დომუსი ნეა — ახალი, მრავალფუნქციური კომპლექსი
ფოტო: დომუსი
დომუსი ახალი, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს.
დუმუსი ნეა შთაგონებულია სიცოცხლით სავსე ურბანული ატმოსფეროთი და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და სამუშაო გარემოს. კომპანიის ახალი პროექტი, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, პეტრე ქავთარაძის #22 ში მდებარეობს.
დომუსმა აღნიშნულ პროექტზე არქიტექტორ გიორგი ხმალაძესთან ერთად იმუშავა.
გამორჩეული არქიტექტურის მქონე პროექტი 3 ბლოკისგან შედგება, რომელიც ორ 23 და 30-სართულიან საცხოვრებელ შენობას, ერთ 10 - სართულიან ბიზნეს ცენტრს, კომერციულ ფართებს, საოფისე სივრცეებს, კაფე-რესტორანს და შიდა ეზოს აერთიანებს. მისი მრავალფეროვანი გარემო მიმზიდველია საცხოვრებლად, სამუშაოდ და ბიზნესის განსავითარებლად.
ფოტო: დომუსი
კომპლექსის პირველი სართულის გამწვანებული სახურავი-ტერასა ჰარმონიულად ერწყმის 3,000 კვ.მეტრზე გაშლილ შიდა ეზოს. დომუსი ნეა განსაკუთრებით მომხიბვლელია სწორედ რეკრეაციული სივრცით, რომელიც 5000 კვ. მეტრზეა გაშლილი და აერთიანებს მოსასვენებელ და სათამაშო სივრცეებს, კომბინირებულ სპორტულ მოედანს, ველობილიკს და მაცხოვრებლებს სთავაზობს მყუდრო სივრცეს ქუჩის ხმაურისა და გარემოსგან დასასვენებლად. აღსანიშნავია 400 ავტომობილზე გათვლილი ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რაც თანამედროვეობაში კომფორტული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
პროექტში განხორციელებული ინვესტიცია, სრულად მიმართულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში თანამედროვე საცხოვრებელ და სამუშაო სივრცის შექმნაზე.
დომუსი არის ბრენდი, რომელიც ზრუნავს ხარისხზე და ჰქმნის სტანდარტს უძრავი ქონების სექტორში, უფრო მეტიც, ნერგავს ინოვაციებს ქვეყნის ბაზარზე.
ფოტო: დომუსი
"ნეა — ახალს და ინოვაციურს ნიშნავს, რაც დომუსისგან სწორედ სიახლეების დანერგვას გულისხმობს. ჩვენ გვესმის და გვჯერა, რომ ყველაფრის, რისი წარმოდგენაც შესაძლებელია, სრულყოფაც რეალურია, შესაბამისად, ყოველი ახალი გადაწყვეტილებით, იდეით, გვსურს დედაქალაქში ჯანსაღი ურბანული გარემო შევქმნათ და განვავითაროთ, რომელიც გამორჩეული იქნება როგორც ვიზუალურად, ასევე მწვანე არქიტექტურით.
დომუსი ყოველთვის თამამია ახალ წამოწყებებში. ამჯერადაც ასე მოხდა, ჩვენი სურვილია მიმდებარე ტერიტორიას სახე ვუცვალოთ და კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ.
გაყიდვები უკვე დაიწყო. საწყის ეტაპზე, ვფიქრობთ, ფასი საკმაოდ კონკურენტუნარიანია, გადახდის პირობებიც მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებულია. კერძოდ, დაინტერესებულ პირებს, 30%-იანი პირველადი შენატანის შემთხვევაში, 40 თვიან, შიდა უპროცენტო განვადებას ვთავაზობთ. ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტები დაინტერესებულ პირებს უფრო მეტ დეტალს გასაუბრების ჩანიშვნის შემდეგ გააცნობენ და მათ სურვილებზე მორგებულ საუკეთესო პირობებსაც შეურჩევენ," — აღნიშნავს დომუსის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ტატიანა ქათამაძე.
ფოტო: დომუსი
დუმუსი ნეა — სიცოცხლით სავსე ადგილი!
დომუსის შესახებ
დომუსი 2006 წლის 21 სექტემბერს დაარსდა. კომპანიის მისიაა, შექმნას გარემო, სადაც თითოეული ადამიანი თავს ჰარმონიულად იგრძნობს. დომუსი განუწყვეტლივ მიისწრაფვის სრულყოფილებისკენ. მისი მთავარი ღირებულებებია ხარისხი, ინოვაციები და მწვანე არქიტექტურა. კომპანიაში სჯერათ, რომ ჯანსაღ გარემოში ცხოვრება ხანგრძლივი სიცოცხლის წინაპირობაა.
ფოტო: დომუსი
დაარსების დღიდან, დომუსი ქმნის ინოვაციურ სამშენებლო პროექტებს, სადაც მომხმარებლის ყველა სურვილი და საჭიროებაა გათვალისწინებული. გამორჩეული არქიტექტურული იერსახე და ინტერიერი, ფუნქციონალურობა, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები დომუსის სამშენებლო პროექტების და მისი მობინადრეების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
დომუსი — სიცოცხლის ენერგიით და ადამიანის შთაგონებით შექმნილი არქიტექტურა.
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
კომენტარები