გიორგი ბოტკოველი

1 Feb. 2024, 15:12

მთავარი, რაც დღეს ჩვენ ქართული ოცნების ყრილობაზე მოვისმინეთ, არის ის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ამ ქვეყანაში არ აპირებს იზრუნოს ადამიანებზე. 

ისინი დარწმუნებულები არიან და კიდევ ერთხელ ატყუებენ მოსახლეობას, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის: არის სამუშაო ადგილები, უკეთესი ცხოვრება, ღირსეული შემოსავალი, თუმცა, მთავარი ოპონენტი ამ შემთხვევაში არის არა ქართული ოცნება, არამედ ის პროცესი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ — ქვეყანაში უნდა შეიქმნას ღირსეული სამუშაო ადგილები, ეკონომიკა და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება იმისა, რომ იცხოვრონ ისეთ სახელმწიფოში, სადაც მათ არ მოუწევთ ქვეყნიდან გაქცევა.

ასე უპასუხა ნაციონალური მოძრაობის რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც პარტიულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა დადებითად დაახასიათა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  3. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  4. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  5. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ გამორიცხავს,…