გაიცანით თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში: საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
ფოტო: თიბისი
თიბისიმ ბიზნესდაჯოლდოების პროექტის 2023 წლის ფინალისტები გამოავლინა!
გაგაცნობთ ნომინაცია "საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის" ფინალში გასულ 3 კომპანიას.
კომპანია Roommate.ge ერთმანეთთან აკავშირებს ბინის მაძიებელ ადამიანებს და ეხმარება მათ ოთახის მეზობლების პოვნაში. მეორე მხრივ კი, ბინის მეპატრონეებს ბინის გაქირავების პროცესს უმარტივებს. პლატფორმის თავდაპირველი მიზანი სტუდენტებისთვის ბინის ქირაობის გამარტივება იყო, თუმცა ამ პროცესში გაირკვა, რომ ბინის მეპატრონეები სტუდენტებს არასანდო კატეგორიად მიიჩნევდნენ და მათთვის ბინების მიქირავება არ სურდათ. ამ პრობლემის მოგვარება Roommate-მა მეპატრონეებთან კომუნიკაციით სცადა: დეტალურად გაწერილი ხელშეკრულების პირობების თანახმად, ბინის მეპატრონე სისტემატურად იღებს ბინის აქტუალურ ფოტოებს, რათა დარწმუნდეს, რომ ბინაში ყველაფერი წესრიგშია. გარდა ამისა, ყველა სახლს ჰყავს ე.წ. „ლიდერი“ სტუდენტი, რომელიც ზრუნავს ზოგად წესრიგზე. პლატფორმა Roommate პასუხისმგებლობას იღებს ასევე დროულ გადახდებზე, რათა ბინის მეპატრონეები დაცულად გრძნობდნენ თავს.
"ბიზნესდაჯილდოება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენთვის, განსაკუთრებით Roommate-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით და თიბისისგან დიდ მხარდაჭერას ვიღებთ. ასევე, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომ ღირებულ საქმეს ვაკეთებთ. გამარჯვების შემთხვევაში, ისევ და ისევ, ჩვენი მთავარი ფოკუსი პროდუქტის განვითარებაზე, სხვა ქვეყნებში გაფართოებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე დარჩება", — ამბობს Roommate-ის დამფუძნებელი, მარიკა ხანთაძე.
ნომინაციის „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“ მეორე ფინალისტია გიფების, ხმოვანი გიფებისა და სტიკერების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა KLIPY, რომელიც უდიდეს Messenger-ებს, Social Network-ებსა და Media პლატფორმებს მონეტიზაციაში ეხმარება.
გზა, რომელიც კლიპიმ ხმოვანი გიფების იდეიდან სოციალური ქსელების, მესენჯერებისა და მედია კომპანიების AdTech პროდუქტამდე გაიარა, 2 წლის წინ დაიწყო. საწყის ეტაპზე KLIPY (kikliko) იყო ხმოვანი გიფების Web და Mobile აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც მომხმარებელი მისთვის საინტერესო კონტენტს მესიჯობისას ან ვიდეო კომბინაციის შესაქმნელად იყენებდა. პროცესში KLIPY-მ ათობით მილიონი ხმოვანი გიფი, სტიკერი და სხვადასხვა პროდუქტები დააგენერირა, რომელიც უკვე ინტეგრირებულია ისეთ სოციალურ ქსელებთან და მესენჯერებთან, რომლებსაც ათობით მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და ანაცვლებს ისეთ მოთამაშეებს, როგორებიცაა GIPHY და Tenor. გზად კი ისეთ პლატფორმებთან ინტეგრაციებია დაგეგმილი, როგორიცაა Viber, Snapchat, X, WhatsApp და ა.შ. 2024 წლიდან კი ისინი ინდოეთის ბაზარზეც შედიან.
გასული წლის ბოლოს KLIPY-მ შეძლო 2 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის დაპირებების აღება და არაერთი საკმაოდ დიდი ფონდისა და ცნობილი ინვესტორის შემოერთება. პლატფორმის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა დღეს 300,000 აჭარბებს. კომპანიის გათვლებით ეს რიცხვი ძალიან მალე 3 მილიონს მიუახლოვდება, ხოლო ზემოხსენებული პლატფორმებიდან ერთ-ერთის ინტეგრაციის შემთხვევაში 10 მილიონს გადასცდება.
"ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა კომპანიას დაეხმარება ადგილობრივ ბაზარზე მეტ ადამიანს გააგებინოს ზრდის და წარმატების შესახებ, რაც საშუალებას მოგვცემს, მეტი ნიჭიერი ადამიანი შემოვიერთოთ და გუნდი გავზარდოთ. KLIPY-ს მთელი გუნდი მუდმივად მუშაობს კომპანიის მსოფლიო ცნობადობის ასამაღლებლად. ჩვენი მიზანია დავინტეგრირდეთ ისეთ ტოპ-პლატფორმებში, რომლებსაც ყოველდღიურად ასობით მილიონი ადამიანი იყენებს და დავიწყოთ მათი მონეტიზაცია, ისე როგორც არსებულ პლატფორმებში ვაკეთებთ. ეს კი საშუალებას მოგვცემს Unicorn-ი ნიშნული გადავლახოთ. ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვება მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ამ მიზნისკენ სვლაში", — ამბობს KLIPY-ს თანადამფუძნებელი, გივი ბერიძე.
სტარტაპი Signify 2021 წელს, პანდემიის დროს შეიქმნა. მისი მიზანი კომპანიებისთვის დაკონტრაქტების პროცესის გაციფრულება და ელექტრონული ხელმოწერის სხვადასხვა სახეობების მხარდაჭერა იყო. Signify-ს გუნდმა სისტემა საბაზისო ფუნქციონალით რამდენიმე თვეში გაუშვა და მომხმარებლებს საშუალება მისცა, პირველი წლის განმავლობაში უფასოდ ესარგებლათ პროდუქტით. პირველი მომხმარებლების გამოცდილებამ კი გუნდს საშუალება მისცა უკეთ მოეხდინათ ბაზრის საჭიროებების ანალიზი. Signify-ს გუნდი მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებელთა უკუკავშირს და ახდენს საერთაშორისო კონკურენტების ანალიზს - იმისათვის, რომ ფუნქციონალი იყოს მაქსიმალურად დახვეწილი და კომფორტული.
დღეისათვის Signify ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპია საქართველოს ბაზარზე. ის თანამშრომლობს 500-მდე კომპანიასთან, მათ შორის ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორებიცაა — თიბისი, მაგთი, დიპლომატ ჯორჯია, დომუსი, აჭარაბეთი, საქართველოს უნივერსიტეტი, ირაო, ჯიპიაი და ა.შ.
Სამომავლოდ Signify-ს გუნდი გეგმავს საქართველოში მიღებული გამოცდილების გამოყენებას საზღვარგარეთ პროდუქტის მასშტაბირების მიზნით.
Signify მომხმარებელს სთავაზობს შესაძლებლობას, გააგზავნონ დოკუმენტი ხელმოსაწერად ან თავად მოაწერონ ხელი სულ რამდენიმე კლიკით; გააშაბლონონ საკუთარ კომპანიაში არსებული კომპლექსური ინიცირება, ვიზირება, ხელმოწერის პროცესები; შეძლონ კონტრაქტების დახარისხება და მართვა. დიდი კომპანიები, როგორც წესი, ასევე თავიანთ სისტემებთან აკეთებენ Signify-ს ინტეგრაციას.
"ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობა გვეხმარება იმაში, რომ უფრო ფართო აუდიტორიას მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ. გამარჯვება დამატებითი მტკიცებულება იქნება ჩვენი გუნდისთვის, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურებით. გამარჯვების შემთხვევაში კომპანიის საინფორმაციო მხარდაჭერას ავირჩევთ. მგონია, რომ ამ ეტაპზე ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე სასარგებლო სწორედ საინფორმაციო მხარდაჭერა და ცნობადობის ამაღლება იქნება“, - ამბობს Signify-ის თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი, ალექსანდრე ნემსაძე.
ბიზნესდაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000 — ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. წლევანდელი გამარჯვებულების ვინაობა თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი.
-
მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
-
ადვოკატი: "ირაკლი ღარიბაშვილი წერილებს არ მოაკლებს საზოგადოებას" ადვოკატი: "ირაკლი ღარიბაშვილი წერილებს არ მოაკლებს საზოგადოებას"
გადახედვა
კომენტარები