ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა ჯგუფებმა რუსეთის საზღვარი გაარღვიეს
ფოტო: legionliberty.army
რა ხდება: უკრაინული ტელეგრამ არხები და რუსი ბლოგერები იუწყებიან, რომ სავარაუდოდ, რუსეთის თავისუფლების ლეგიონის, რუსეთის მოხალისეთა კორპუსის და ციმბირის ბატალიონის შეიარაღებულმა ჯგუფებმა საზღვარი ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში გაარღვიეს.
- ეხო კავკაზა წერს, რომ ეს შეიარაღებული ფორმირებები, ძირითადად, უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსებისგან შედგება.
დეტალები: არსებული ინფორმაციით, იყო შეტაკებები კურსკის ოლქში, სოფელ ტიოტკინოს მიდამოებში.
- ინტერნეტში, ასევე, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინული ტანკი მოძრაობს ბელგოროდის სოფელ გორკოვსკისთან.
- კიევში მცხოვრები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ილია პონომარევის თქმით, ბელგოროდის რეგიონის სასაზღვრო ქალაქი ლოზოვაია რუდკა "განმათავისუფლებელი ძალების კონტროლის ქვეშაა".
- ლეგიონ რუსეთის თავისუფლების ტელეგრამ არხმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც, მათი ინფორმაციით, ჩანს საზღვრის გადაკვეთა.
რუსული სამხედრო არხი WarGonzo, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 50-მდე ადამიანი ხარკოვის რეგიონიდან საზღვრის გარღვევას ცდილობდა. ისინი, სავარაუდოდ, თავდაპირველ პოზიციებზე დააბრუნეს.
- WarGonzo ასევე იტყობინება, რომ დივერსანტები ცდილობდნენ ტიოტკინოში შეღწევას, მაგრამ ისინი უკან დახიეს.
რუსული სახელმწიფო არხის VGTRK-ის კორესპონდენტმა ანდრეი რუდენკომ თქვა, რომ სამშაბათს დილით, შეიარაღებული ფორმირებები ჯავშანტრანსპორტიორებით ცდილობდნენ ჩაეტარებინათ"დაზვერვა" კურსკის რეგიონში. რუდენკოს თქმით, ზოგიერთი დივერსანტი დაიღუპა, "დანარჩენები კი უკან დაიხიეს".
- გავრცელებული ინფორმაციით, ტიოტკინოში ორი ადამიანი დაშავდა. ბაზას ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ადგილობრივი მცხოვრებია. მეორეს შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
- წინასწარი მონაცემებით, ბრძოლა იქ კვლავ გრძელდება.
ოფიციალურად, მოსკოვსა და კიევს რუსეთის ორ რეგიონში საზღვრის გარღვევის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
- უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და ციმბირის ბატალიონი, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ, როგორც დამოუკიდებელი ნაწილები, რადგან ეს ფორმირებები რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება.
საომარი მოქმედებების პირობებში, მხარეების განცხადებების სწრაფად გადამოწმება შეუძლებელია.
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
კომენტარები