"რუსეთმა წაართვა თავისუფლება, მაგრამ ღირსება - ვერ" — რა გამოხმაურებები მოჰყვა ნავალნის გარდაცვალებას
ფოტო: Sergey Ponomarev | AP
დღეს, 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაავრცელა ცნობა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ.
- ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.
- რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახური აცხადებს, რომ ნავალნიმ თავი გასეირნების შემდეგ შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა, ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა კი პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
- კრემლის პროპაგანდისტული რაშა თუდეი (RT) წერს, რომ ნავალნის თრომბი განუვითარდა.
გამოხმაურებები
შარლ მიშელი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი: "ალექსე ნავალნი იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის. საკუთარი იდეალებისთვის მან უდიდესი მსხვერპლი გაიღო. ევროკავშირი ამ ტრაგიკულ გარდაცვალებაზე სრულ პასუხისმგებლობას რუსულ რეჟიმს აკისრებს. მე ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და ყველას, ვინც მსოფლიოში, ასეთ მძიმე პირობებში დემოკრატიისთვის იბრძვის. მებრძოლები კვდებიან, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს მთავრდება."
რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი: "რუსეთმა წაართვა მას თავისუფლება და სიცოცხლე, მაგრამ ღირსება — ვერ. მისი ბრძოლა დემოკრატიისთვის გრძელდება. ჩვენი ფიქრები მის ოჯახთან არის."
ედგარ რინკევიჩი, ლატვიის პრეზიდენტი: "რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ალექსეი ნავალნიზე, როგორც პოლიტიკოსზე, ის, უბრალოდ, სასტიკად მოკლა კრემლმა. ეს ფაქტია და ეს არის ის, რაც თქვენ უნდა იცოდეთ დღევანდელი რუსული რეჟიმის ჭეშმარიტი ბუნების შესახებ. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს."
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: "ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ყველა დამცველისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში დემოკრატიისათვის ბრძოლას განაგრძობს".
რიში სუნაკი, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი: "საშინელი ამბავია. როგორც რუსული დემოკრატიის ყველაზე მგზნებარე დამცველმა, ალექსეი ნავალნიმ წარმოუდგენელი გამბედაობა გამოიჩინა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან და რუს ხალხთანაა, ვისთვისაც ეს უდიდესი ტრაგედიაა."
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: "ცხადია, ნავალნი მოკლა პუტინმა, ისევე როგორც მრავალი ათასი სხვა ადამიანი. პუტინს არ აინტერესებს, ვინ მოკვდება. მისთვის მნიშვნელოვანია თავისი პოზიციის შენარჩუნებას", — თქვა ზელენსკიმ ბერლინში, კანცლერ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ანალენა ბერბოკი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ისე, როგორც სხვა არავინ, ალექსეი ნავალნი იყო სიმბოლო თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთის. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ის გარდაიცვალა. ჩემი ფიქრები მის ცოლთან და შვილებთანაა."
გიტანას ნაუსედა, ლიეტუვის პრეზიდენტი: "ნავალნი ციხეში არ მომკვდარა, ის მოკლა კრემლის სისასტიკემ და მისმა მიზანმა, გააჩუმოს ოპოზიცია ნებისმიერ ფასად. რუსეთის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს შედეგებზე."
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
კომენტარები