ვოლვო ქარ საქართველო მომხმარებელს VOLVO XC60-სა და XC90-ზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას სთავაზობს
ფოტო: თეგეტა
ვოლვო ქარ საქართველო შვედური პრემიუმ ბრენდის მომხმარებლებს VOLVO XC60-სა და XC90-ზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას სთავაზობს. ვოლვოს ორივე მოდელი Plug-in ჰიბრიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილები აღჭურვილია ელექტრული და შიგაწვის ძრავით. Plug-in ჰიბრიდული მოდელების შემთხვევაში თუ ელექტროძრავა დასამუხტია, ავტომობილი ავტომატურად გადაირთვება შიგაწვის ძრავაზე.
თორნიკე იკაშვილი, ვოლვო ქარ საქართველოს გაყიდვების ხელმძღვანელი: "ვოლვოს ორივე Plug-in ჰიბრიდული მოდელი აღჭურვილია 2.0 BI ტურბო ძრავით, რაც 455 ცხენის ძალას უტოლდება. დღეს ყველას გვესმის რომ გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, თუმცა თავისთავად გასათვალისწინებელია საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, რომელსაც ყველაზე მეტად სწორედ დამუხტვადი ჰიბრიდები პასუხობს. Volvo-ს ამ ორივე მოდელს ერთი სრული დამუხტვის შემთხვევაში 70-80 კილომეტრის გავლა შეუძლია, რომლის ამოწურვის შემდეგაც ავტომობილი გადადის ჰიბრიდულ ძრავაზე. XC90-ის შემთხვევაში შერეული წვა არის დაახლოებით 9-10 ლიტრი, XC60-ის კი 8-9 ლიტრი.
ვოლვოს ფლაგინ ჰიბრიდების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ავტომობილის დამუხტვის შემდეგ შესაძლებელია, გადაადგილდეთ ჰიბრიდული ძრავით , ხოლო ელექტროძრავა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ, მაგალითად, საცობებისთვის. გარდა ამისა, ავტომობილის დატენვას თუ ვერ მოახერხებთ, მას თავად შეუძლია, მოძრაობის დროს დაიმუხტოს."
ფოტო: თეგეტა
XC90 და XC60 ვოლვოს Plug-in ჰიბრიდებში ყველაზე გაყიდვადი მოდელებია. ორივე მათგანს მოჰყვება დამტენები, რომლებითაც ავტომობილების დამუხტვას ავტოფარეხშიც შეძლებთ.
XC90 Plug-in ჰიბრიდი ვოლვოს ერთ-ერთი ყველაზე ეკომეგობრული მოდელია. შვიდადგილიანი, SUV ტიპის ავტომობილი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი.
XC60 plug-in ჰიბრიდი საშუალო ზომის, ხუთადგილიანი SUV-ია, რომელიც, საოჯახო ტიპის საუკეთესო მოდელად მიიჩნევა. ავტომობილი აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის აუდიომოწყობილობით.
ვოლვოს ორივე Plug-in ჰიბრიდული მოდელი სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელი, მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინით არის შექმნილი. XC90 და XC60 აღჭურვილია უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით და მძღოლის დამხმარე სისტემებით: Pilot Assit, ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება, 360-გრადუსიანი კამერა, სალონში ჰაერის საწმენდი ტექნოლოგია და სხვა. თითოეულ მოდელში ჩაშენებულია Google-ის სისტემები, რომელთა დახმარებითაც მძღოლს ცენტრალური ეკრანიდან ისეთ ციფრულ სერვისებზე აქვს წვდომა, როგორებიცაა Google Assistant, Google Maps-ის ნავიგაცია და აპლიკაციების ფართო არჩევანი Google Play-დან.
Volvo-ს ავტომობილების შეძენა მომხმარებელს ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმში შეუძლია. მოდელების 360 გრადუსით დათვალიერება და ტესტდრაივზე ჩაწერა კი კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.
შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიითაც ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
კომენტარები