 1.4 მილიონზე მეტ ადამიანს მისწვდეთ, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Ads მენეჯერით თქვენს ბიზნესზე მორგებული შეთავაზების შექმნა შეგიძლიათ. ამისათვის კი შემდეგ მარტივ ნაბიჯებს უნდა მიჰყვეთ:
- Manager.bog.ge-ზე მომხმარებლის იმ ლოგინითა და პაროლით შედით, რომელსაც საქართველოს ბანკის ნებისმიერ სხვა ციფრულ არხში იყენებთ;
- გადადით Ads მენეჯერის მოდულზე და დააჭირეთ ღილაკს შექმენით შეთავაზება;
- აირჩიეთ რა ტიპის ბარათების მფლობელებს გსურთ გამოუჩნდეთ შეთავაზება (Student Card, sCool Card, PLUS ბარათი და ა.შ.);
- მიუთითეთ შეთავაზების პირობები (შეთავაზების ტიპი, ვადა, თქვენი ფილიალების მისამართი);
- განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია (სქესი, ასაკი, ინტერესები და ა.შ);
- აირჩიეთ შეთავაზების ვიზუალი;
- შექმენით შეთავაზების ტექსტი;
- გადაავლეთ თვალი თქვენს შეთავაზებას, დაეთანხმეთ პირობებს და დასრულებას დააჭირეთ.
ამ ეტაპების გავლის შემდეგ საქართველოს ბანკის მომხმარებლებიდან შერჩეულ სეგმენტს ავტომატურად გამოუჩნდება თქვენი შეთავაზება, რომელიც შეიძლება იყოს ქეშბექი, ფასდაკლება, დამატებითი Plus ქულები და ასე შემდეგ. Ads მენეჯერის შეთავაზება უკვე საქართველოს ბანკის არაერთმა ბიზნესმომხმარებელმა შექმნა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი სწრაფი კვების რესტორანი Fryday-ია. თუ რატომ გადაწყვიტა FryDay-მ Ads მენეჯერით სარგებლობა და როგორია შეთავაზების შედეგები, რესტორნის სოც. მედია მენეჯერი, ნანუკა სტურუა, საუბრობს.
"საქართველოს ბანკთან სხვა მიმართულებითაც აქტიურად ვთანამშრომლობთ, შესაბამისად, ახალი პროექტის გამოჩენისთანავე, დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ. Ads მენეჯერის მეშვეობით ზუსტად შევძელით, ჩვენი შეთავაზება კონკრეტული აუდიტორიისთვის მოგვერგო. ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთ ერთი საუკეთესო სივრცე, სადაც უკეთ შევძელით, მომხმარებლისთვის თავი გაგვეცნო. გაყიდვების ზრდა სწორი შეთავაზების დაგეგმვის გარეშე შეუძლებელია. Ads მენეჯერი გაძლევს საშუალებას, ზუსტად შეარჩიო სამიზნე აუდიტორია, განსაზღვრო სწორი არეალი, ასაკობრივი ზღვარი თუ სქესი, გაანალიზო გაყიდვები და უფრო ეფექტიანად დაგეგმო ბიუჯეტი. ასევე, გახადო კვების ობიექტი ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, ამავდროულად კი მათთვის სასიამოვნო გარემო და გემრიელი კერძები შეღავათიან ფასად შესთავაზო", — ამბობს ნანუკა სტურუა.
Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის შემდეგ გაყიდვების პროცესზე დაკვირვებაც შეგიძლიათ. ანალიტიკის მეშვეობით გაიგებთ:
- რამდენი ადამიანი დაინტერესდა შეთავაზებით;
- როგორია გაყიდვების მაჩვენებელი;
- მიიზიდეთ თუ არა ახალი მომხმარებლები;
- ძველი მომხმარებლებიდან რამდენმა ისარგებლა შეთავაზებით და ა.შ.
ეს ინფორმაცია კი სამომავლო შეთავაზების დაგეგმვასა და ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაშიც დაგეხმარებათ.
"პირველივე აქციის შედეგები ძალიან კარგი იყო, გაყიდვების მაჩვენებელი 400-500%-ით გაიზარდა, ამიტომ ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას და მომხმარებლებს სხვადასხვა აქციას შევთავაზებთ. ჩვენი გეგმები და მიზნები საკმაოდ დიდი და ამბიციურია, მათ შორის, ერთ ერთი ზუსტი სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და მომხმარებლის ზრდაა, ამისთვის კი Ads მენეჯერი საუკეთესო საშუალებაა. აქედან გამომდინარე, აუცილებლად ვგეგმავთ საქართველოს ბანკთან ვითანამშრომლოთ და Ads მენეჯერის შეთავაზებაც გამოვიყენოთ", — აღნიშნა ნანუკა სტურუამ.
Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის შესახებ ზუსტ ინსტრუქციას აქ ნახავ, ხოლო თუ უკვე მზად ხარ შეთავაზების შესაქმნელად, ამ ბმულზე შეგიძლია გადახვიდე და ახლავე დაიწყო.
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
კომენტარები