6 წლის პალესტინელი გოგო, რომელმაც გაუჩინარებამდე დახმარება ტელეფონით ითხოვა, ღაზაში მოკლული იპოვეს
ფოტო: რაჯაბის ოჯახი
მოკლედ: ექვსი წლის გოგო, რომელიც ღაზაში იანვრის ბოლოს გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს.
- მასთან ერთად მიაგნეს მისი ნათესავების და სასწრაფო დახმარების 2 ექიმის ცხედრებს. ექიმები ბავშვის გადარჩენას ცდილობდნენ.
დეტალები: ჰინდ რაჯაბი ქალაქიდან დეიდასთან, ბიძასთან და სამ დეიდაშვილთან ერთად გარბოდა, როდესაც მანქანით ისრაელის ტანკების პირისპირ აღმოჩნდნენ.
- გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც ჰინდი სასწრაფო დახმარების სამსახურში რეკავს და ოპერატორები ვარაუდობენ, რომ გოგონა ერთადერთია, რომელიც მანქანაში ცოცხალი გადარჩა, ის ისრაელელ ჯარისკაცებს ნათესავების ცხედრებს შორის ემალებოდა.
- გოგონა შველას ითხოვდა, თუმცა სატელეფონო კავშირი მალე გაწყდა, მას შემდეგ, რაც კვლავ გაისმა სროლის ხმა.
პალესტინის წითელი ნახევარჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა შეძლეს, შაბათს, 10 თებერვალს იმ ადგილას მისულიყვნენ, სადაც ჰინდი დაიღუპა. ეს ტერიტორია, რომელიც საბრძოლო ზონა იყო, მანამდე დაკეტილი იყო. მათ იპოვეს მანქანა, რომელშიც ჰინდი და მისი ნათესავები იყვნენ მოკლული.
- მათი მანქანიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ავტომობილი ნახეს — სრულიად დამწვარი. როგორც წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლები ამბობენ, ეს იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც გოგონას დასახმარებლად მივიდა.
- ორგანიზაციის თქმით, სასწრაფო დახმარების წარმომადგენლები — იუსუფ ალ-ზეინო და აჰმედ ალ-მადუნი ისრაელის ჯარის დაბომბვას ემსხვერპლნენ.
წითელმა ნახევარმთვარემ გაავრცელა განცხადება, სადაც ისრაელს ადანაშაულებენ სასწრაფო დახმარების მანქანაზე განზრახ თავდასხმაში.
- "ოკუპანტებმა განგებ გაუხსნეს ცეცხლი წითელი ნახევარმთვარის გუნდს, იმის მიუხედავად, რომ მათ ჩვენ წინასწარ დავუკავშირდით და მოგვცეს ნება, სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე მისულიყო ბავშვის გადასარჩენად", — ნათქვამია განცხადებაში.
- მათ, ასევე, ბიბისის უთხრეს, რომ რამდენიმე საათი დასჭირდათ ისრაელის არმიასთან კოორდინაციისთვის.
- "ჩვენ გვქონდა კოორდინაცია, აგვინთეს მწვანე შუქი. ადგილზე მისვლის შემდეგ, ჯგუფმა დაადასტურა, რომ ხედავდნენ მანქანას, რომელშიც ჰინდი იმყოფებოდა. ბოლოს კი, რაც ჩვენ გავიგეთ, იყო ხანგრძლივი სროლის ხმა", — თქვეს მათ.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ჰინდისა და სასწრაფო დახმარების სამსახურის ოპერატორების აუდიოჩანაწერი, დაიწყო კამპანია იმის გასარკვევად, თუ რა ბედი ეწია გოგოს.
- ჰინდის დედა, ვიდრე მისი შვილის ცხედარს იპოვიდნენ, ამბობდა, რომ გოგოს ელოდებოდა და ის ყოველ წამს შეიძლებოდა მასთან მიეყვანათ.
- ახლა ის მოითხოვს, რომ მომხდარზე ვინმემ პასუხი აგოს.
"ყველა ადამიანი, ვისაც ესმის ჩემი ხმა და ვინც გაიგო ჩემი შვილის მუდარის ხმა, თუმცა არ გადაარჩინეს ის, ღმერთის წინაშე აგებს პასუხს. ნეთანიაჰუ, ბაიდენი და ყველა, ვინც ჩვენი, ღაზისა და მისი ხალხს წინააღმდეგია, მთელი გულით ვლოცულობ მათ წინააღმდეგ", — თქვა გოგოს დედამ.
ბოლო ხაზი: BBC-მ სცადა, ოპერაციის დეტალების შესახებ ინფორმაცია ისრაელის ჯარისგან მოეპოვებინათ, ისევე, როგორც ინფორმაცია ჰინდისა და სასწრაფო დახმარების მანქანის შესახებ, თუმცა მათ უპასუხეს, რომ ცნობებს ჯერ კიდევ ამოწმებდნენ.
- ომის წესების მიხედვით, სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს დაცული და არ უნდა ამოიღონ მიზანში, ბრძოლის დროს. დაჭრილებს კი უნდა მისცენ სამედიცინო დახმარების საშუალება.
- ისრაელმა, ომის დაწყების შემდეგ, არაერთხელ თქვა, რომ ჰამასი იარაღისა და მებრძოლების გადასაყვანად სასწრაფო დახმარების მანქანებს იყენებდა.
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
კომენტარები