რომელი იყო ყველაზე მარტივი და რთული დავალებები მობილბანკის თამაშის მეცხრე კვირაში
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მობილბანკში მასშტაბური თამაში უკვე გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა. ამჟამად შეჯიბრის მე-10 კვირა მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვალიფიკაციო რაუნდის დასრულებამდე სამ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. ყველასთვის, ვისაც ფინალში თამაში სურს, ეს დრო ძალიან მნიშვნელოვანია: თუკი დამატებითი მონეტები, სულ ცოტა, ორჯერ მაინც არ მიგიღია, ჯერ კიდევ შეგიძლია ეს გამოასწორო.
თუმცა, თუ ფინალის საგზური უკვე მოიპოვე, შეგიძლია დინჯად და აუღელვებელად განაგრძო თამაში: შეასრულო ყოველკვირეული დავალებები, დააგროვო მონეტები დასკვნითი რაუნდისთვის და ხანდახან საჩუქრების მარკეტშიც შეიხედო, იქნებ საშენო რამეს მოჰკრა თვალი. კიდევ შეგიძლია, რომ ახლა მშვიდად ჩაიკითხო ჩვენი ტრადიციული ბლოგი — ერთად გავიგოთ, რომელი დავალებები ერთულათ და ემარტივათ შენს კონკურენტებს ყველაზე მეტად წინა კვირაში.
პიცა დამოუკიდებლად მოთამაშეების საყვარელი კერძი უნდა იყოს
იცოდი, რომ აშშ-ში პიცის ფერმები არსებობს? ამ ფერმებს, პიცის მსგავსად, წრიული ფორმა აქვთ და სეგმენტებად, კერძის ერთგვარ "ნაჭრებად", იყოფიან. თითოეულ მათგანში პიცის მოსამზადებლად საჭირო ერთი ინგრედიენტი მოჰყავთ. საინტერესოდ ჟღერს, არა? როგორც ჩანს, ბევრ დამოუკიდებელ მოთამაშეს სმენია პიცის ფერმების შესახებ, რადგან წინა კვირის ერთ-ერთ დავალებაში მხოლოდ ფოტოთიც გამოიცნეს, რომ იქ ამ იტალიური კერძის დაგემოვნებაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, ამ მოთამაშეებისთვის მარტივი აღმოჩნდა ცნობილი ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის, სახელის გახსენება ერთადერთი ფოტოთი, რომელზეც ჩახუტებული წყვილი გამოსახულიყო. რასაკვირველია, ეს მინიშნება გახლდათ კლიმტის ყველაზე ცნობილ ნამუშევარზე "კოცნა".
ამ არცთუ ადვილი შეკითხვების „აღების“ მიუხედავად, დამოუკიდებლად მოთამაშეების დიდ ნაწილს გაუჭირდა, ეპასუხა, რომელი ქვეყნის ნაკრებმა დაიმსახურა ვერცხლის მედალი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე 2014 წელს. არადა, ამ დავალებაში 5 მონეტის მოსაპოვებლად მხოლოდ "გუგლის" გახსნა იყო საჭირო… აქვე გაგიზიარებთ კიდევ 5 ხრიკს, რომელიც მობილბანკის თამაშში დაგეხმარება.
ორმოთამაშიანმა გუნდებმა ვეღარ გაიგეს, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადიც
სიყვარულის ვერტიკალურობა და ბრუნვადობა ქრისტეფორე მგალობლიშვილმა კლასიკად ქცეულ ქართულ ფილმში "შერეკილები" დიდი ხნის წინ დაამტკიცა, მაგრამ რებუსად დაშიფრული მისი ამ ცნობილი გამონათქვამით ბევრმა ორმოთამაშიანმა გუნდმა ელდარ შენგელაიას ფილმი მაინც ვერ გამოიცნო.
ამ გუნდებს ასევე გაუჭირდათ, "ფიფქია და შვიდი ჯუჯას" ერთ-ერთი პერსონაჟი სამურაისთან, უფრო სწორად "შვიდ სამურაისთან", დაეკავშირებინათ და დავალებაში დაშიფრული ციფრი 7 გამოეცნოთ.
რთული აღმოჩნდა შეკითხვა, სადაც მოთამაშეებს არაოფიციალური ლოგოთი უნდა გამოეცნოთ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების ადგილი. არადა, კვლავაც "დაგუგლვის" შესაძლებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ, სურათზე იაპონიის დროშის წითელი ბურთიც კარგად ჩანდა…
სამაგიეროდ, ორმოთამაშიანი გუნდები მშვენივრად ერკვევიან ზღაპრებსა და მითოლოგიაში. ერთ შეკითხვაში ადვილად გაიხსენეს, რომ შარლ პეროს ცნობილ ზღაპარში გოგრა ეტლად იქცევა, თაგვი კი — ცხენად. ასე მიხვდნენ, რომ დავალებაში "კონკია" იყო დაშიფრული.
მათ ასევე სულ არ ერთულათ, გამოეცნოთ გერმანულ-სკანდინავიური მითოლოგიის ცნობილი გმირი, თორი. პრინციპში, ეს რთული არც იყო, რადგან მინიშნებებში კრის ჰემსვორტის, ჭექა-ქუხილისა და ჩაქუჩის ფოტოები იყო გამოტანილი.
და შენ თუ იცი, რომელ ქანდაკებას უჭირავს ხელში ნივთი, რომელზეც "4 ივლისი" წერია? რა თქმა უნდა, ამ სკულპტურას აშშ-ში უნდა ვეძიოთ და სხვა რა იქნება, თუ არა თავისუფლების ქანდაკება?! ეს მშვენივრად სცოდნიათ ორმოთამაშიან გუნდებსაც, რადგან შეკითხვას უმეტესობამ სწორად უპასუხა.
კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც ამ გუნდებს ემარტივათ, ასევე ერთგვარი რებუსი იყო: მინიშნებებად თავმოტეხილი ქანდაკება და ცხენზე ამხედრებული კაცი იყო გამოსახული. "უთავო მხედრის" ამ უცნაური შიფრით უნდა გამოეცნოთ მოთამაშეებს ცნობილი მწერალი მაინ რიდი, მაგრამ მისიას დიდმა ნაწილმა თავი წარმატებით გაართვა.
სამ-მოთამაშიანმა გუნდებმა ხელოვნურ ინტელექტს ვერ გაუგეს
"ისტორიული დრამა, რომელშიც ყოფილი გენერალი ხდება მონა და იბრძვის სახელისა და ავტორიტეტის მოსახვეჭად, რათა ბოროტი იმპერატორის წინააღმდეგ შური იძიოს თავისი ოჯახის გამო", — შენი აზრით, რომელ ფილმზეა საუბარია? ასე აღწერა ხელოვნურმა ინტელექტმა რიდლი სკოტის საკულტო კინოსურათი "გლადიატორი". თუმცა, ბევრი სამ-მოთამაშიანი გუნდისთვის, როგორც ჩანს, მინიშნება საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ შეკითხვაზე სწორად ეპასუხათ.
მათ ასევე გაუჭირდათ ორი რებუსის ამოხსნა: ერთგან "ბუს" და "ხარის" ფოტოთი უნდა გამოეცნოთ ინტერიერის ელემენტი. საუბარი, რა თქმა უნდა, ბუხარზე იყო. მეორეგან კი დავით აღმაშენებლის ფრესკის გვერდით ჩინური სიმბოლო "იანი" იყო მოთავსებული. ასე უნდა მიმხვდარიყვნენ სამ-წევრიანი გუნდები მე-18 საუკუნის ქართულ ნაწარმოებს — "დავითიანი".
რთული აღმოჩნდა დავალება, რომელშიც მოთამაშეებს ტელეფონის გამომგონებელი უნდა გამოეცნოთ. შეიძლება ალექსანდერ გრეიამ ბელის სახელი არ გსმენოდეს, მაგრამ შეკითხვას დამატებით მინიშნებად დათვის საყვარელი ბელის ფოტოც ჰქონდა დართული.
რაც შეეხება მარტივ შეკითხვებს: სამ-მოთამაშიანმა გუნდებმა ადვილად გამოიცნეს, რა არის "ზეპირი გზით შემონახული მონათხრობი, რომლის სიუჟეტი ზღაპრულ, ფანტასტიკურ ამბავზეა აგებული". მეტი სიცხადისთვის, მინიშნებებად 2015 წლის ფილმ "ლეგენდის" კადრი და ჯონ ლეჯენდის ფოტო იყო მოცემული. პასუხი კი, შენც მიხვდები, სწორედ ლეგენდა იყო.
სამ-მოთამაშიანმა გუნდებმა კიდევ ორ, არცთუ ადვილ შეკითხვას უპასუხეს სწორად: ერთში გამოიცნეს, რომ ფოტოზე მოცემული მოწყობილობა ცხოველებს წინასაახალწლოდ ფეიერვერკის ხმისგან იცავდა. მეორეში კი ერთადერთი სურათით მიხვდნენ შეკითხვაში დაშიფრულ ცნობილ თამაშს "პეკმენი".
ასე მიიწურა თამაშის მეცხრე კვირა. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუკი თამაშში ჯერ ისევ არ ჩართულხარ, ამისთვის ძალიან, ძალიან ცოტა დრო გრჩება. რადგან ფინალში მოსახვედრად, სულ ცოტა, ორი კვირის დავალებების სრულყოფილად შესრულებაა საჭირო, თამაშში, ყველაზე გვიან, 24 დეკემბერს შეგიძლია ჩაერთო. თუმცა, გაითვალისწინე, რომ ეს დიდ რისკს უკავშირდება, ასე რომ, ბოლო დღემდე ნუ გადადებ ამ საქმეს.
თუ თამაშის წესებსა და პრიზებზე მეტის გაგება გინდა, ამ ბმულს ეწვიე, ხოლო თუ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხი გაინტერესებს, ეს ბლოგი წაიკითხე აუცილებლად.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები