თიბისიმ EBRD-ისგან, ფაქტორინგის პროდუქტით მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, 10 მილონი ლარი მიიღო
ფოტო: თიბისი
თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან — EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, ფაქტორინგის დაფინანსებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, 10 მილონი ლარი მიიღო.
ეს პირველი შემთხვევაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ — კავკასიაში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვის, EBRD-იმ ფაქტორინგის დაფინანსების რესურსი ადგილობრივ ვალუტაში გასცა.
ფინანსური რესურსი თიბისის საშუალებას მისცემს, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების მხრიდან, ფაქტორინგის პროდუქტზე გაზარდოს წვდომა.
მოზიდული რესურსით დაფინანსდება შემდეგი სექტორები: სამომხმარებლო საქონლის დისტრიბუცია, სატრანსპორტო მომსახურება, სამშენებლო მასალების წარმოება და ვაჭრობა.
"ჩვენთვის, როგორც საქართველოში ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი კომპანიებისთვის უწყვეტად შევქმნათ განვითარების ახალი შესაძლებლობები. სწორედ ასეთი შესაძლებლობაა ფაქტორინგის დაფინანსებისთვის EBRD-ისგან მოზიდული ფინანსური რესურსიც. ფაქტორინგით საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ კომპანიებს ფულადი სახსრების ეფექტურად მართვაში წარმატებით ვეხმარებით. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ქართული საბანკო სექტორისთვის შედარებით ახალია, 68%-იანი წილით, ბაზარზე ლიდერები ვართ. ის ფაქტი, რომ თიბისი პირველი ბანკია რეგიონში, რომელმაც EBRD-ისგან ამ მიმართულების დაფინანსებისთვის რესურსი ეროვნულ ვალუტაში მიიღო, კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორც ჩვენს მოწინავე პოზიციას პროდუქტისა და ზოგადად ვაჭრობის დაფინანსების განვითარებაში, ისე EBRD-ის ნდობას ჩვენს მიმართ", — გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
თიბისი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა. ამ წლების განმავლობაში, თიბისიმ, პროგრამის ფარგლებში, ჯამში 850 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის, 1000-ზე მეტი სავაჭრო ტრანზაქცია დააფინანსა, მათ შორის: ბათუმის გარე განათების ჩასანაცვლებლად, LED განათებისა იმპორტი და ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების საქართველოდან სომხეთში ექსპორტი.
ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის მთავარი მიზანი მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა და მათთვის, სხვადასხვა პროდუქტით, საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებაა. პროგრამა აძლიერებს ადგილობრივ ბანკებს იმისთვის, რომ მათ კიდევ უფრო აქტიურად დაუჭირონ მხარი ვაჭრობის დაფინანსებას და რაც შეიძლება მეტ პარტნიორ ბიზნესს მისცენ ექსპორტსა და იმპორტში ჩართვის შესაძლებლობა.
EBRD-ის დღემდე საქართველოში 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ჯამში 289 პროექტი დაფინანსებული. EBRD-ის დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს: ფინანსური და კერძო სექტორები, მდგრადი განვითარება და მომსახურების სფერო.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები