დაიცავი, გადაამუშავე, გადაარჩინე — ირაო გარემოსდაცვითი ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს
ფოტო: ირაო
ირაო საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც ამაყობს თავისი 19-წლიანი ისტორიით და წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე კორპორაციული დაზღვევის სეგმენტში.
ირაო 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია.
სწორედ ამიტომ, ირაო სრულად იზიარებს ვენის სადაზღვევო ჯგუფის ორსაუკუნოვან გამოცდილებას და მათ საერთო ღირებულებებს, განსაკუთრებით სოციალური ინიციატივების მიმართულებით. მეტსაც გეტყვით, კომპანიის პროექტები სრულად შეესაბამება ჯგუფის გლობალური კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიას, რაც საზოგადოებაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენისკენ მიმართული კოლექტიური ძალისხმევაა.
ამასთან, უკვე რამდენიმე წელია, რაც სადაზღვევო კომპანია ჩვენი დროის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევის, გარემოსდაცვითი მიმართულების მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს და ინიციატივას ნერგავს.
ირაოს მიზანია, გახდეს საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, რომელიც გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმიზაციას შეძლებს, ხოლო სხვა კომპანიებს უჩვენებს მაგალითს, როგორ გახდნენ ეკომეგობრულები.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება მისი გარემოსდაცვითი, საინტერესო კონცეფციის პროექტი "დაიცავი, გადაამუშავე, გადაარჩინე", რომლის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებით ირაოს ოფისი — უფრო მწვანე, საზოგადოების ქცევა კი უფრო ეკომეგობრული გახდა.
ირაოს გუნდი არა მხოლოდ აყალიბებს საკუთარ პრაქტიკას, ასევე ხელს უწყობს ეკოცნობიერების ჩამოყალიბებას ახალგაზრდებში.
გარემოსდაცვითმა ინიციატივებმა სადაზღვევო კომპანიის ყველა ოფისსა თუ სერვისცენტრში პლასტმასის გამოყენება მკვეთრად შეამცირა. გარდა ამისა, ირაოს გუნდმა ნარჩენების სპეციალურ ყუთებში დახარისხება დაიწყო, ხოლო ნაგვის ურნების ოპტიმიზაციით მათ წელიწადში 33 120-ით ნაკლები პოლიეთილენის პარკი გამოიყენეს.
ირაოს მიერ მდგრადი განვითარების მხარდასაჭერი აქტივობები ამით არ მთავრდება. კომპანიის თანამშრომლები სამი წლის მანძილზე დაწყებითი კლასის 800-მდე მოსწავლეს გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ შემეცნებითი და სახალისო გაკვეთილები უტარებდნენ, ხოლო თავად კი 2 წელია ორგანიზაცია სადაგთან ერთად ჩართულნი არიან სხვადასხვა ლოკაციების ნარჩენებისგან დასუფთავებაში.
ამას გარდა, 2023 წელს კომპანიამ თანამშრომლებში ყველაზე მასშტაბური ეკო-შეჯიბრება გამოაცხადა, რომლის ფარგლებში განხორციელებულ ეკო-აქტივობებში ერთი თვის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი აქტიურად მონაწილეობდა. საბოლოოდ, ეკო-შეჯიბრის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა და ამ მცირე პერიოდში ირაოს თანამშრომლებმა ჯამურად:
- ჩააბარეს 900 კგ მეორადი ქაღალდი და 300 კგ მეორადი პლასტმასა;
- ჩაატარეს ეკო-მეგობრული გაკვეთილები 11 სკოლაში, რის შედეგად 330 მოსწავლეს ჩამოუყალიბდა ეკოცნობიერება.
- ჩააბარეს 100-მდე ბატარეა;
- მათ მიერ დასუფთავებულმა ადგილებმა მოიცვა 21 ტერიტორია და ექვსი სხვადასხვა რეგიონი.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ირაოს შვიდმა გუნდმა ერთი თვის განმავლობაში უარი თქვა ავტომობილის მოხმარებაზე და დაიწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება ან ფეხით გადაადგილება. ხოლო ათმა გუნდმა გარკვეულ ნივთებს მეორადი დანიშნულება უპოვა და კრეატიული პროექტები შექმნა.
ამ დროისთვის ირაოს გუნდი 300-მდე თანამშრომლისგან შედგება, რომელთა ძალისხმევითა და მაღალი კვალიფიკაციის დამსახურებით დღესდღეობით ირაო ბაზარზე საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.
მრავალწლიანი გამოცდილებით და უამრავი კმაყოფილი მომხმარებლით ირაო სადაზღვევო ინდუსტრიის გაუმჯობესებასთან ერთად ქმედითი ნაბიჯებით აქტიურად უწყობს ხელს გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას, ხოლო მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები