ლევან ხაბეიშვილი

6 Dec. 2023, 11:34

გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით ამერიკის ყოფილ ვიცე პრეზიდენტს მაიკ პენსს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრის დროს გავუზიარეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის პრობლემები, რომელიც უკავშირდება რუსულ რეჟიმს, ოლიგარქიულ მმართველობას და ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთობა არის უმნიშვნელოვანესი, გვჭირდება ძალიან ბევრი პარტნიორი.

ამერიკის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის გარდა, ვაშინგტონში შევხვდით სენატორ კრამერს და უმნიშვნელოვანესია საქართველოს მოქალაქეს ესმოდეს, რომ აბსოლუტურად სრული მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ყველანი ერთად — ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები გავიმარჯვებთ საქართველოს საკეთილდღეოდ.

ჩვენ ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, გავაკეთებთ, ვიშრომებთ, ვიბრძოლებთ, ხელებს ჩავკიდებთ ერთმანეთს, ძალიან ბევრ პარტნიორს შევიძენთ და საბოლოო ჯამში დავამარცხებთ რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს.

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში აშშ-ის ყოფილ ვიცე პრეზიდენტს მაიკ პენსს და სენატორ კევინ კრამერს შეხვდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვის ანაცვლებს?
  2. მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
  3. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  4. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  5. ალბი კორძაია ლუკა ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა

ქართული ოცნებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა…