თეგეტამ ახალი, 20 მილიონი ევროს მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში 7 მილიონი უკვე განათავსა
ფოტო: საქართველოს ბანკი
თეგეტას 30 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამისადმი ინვესტორების გადაჭარბებული ინტერესიდან გამომდინარე, კომპანიამ ახალი, 20 მილიონი ევროს ეკვივალენტი მულტი-სავალუტო პროგრამა გამოაცხადა. გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი კვლავ გალტ & თაგარტია. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კომპანიამ გალტ & თაგარტთან პარტნიორობით, ჯამურად, 20 მილიონი აშშ დოლარის და 16 მილიონი ევროს ობლიგაციები წარმატებით განათავსა.
შეგახსენებთ, 2023 წლის 15 დეკემბერს კომპანიამ გალტ & თაგარტის მხარდაჭერით საქართველოში პირველი მულტი-სავალუტო ობლიგაციების 30 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტის პროგრამა დახურა , რომლის ემისიაც 3 ტრანშად მოხდა. პროგრამის ბოლო ტრანში, 4 მილიონი ევროს ოდენობით, 180%-იანი გადაჭარბებით (Over-Subscription) 7.00% საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. შედეგად კომპანიამ ახალი პროგრამის გამოცხადება გადაწყვიტა.
გადაჭარბებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი პროგრამის ფარგლებში გამოშვებული 7 მილიონიანი ტრანში გაუმჯობესებული, 6.75% საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. ტრანზაქციის ვადიანობა 2 წელია. მოზიდული სახსრები კომპანიამ არსებული საბანკო სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას მოახმარა, რის შედეგადაც კომპანიის დაფინანსების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მათ შორის დაფინანსების ხარჯები.
აღსანიშნავია, რომ წარსული ემისიების მსგავსად, მიმდინარე ტრანზაქციისადმი კვლავ მაღალი დაინტერესება იყო ინვესტორების მხრიდან. შედეგად, ობლიგაციები 40-მდე ქართველმა და უცხოელმა ინვესტორმა შეიძინა.
მიმდინარე პროგრამის ფარგლებში დარჩენილი ტრანშების ემისია 2024 წლის დეკემბრამდე იგეგმება.
ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი: "თეგეტა ჰოლდინგმა სამი კვირის წინ საქართველოში პირველი მულტი-სავალუტო ობლიგაციების 30 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტის პროგრამა, მესამე ტრანშით დახურა. ინვესტორების მხრიდან გამოკვეთილი მაღალი ინტერესის გამო ახალი პროგრამის გამოცხადება დაუგეგმავად გადავწტვიტეთ. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ 2023 წელს სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით ვხურავთ. ახალი მულტი-სავალუტო პროგრამა ინვესტორების გადაჭარბებული ინტერესიდან გამომდინარე გამოვაცხადეთ, გამოხატული ინტერესი ნათლად აჩვენებს თეგეტა ჰოლდინგის, როგორც სანდო პარტნიორის, წინსვლასა და ბიზნესის განვითარების მასშტაბს, მეორე მხრივ, კი ეს კომპანიის ფინანსურ განვითარებას უწყობს ხელს. თეგეტას სტრატეგია საერთაშორისო ბაზრებზე წარმომადგენლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად, შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების განთავსება უცხოურ ვალუტაში მოხდა. ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს უცხოურ ბაზრებზე კომპანიის განვითარების სტრატეგიას."
ლევან შავკაციშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი: "გალტ & თაგარტი კვლავ აგრძელებს თეგეტა ჰოლდინგისთვის დაფინანსების პირობების გაუმჯობესებაში ხელშეწყობას და ჩვენი აქტიური თანამშრომლობა უკვე ახალი მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. ახალი, 20 მილიონი ევროს მულტი-სავალუტო პროგრამიდან 7 მილიონი ევროს წარმატებით განთავსება ესეთ მოკლე პერიოდში საცალო ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ უდიდეს ნდობასა და დაინტერესებაზე მიანიშნებს. ხაზგასასმელია წინა, 3 კვირის წინ დახურულ ევროს გარიგებასთან შედარებითაც კი გაუმჯობესებული კუპონი 7.00%-დან 6.75%-მდე. ეს, ერთი მხრივ, უკავშირდება კომპანიის უპრეცედენტო აქტივობას საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, ხოლო, მეორე მხრივ — გალტ & თაგარტის უნიკალური დისტრიბუციის არხების უპირატესობებზე მიანიშნებს. აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტი თეგეტა ჰოდლინგის ექსკლუზიური პარტნიორია უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების ყველა ემისიაში. გალტ & თაგარტი საქართველოს ბაზარზე ლიდერი საინვესტიციო ბანკია, სავალუტო ობლიგაციების გამოშვება-განთავსებაში უნიკალური გამოცდილებით და მთელი გუნდი მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ესეთი განსაკუთრებული გარიგებით დაგვესრულებინა მიმდინარე წელი."
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ:
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
სს გალტ & თაგარტის შესახებ:
სს გალტ & თაგარტი საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები