რეაბილიტაციის პროცესის დროს ვარკეთილის და ავლაბრის მეტროსადგურები არ დაიკეტება
ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge
მოკლედ: ვარკეთილის და ავლაბრის მეტროსადგურები, რეაბილიტაციის პროცესის დროს, არ დაიკეტება. ამის შესახებ On.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განუცხადა.
- "მეტროსადგურებში რეაბილიტაციის პროცესი მგზავრთა გადაადგილებას ხელს არ შეუშლის", — გვითხრეს მათ.
On.ge-მ ასევე გაარკვია, რომ 2024 წლის მარტში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია უკვე მეორედ გაუხანგრძლივებს ხელშეკრულებას რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ შპს ბადა ქონთრაქშენს.
სტრიქონებს შორის: 2022 წლის 19 ივლისს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსადგურ ავლაბრის ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოებისთვის, პირდაპირი წესით გააფორმა ხელშეკრულება ბადა ქონსთრაქშენთან.
- თავდაპირველად, ხელშეკრულება ძალაში იყო 2023 წლის 15 ივლისამდე.
- საგულისხმოა, რომ მერიამ 2023 წლის 14 ივლისს კომპანიასთან დამატებით გააგრძელა ხელშეკრულების ვადა კიდევ 8 თვით — 2024 წლის 15 მარტამდე.
დეტალები: თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თქმით, ავლაბრის რეაბილიტაციის პროცესში "აუცილებელი კვლევების ჩატარება გახდა საჭირო", რომლის დამთავრებისთანავე, მეტროსადგურზე სამუშაოები განახლდება.
- მათივე თქმით, ვარკეთილის მეტროში სამუშაოები დაიწყება "პროექტში მცირე ცვლილებების შეტანის შემდეგ".
- თბილისის სატრანსპორტო კომპანია აღნიშნავს, რომ ვარკეთილის მეტროში "ბაქნის ქვედა სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს".
გაიგეთ მეტი: როგორ გამოიყურება მეტროსადგურები, რომელთა რეაბილიტაციის დასრულებას კალაძე ზაფხულის ბოლომდე გვპირდება
ბოლო ხაზი: 2024 წლის 1-ელ იანვარს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ორი მეტროსადგურის — ვარკეთილის და ავლაბრის რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოს დასრულდება. მისი თქმით,
- ვარკეთილის რეაბილიტაციის სურვილი, გარკვეული დროის განმავლობაში, არცერთმა კომპანიამ არ გამოთქვა და პროცესი ამიტომ გაიწელა.
- "თუმცა მოიძებნა კომპანია, რომელიც ამჟამად ასრულებს სამუშაოებს და რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება“, — თქვა კალაძემ.
რა ვიცით კომპანიაზე, რომელმაც ორივე მეტროს რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე უნდა დაასრულოს: ორივე მეტროსადგურის რეაბილიტაციას კომპანია ბადა ქონსთრაქშენი ახორციელებს.
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბადა ქონსთრაქშენის მფლობელი ოცნების შემომწირველია.
- საჯარო რეესტრისა და პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მონაცემებითაც დასტურდება, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბაჩანა ადამიაა, რომელმაც 2014 წელს მმართველ პარტიას 60 000 ლარი შესწირა.
- მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ბადა ქონსთრაქშენს შორის ხელშეკრულება 2022 წლის 21 დეკემბერს გაფორმდა.
- სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება ძალაში 2024 წლის 22 სექტემბრამდეა.
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
კომენტარები