რა უნდა ვიცოდეთ სანამ ევაკუატორს გამოვიძახებთ?
ავტოდახმარება გზებზე ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეთ. მნიშვნელობა არ აქვს ავარია შეგემთხვათ, თუ უბრალოდ მანქანა გაგიფუჭდათ. ფაქტი ერთია — დასახმარებლად ყოველთვის ახლობლებს ვერ მიმართავთ, ამიტომ ასეთ დროს ევაკუატორის გამოძახება ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.
ევაკუატორის საშუალებით გაუმართავ მანქანას ავტოფარეხში, სერვისცენტრში, ან ავტოსადგომზე მარტივად გადაიყვანთ. მომსახურება დაგჭირდებათ თუ:
- ავარიის შემდეგ შეუძლებელია მანქანის მართვა;
- საგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი თხრილში ჩავარდა;
- საბურავმა დაიშვა;
- ავტომობილი თოვლში ჩარჩა;
- ვერ ახერხებთ საპარკინგე ადგილიდან მანქანის გამოყვანას;
- მძღოლი იმყოფება ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ;
- დაზიანებული მანქანის გადაადგილება ხელს უშლის გზის სხვა მონაწილეთა თავისუფალ მოძრაობას;
ევაკუატორი სპეცდანიშნულების სატვირთო მანქანაა, რომელსაც ნებისმიერი ტიპის ავტომობილის გადაყვანა შეუძლია (ჯიპი, სედანი, სატვირთო და სხვა). გადასაზიდი ტრანსპორტის მიხედვით იცვლება საჭირო ევაკუატორის ტიპი. რაც შეეხება ევაკუირების ღირებულებას, ის დამოკიდებულია სატრანსპორტო საშუალების ტიპზე, მანძილსა და აღჭურვილობაზე. აქედან გამომდინარე, უმჯობესია კარგად გაეცნოთ ბუქსირების სახეობებს, რათა ზუსტად გათვალოთ რომელი ტიპის ევაკუატორის გამოძახება გამოგადგებათ კონკრეტულ სიტუაციაში.
რა ტიპის ევაკუატორები არსებობს?
სხვადასხვა მოწყობილობის ტრანსპორტირებისთვის საბუქსირე სატვირთოების ფართო არჩევანი გამოიყენება. ევაკუატორის რამდენიმე ტიპი არსებობს:
- საბუქსირე მანქანა ჯალამბრით;
- ევაკუატორი ნაწილობრივი დატვირთვით;
- პანდუსით აღჭურვილი ევაკუატორი ავტომობილების ჩასატვირთად;
- საბუქსირე მანქანა ამწე მანიპულატორით;
ევაკუატორზე გადასაზიდი ტრანსპორტი შეიძლება განთავსდეს მთლიანად ან ნაწილობრივ.
ნაწილობრივი დატვირთვის მეთოდი გულისხმობს მანქანის წინა ან უკანა ღერძის აწევას პლატფორმაზე.
ობობა ევაკუატორი ჯალამბარით აღჭურვილი საბუქსირე მანქანაა. მისი გამოძახება დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში, როცა თქვენი ავტომობილის ბორბლები ბლოკირებულია, ან ავარიის შედეგად ტრანსპორტი თხრილში ჩავარდა.
დატვირთვის პროცესში ევაკუატორი ჯალამბარით იყენებს ამოსაწევ პანდუსებს. მათი რეგულირება შესაძლებელია მანქანის ბორბლების სიგანეზე. ამ ტიპის ბუქსირება მიზანშეწონილია მიწის დაბალი დისტანციით ავტომობილის ჩატვირთვისთვის. ჯალამბარი შესაძლოა იყოს ელექტრო, მექანიკური ან ჰიდრავლიკური. ელექტრო ჯალამბარი მაშინაც მუშაობს, თუ ბუქსირებისას ძრავა არ იქოქება. ამასთან, მექანიკურ ჯალამბარს უფრო მეტი წევის ძალა აქვს. ხოლო დიდი მანქანების ჩატვირთვისთვის კი ჰიდრავლიკური ჯალამბარები გამოიყენება.
რაც შეეხება ამწეთი აღჭურვილ ევაკუატორს, მასში გაერთიანებულია ამწე და სატვირთო მანქანის პლატფორმა. მას იყენებენ როგორც გაფუჭებული მანქანის გადასაყვანად, ასევე საავტომობილო ბიზნესში ახალი ავტომობილების ტრანსპორტირებისთვის.
რომელი ევაკუატორი უნდა გამოვიძახოთ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს?
საქართველოში დაფიქსირებული ავტოსაგზაო შემთხვევების სიმრავლე ადასტურებს, რომ მანქანების გადაყვანა ერთ-ერთი აუცილებელი სერვისია. ავარიის დროს თხრილში გადავარდნილი მანქანის ამოსაყვანად ამწე ევაკუატორი გამოიყენება. მომსახურება მოიცავს ორმოში/თხრილში ჩავარდნილი ტექნიკის აწევას, გადამზიდის კორპუსზე მოთავსებას და სარემონტოდ გადაყვანას. ამ ტიპის საბუქსირე მანქანას შეუძლია გადაიტანოს დაზიანებული ავტომობილი დაბრკოლებაზე ან ამოიყვანოს ის ვიწრო სივრციდან.
რა ვქნა თუ მანქანა არ იქოქება?
აკუმულატორის დატენა, ე.წ. მანქანის პერემიჩკა, ნებისმიერ მძღოლს ერთხელ მაინც დასჭირვებია. თუ დამტენი თან გაქვთ შეიძლება ძრავის ამუშავება დამოუკიდებლად სცადოთ. თუმცა ამ დროს არასწორმა მიდგომამ შესაძლოა ძრავა დააზიანოს, ამიტომ გარისკვად არ ღირს. ევაკუატორი უნდა გამოიძახოთ იმ შემთხვევაში, თუ მანქანას ვერ ძრავთ, ახლო დისტანციაზე კი სახელოსნო არ არის.
ევაკუატორი ნასვამი მძღოლებისთვის
თუ ზეიმიდან შორ მანძილზე მგზავრობა გიწევთ და თავს ცუდად გრძნობთ საჭესთან დაჯდომა ძალიან სარისკო გადაწყვეტილებაა. ხშირად ნასვამ მძღოლებს მანქანის დატოვება ავტოსადგომზე არ სურთ, შესაბამისად, გზებზე უამრავ საფრთხეს ქმნიან.
პროფესიონალი გადამზიდები როგორც ფიზიკური, ასევე კორპორატიული კლიენტებისთვის მუშაობენ. ევაკუატორის მომსახურება ქორწილებიდან, წვეულებებიდან სტუმრების უსაფრთხოდ გადასაყვანადაა საჭირო.
რომელი ევაკუატორი უნდა დაიქირაოს ავტო დილერმა?
ფოთის და ბათუმის პორტიდან მანქანის გამოყვანა ავტოდილერებისთვის ყოველდღიური რუტინაა. აუქციონებზე ავტომობილის შეძენა შედარებით მომგებიანია, ამიტომ უმრავლესობა ამ მეთოდით აქტიურად სარგებლობს. ევაკუატორით, მოკლე დროში, ავტომობილთან ერთად სათადარიგო ნაწილებსაც გადაიტანთ.
ავტოდილერები ერთსაფეხურიან და ორსართულიან გადამზიდებს იყენებენ, რაც დიდი რაოდენობის ტვირთის ერთიანად გადატანის საშუალებას იძლევა. მას აქვს საყრდენი ჩარჩო, რის გამოც ბუქსირება მეტად სტაბილურია. ასევე ის იცავს ქვედა იარუსზე განლაგებულ ავტომობილებს დაზიანებისგან.
რომელი ევაკუატორით გადააქვთ სპეცტექნიკა?
სპეცტექნიკის ევაკუატორი გამოიყენება მძიმე სამშენებლო და სამეურნეო ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის. თუ სპეციალური აღჭურვილობის მანქანა მწყობრიდან გამოვიდა და რემონტს საჭიროებს ევაკუატორი უნდა გამოიძახოთ. ის გამოიყენება ისეთი მძიმე ტექნიკის გადასაზიდად, როგორიცაა:
- ტრაქტორი;
- მინი ექსკავატორი;
- მინი მტვირთავი;
- კომპრესორები;
- ბეტონის ტუმბოები;
- ლილვაკები და სხვა;
ევაკუატორით მძიმე ტექნიკის გადაყვანა მოთხოვნადი სერვისია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის. ევაკუატორი მძიმე მანქანებისთვის სწორი მახასიათებლების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ, რათა გადაადგილებისას ძვირადღირებული ტვირთი არ დაზიანდეს.
ევაკუატორი მოტოციკლისა და სკუტერისთვის
გაუმართავი მოტოციკლის ან სკუტერის გადასაყვანად გამოიყენება მოტო ევაკუატორი, რომელიც ამ ტიპის სამუშაოს მარტივად უმკლავდება. მოტო ევაკუატორი დამატებითი საყრდენებით აღჭურვილი სპეცტექნიკაა. შესაკრავები, ვერტიკალური სამაგრები და ბორბლის საკეტები მოტოციკლის უსაფრთხო გადაადგილებას განაპირობებს. თუ სკუტერის საჭე გამართულია, მისი გადაყვანა მარტივია, ჩაკეტილი ბორბლების შემთხვევაში კი სპეციალური მანიპულატორი გამოიყენება.
საბოლოო ჯამში ღირს თუ არა ევაკუატორის გამოძახება?
ყველაზე გამოცდილი მძღოლიც კი შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომელსაც მარტო ვერ გაუმკლავდება. მთავარია ასეთ მომენტში შეინარჩუნოთ სიმშვიდე, სწორად შეაფასოთ არსებული ვითარება და შესაფერისი გადამზიდი გამოიძახოთ.
გაზრდილი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო გაუმართაობაზე თვალის დახუჭვა არ ღირს. უმჯობესია თქვენი ან სხვა მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნათ და ევაკუატორი შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოიძახოთ.
-
ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი
გადახედვა
-
ევროსკოპი: NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს ევროსკოპი: NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
OIPA ხელისუფლებას მოუწოდებს, სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოშიილში OIPA ხელისუფლებას მოუწოდებს, სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოშიილში
გადახედვა
-
ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
იდეიდან დასრულებამდე — როგორ მართავს CQM სამშენებლო პროცესებს იდეიდან დასრულებამდე — როგორ მართავს CQM სამშენებლო პროცესებს
-
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სუს-ის გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სუს-ის გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
გადახედვა
-
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა "გახარია საქართველოსთვის": სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა
გადახედვა
-
ანტისემიტური განცხადებების გამო, პოლონეთში კანიე ვესტის კონცერტი გაუქმდა ანტისემიტური განცხადებების გამო, პოლონეთში კანიე ვესტის კონცერტი გაუქმდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: 14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადასცდა! ეს "ოცნება" ოცნებისტების აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა! სალომე ზურაბიშვილი: 14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადასცდა! ეს "ოცნება" ოცნებისტების აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა!
გადახედვა
-
საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონი და უზრუნველყოს პოლიციის ანგარიშვალდებულება — მაიკლ ო'ფლაერტის ანგარიში საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონი და უზრუნველყოს პოლიციის ანგარიშვალდებულება — მაიკლ ო'ფლაერტის ანგარიში
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის შეუძლებელია თქმა მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის შეუძლებელია თქმა
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის? ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის?
- ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან
-
ომბუდსმენი: მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ომბუდსმენი: მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
გადახედვა
-
ეკა ბესელია: მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ! დღეს ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარია! ეკა ბესელია: მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ! დღეს ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარია!
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს
გადახედვა
-
ბერ ნიკოლოზს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ ბერ ნიკოლოზს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
გადახედვა
-
პოლ მაკარტნის ახალ ალბომში რინგო სტართან ერთად ჩაწერილი სიმღერა შევა პოლ მაკარტნის ახალ ალბომში რინგო სტართან ერთად ჩაწერილი სიმღერა შევა
გადახედვა
-
გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი
კომენტარები