თეგეტა X ბაბალე — საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის შედეგად „გიგოს ფონდისთვის“ 20 ათას ლარზე მეტი შეგროვდა
ფოტო: თეგეტა
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, თეგეტა ჰოლდინგმა და მისმა სატვირთო ავტომობილებისა და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებამ, სოციალურ საწარმო ბაბალესთან ერთად, გიგოს ფონდის საქველმოქმედო ღონისძიებას უმასპინძლეს. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მიზანი იყო დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების, მოზარდებისა და მათი მშობლების მხარდაჭერა ფონდისთვის, ფინანსური რესურსების მობილიზებით.
საქველმოქმედო ღონისძიება ოფიციალურად თეგეტასა და ბაბალეს წარმომადგენლებმა გახსნეს. გაიმართა პრეზენტაცია გიგოს ფონდი — ზრუნვის 5 წელი, რომლითაც ორგანიზაციის საქმიანობა შეჯამდა და აუდიტორია იმ მოზარდების ისტორიებს გაეცნო, რომელთა ცხოვრებაც ფონდმა შეცვალა.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის კულმინაცია იყო აუქციონი, სადაც პროფესიონალი ხელოვანებისა და „ბაბალეს“ მხატვრების მიერ ერთობლივად შექმნილი 16 ნახატი გაიყიდა. ფერწერული ნამუშევრების შექმნაში ჩართულები იყვნენ: რუსუდან ფეტვიაშვილი, ნინო ჩაკვეტაძე, ქეთი მატაბელი, ზურა გომელაური, გია გუგუშვილი, მამუკა ცეცხლაძე, მაია აბაშიძე, ლია შველიძე, ნატო სირბილაძე, კოტე სულაბერიძე, ნინო ჭილაშვილი, ნიკა მაჩაიძე და სხვები.
ფოტო: თეგეტა
მხოლოდ ნახეტების გაყიდვით გიგოს ფონდისთვის 15 ათასი ლარი შეგროვდა.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო განსაკუთრებული ვეფხისტყაოსანი და წიგნის ვიზუალებით შექმნილი ნამუშევრები, ბაბალეს ნივთები. ღონისძიებაზე შემოსული თანხები სრულად გადაირიცხა გიგოს ფონდში და მოხმარდება დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების საჭიროებებს.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საზოგადოებაზე ზრუნვაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ და ორგანიზება გავუწიოთ ისეთი სივრცის შექმნას, სადაც ადამიანები უკეთესი ინკლუზიური გარემოსთვის გაერთიანებას შეძლებენ. დღევანდელი დღე იყო შესაძლებლობა, ჩვენი ზრუნვის პლატფორმის tegeta.care-ის იდეა გაგვეცოცხლებინა ფიზიკურ სივრცეში. მიზნად დავისახეთ, გაგვეერთიანებინა რესურსები იმ ბავშვებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. გვიხარია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს წამოწყებაში ჩვენი მეგობრები, თანამშრომლები თუ პარტნიორები ჩაერთნენ და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობით სასიკეთო ცვლილებების თანამონაწილეები გახდნენ“.
ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ „თეგეტას“ პარტნიორები, კორპორაციული მომხმარებლები, საერთაშორისო პარტნიორები, „ბაბალეს“ მეგობარი კომპანიები და ფონდები.
ფოტო: თეგეტა
ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „თეგეტას“ სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებასა და „ბაბალეს“ უკვე ერთწლიანი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებთ. გასულ წელს გავერთიანდით და გადავწყვიტეთ, ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის განსაკუთრებული საჩუქარი გაგვეგზავნა. სწორედ ასე გაჩნდა უნიკალური „ვეფხისტყაოსნის“ შექმნის იდეა. განსაკუთრებული „ვეფხისტყაოსნის“ პროექტი სწორედ საზოგადოებაზე ზრუნვის მოტივით განხორციელდა. დღეს „თეგეტა“ და „ბაბალე“ კიდევ ერთხელ გავერთიანდით, რათა გადაგვედგა ნაბიჯი დაუნის სინდრომთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებისა და ინკლუზიური გარემოს შექმნისკენ. თითოეულ თქვენგანს გაქვთ საშუალება, თქვენი პატარა წვლილი შეიტანოთ ამ სასიკეთო საქმეში.“
ფოტო: თეგეტა
„თეგეტა ჰოლდინგის“, მისი სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების და „ბაბალეს“ თანამშრომლობით გასულ წელს შეიქმნა „ვეფხისტყაოსნის“ სრულიად განსხვავებული გამოცემა. წიგნი „ბაბალეს“ ახალგაზრდა მხატვრებმა დაასურათეს. სწორედ ეს გამოარჩევს მას „ვეფხისტყაოსნის“ ჩვენამდე მოღწეული ასეულობით ხელნაწერი თუ ბეჭდური ვერსიისგან.
„ბაბალე“ სოციალური საწარმოა, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე სხვადასხვა ასაკის პირები არიან დასაქმებული. „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები მათი ხედვითა და ფანტაზიით შეიქმნა. პროექტი „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მთავარი მიზნის – საზოგადოებაზე ზრუნვის მოტივით განხორციელდა; გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი დაუნის სინდრომთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და ინკლუზიური გარემოს შექმნისკენ.
ლია ტაბატაძე, სოციალური საწარმო „ბაბალეს“ დამფუძნებელი: საქველმოქმედო აუქციონისთვის ნახატები ქართველ მხატვრებთან ერთად დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებმა და ახალგაზრდებმა შექმნეს. ეს ჯადოსნური ტილოები ერთმანეთით შთაგონებულებმა დახატეს, რამაც ორივე მხარეს სიხარული, თავდაჯერება და ახალი გამოცდილება მოუტანა.
„თეგეტა“ ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, როგორ უნდა მუშაობდეს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია. მათთან თანამშრომლობით „ბაბალემ“ არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორისაა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაც. მნიშვნელოვანია მსგავსი მაგალითების და პრეცედენტების არსებობა, კერძო სექტორის გააქტიურება სოციალური მიმართულების სფეროში, რათა ერთად ვიზრუნოთ იმ სოციუმზე რომელ გარემოშიც ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ. “
ფოტო: თეგეტა
საქველმოქმედო ღონისძიებაზე მოზარდები არაერთი აქტივობაში ჩაერთნენ. მათ შორის კერამიკისა და ფანერის ვორქშოპში,მონაწილეობა მიიღეს ზალიკოს ხატვის მასტერკლასებში, დეკუპაჟისა და ფაზლების ვორქშოპსა და გამოჭრა/გაფერადების მასტერკლასებში. ღონისძიებაზე მოსული მოზარდებისთვის ზღაპრების კუთხეც მოეწყო.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
კომენტარები