ძალადობის მსხვერპლი ჯიფსი, რომელიც დედის მკვლელობისთვის ციხეში იყო, გაათავისუფლეს
ჯიფსი როუზ ბლანჩარდი, რომელიც საკუთარი დედის მკველობაშია დამნაშავე, 28 დეკემბერს ციხიდან გამოვიდა. 2015 წლის ივნისში ჯიფსიმ თავის იმდროინდელ შეყვარებულ ნიკთან ერთად, დედამისის მკვლელობა დაგეგმა. ჯიფსის მკვლელობის დაგეგმვისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და დროზე ადრე გაათავისუფლეს, ნიკს კი, მკვლელობის ჩადენისთვის მთელი ცხოვრების ციხეში გატარება მოუწევს.
როგორც ცნობილია, ჯიფსის დედას მიუნჰაუზენის სინდრომი ჰქონდა, რის გამოც მთელი ცხოვრება სჯეროდა და შვილსაც აჯერებდა, რომ ჯიფსის სხვადასხვა დაავადება ჰქონდა და ამ დაავადებების სიმპტომებს წამლების თუ სამედიცინო პროცედურების მეშვეობით ხელოვნურად იწვევდა.
ჯიფსის თქმით, დედამისისგან წლების განმავლობაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო და მის გამო მთელი ცხოვრება არასაჭირო სამედიცინო პროცედურებს უტარებდნენ, რამაც საბოლოოდ, მიიყვანა იქამდე, რომ ნიკი დედის მკვლელობაში დაერწმუნებინა.
ჯიფსის თქმით, როდესაც 7 წლის იყო, დედამისი ამტკიცებდა, რომ მას კუნთოვანი დისტროფია და ლეიკემია ჰქონდა, რის გამოც შვილს თავი გადაპარსა და ეტლით გადაადგილება დააწყებინა, მიუხედავად იმისა, რომ ჯიფსის სიარული შეეძლო.
ჯიფსის მტკიცებით, მაშინ სჯეროდა, რომ დედის მკვლელობის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. ის ჰყვება, რომ სახლიდან გაქცევა სცადა, მაგრამ დედამ მისი დაჭერა შეძლო. იურიდიულად, ჯიფსის მეურვე დედამისი იყო და ჯიფსის დამოუკიდებლად არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.
ციხიდან გამოსვლამდე 1 დღით ადრე, ჯიფსიმ ინტერვიუში თქვა, რომ დედის მკვლელობას ყოველდღე ნანობს და ფიქრობს, რომ მისი მოკვლის ნაცვლად, პოლიციისთვის უნდა მიემართა.
"უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, იქნებ, ბავშვობაში ნათესავებისთვის მეთქვა, რომ სინამდვილეში არაფერი მჭირდა და დედა ავად ძალით მხდიდა. იქნებ, უბრალოდ იმ მომენტში დავბრუნებულიყავი, როცა ნიკთან ერთად მისი მკვლელობა დავგეგმე და ამის ნაცვლად, ყველაფრის პოლიციისთვის თქმა გადამეწყვიტა. ამაზე ფიქრი მტანჯავს", — ამბობს ჯიფსი.
ჯიფსის თქმით, უნდა, სხვა ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ ურთიერთობაში არიან, დაარწმუნოს, რომ მკვლელობა არ ჩაიდინონ და ნებისმიერი სხვა გზა იპოვონ სიტუაციიდან თავის დასაღწევად.
ჯიფსი ციხეში ყოფნის პერიოდში დაქორწინდა და რადგან ახლა თავისუფალია, ოჯახის შექმნასა და შვილების ყოლას გეგმავს.
ჯიფსის ისტორიაზე 2017 წელს დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, მოგვიანებით კი, 2019 წელს, Hulu-მ სერიალი The Act გადაიღო, რომელშიც ჯიფსისა და მისი დედის როლებს ჯოუი კინგი და პატრისია არკეტი ასრულებენ.
ჯიფსის ისტორია დოკუმენტურ სერიალ The Prison Confessions of Gypsy Rose Blanchard-ში გაგრძელდება, რომელიც მის ციხეში ყოფნის პერიოდსა და მისი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებზე იქნება. შოუში ჯიფსის ქმარი, მამა და დედინაცვალიც გამოჩნდებიან. სერიალის პრემიერა 5 იანვარს შედგება.
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
კომენტარები