როგორ უმარტივებს ბალანსი Vendoo-ს ბიზნეს ოპერაციებს
ფოტო: ვენდ
თუ ბიზნესს მართავ, ალბათ შენთვის ნაცნობია, რამდენ დროსა და ენერგიას მოითხოვს ვებსაიტის გამართვა. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდასთან ერთად ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად ჯერ კიდევ ონლაინ ვაჭრობა რჩება.
ელექტრონული კომერციის განვითარებას ხელი შეუწყო კოვიდ პანდემიამაც.
პანდემიის პირობებში მომხმარებელთა ქცევა მკვეთრად შეიცვალა, რამაც კომპანიებს უბიძგა, ადაპტირებულიყვნენ ციფრულ სამყაროსთან და უფრო აქტიურად გამოჩენილიყვნენ სოციალურ ქსელებში. შედეგად, კომპანიებმა გადაწყვიტეს, თავიანთი სავაჭრო საქმიანობა ონლაინ სივრცეში გადმოეტანათ და უფრო მეტი ყურადღება დაეთმოთ ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის.
თუმცა ეს ცვლილება მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, რადგან ციფრული კომერციის პლატფორმების შექმნა, გამართვა და შენარჩუნება მნიშვნელოვან ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს მოითხოვდა. პრობლემას ქმნიდა ისიც, რომ სააღრიცხვო სისტემები აღნიშნულ პლატფორმებთან არ იყო დასინქრონებული. შედეგად კი ვიღებდით იმას, რომ კომპანიების წარმომადგენლები უდიდეს ძალისხმევას დებდნენ ვებგვერდზე პროდუქციის ინფორმაციის ატვირთვაში და დამატებით, პერიოდულად სჭირდებოდათ, ხელით დაეკორექტირებინათ ფასები, ნაშთები თუ სხვა ინფორმაცია.
ამან გამოიწვია ბევრი შეუსაბამობა და პროცესში ჩნდებოდა ისეთი პრობლემები, როგორიცაა ნულოვანი ნაშთების რეალიზაცია, პროდუქციის ძველი ფასით რეალიზაცია და ა.შ. ასეთი ტიპის შეცდომები, თავისთავად მომხმარებლების უკმაყოფილებას იწვევს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს მნიშვნელოვან რისკებს უქმნის.
რას გვთავაზობს ბალანსი ამ პრობლემების მოსაგვარებლად?
ამ პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ბალანსის გუნდმა მიზნად დაისახა, მაქსიმალურად გაემარტივებინათ საქმიანობის პროცესი იმ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც ბიზნეს პროცესებს პროგრამა ბალანსში აღრიცხავდნენ და ამავდროულად, იყენებდნენ სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმებს ონლაინ ვაჭრობისთვის.
ბალანსის გუნდმა გადაწყვიტა, შეექმნა სისტემა, რომელიც სააღრიცხვო პროგრამიდან მარტივი ოპერაციის შედეგად პირდაპირ ელექტრონული პლატფორმების ბექში ინფორმაციას მარაგების, ნაშთების, პროდუქტების დასახელებისა თუ ფასების შესახებ ავტომატურად გადაცვლიდა.
შედეგად, Usaid–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ბალანსის პროგრამის ინტეგრირება Vendoo-სთან განხორციელდა.
ბალანსის და Vendoo-ს ინტეგრაციის უპირატესობებია...
აღნიშნული ინტეგრაცია ხელს უწყობს ინფორმაციის უწყვეტ და ავტომატიზებულ გაცვლას ორ პლატფორმას შორის, რაც მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს უამრავ ისეთ სარგებელს, როგორებიცაა:
- რეალურ დროში მიიღო ინფორმაცია პროდუქტის დასახელებაზე, ნაშთებსა თუ პროდუქციის ფასზე;
- დაზოგო ადამიანური რესურსი: თუკი მანამდე გჭირდებოდა კადრის გამოყოფა საიტზე ინფორმაციის ასატვირთად, ახლა ავტომატურად მოხდება ისეთი ინფორმაციის შეყვანა, როგორიცაა პროდუქტის დასახელება, კოდი, რაოდენობა...
- თავიდან აირიდო მექანიკურად დაშვებული შეცდომების რისკი: პროდუქციის შესახებ ინფორმაციის საიტზე ატვირთვა ავტომატურად მოხდება
- ბალანსში დაკორექტირებული პროდუქციის ფასი, ავტომატურად ასახო ონლაინ მაღაზიაშიც
- ასევე, გამიჯნო გაცვლის პარამეტრები სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებისთვის - აირჩევ რომელი პროდუქციის ინფორმაცია აისახოს შერჩეულ ონლაინ მაღაზიაში.
ამ ინტეგრაციის გააქტიურება საოცრად მარტივია. ბიზნესებს, რომლებიც იყენებენ ბალანსის პროგრამას და ამასთან, Vendoo-ს პლატფორმას ონლაინ ვაჭრობისთვის, მხოლოდ რამდენიმე კლიკით შეუძლიათ, პლატფორმებს შორის ინფორმაციის ავტომატური მიმოცვლა გაიაქტიურონ.
ამ ბმულზე შეძლებ, თავად გატესტო დემო და თავად გამოცადო ინტეგრაციის შესაძლებლობები.
კითხვების შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, ბალანსის გუნდი მზად არის, ნებისმიერ დროს დაგეხმაროს!
როგორც ბალანსში ამბობენ, აღნიშნული ინტეგრაცია მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან ის მცირე და საშუალო ბიზნესს ოპერაციების გამარტივებასა და შეუფერხებლად მუშაობაში ეხმარება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები