ვივა დეველოპმენტი ახალ პროექტს — დევიდსვილს ახორციელებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, ვივა დეველოპმენტი ახალ სამშენებლო პროექტს — დევიდსვილს, აღმაშენებლის ხეივანზე ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 8,4 მილიონი აშშ დოლარია, რომელიც სრულად საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსდა.
ახალი კომფორტ კლასის თანამედროვე კომპლექსი დევიდსვილი 5 615 კვადრატულ მეტრზე აშენდება და ის სამ საცხოვრებელ ბლოკს — ორ 11 სართულიან და ერთ 7 სართულიან კორპუსს, ჯამში 280 ბინას აერთიანებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ერთ სივრცეში გაერთიანდება საცხოვრებელი, რეკრეაციული, საბავშვო და კომერციული სივრცეები. კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა გამწვანებული მოსასვენებელი სივრცე, საბავშო, გასართობი მოედანი და საპარკინგე ზონა. სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება.
"ვივა დეველოპმენტი ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს. კომპანიის წარმატების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ხარისხიან მასალებთან და ინოვაციურ ტექნოლოგიებთან ერთად ჩვენი გუნდია, რომელიც პროდუქტის შექმნის სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად არის ჩართული. ხარისხიანი სამშენებლო მასალების შერჩევის პროცესს, მშენებლობის მიმდინარეობას და ინფრასტრუქტურის შექმნას ევროპული სტანდარტების შესაბამისად დარგის ექსპერტები რეგულარულად აკონტროლებენ, რაც პროექტების განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობასა და დასრულებას განაპირობებს. ამ ეტაპისთვის, ვივა დეველოპმენტს სამი მიმდინარე და 3 დასრულებული პროექტი აქვს თბილისსა და ზუგდიდში, რომლებიც ჯამში 1700 საცხოვრებელ ბინას აერთიანებს. დევიდსვილი, ისევე როგორც ვივა დვეელოპმენტის მიერ განხორციელებული სხვა საცხოვრებელი კომპლექსები, მინიმალისტური, დახვეწილი ექსტერიერითა და ბინების ოპტიმალური გეგმარებებით გამოირჩევა, რაც მაქსიმალურად მორგებულია მომავალ მობინადრეებზე და ორიენტირებულია მათ კომფორტზე. ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს განაპირობებს მომხმარებლის არჩევანს ჩვენს კომპანიაზე", — განაცხადა ვივა დეველოპმენტის დამფუძნებელმა, დავით ჭაჭიაშვილმა.
"საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა ერთ - ერთი პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ჩვენს პორტფელში. ვივა დეველოპმენთან წლებია ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ წარმატებით არაერთი სამშენებლო პროექტი განახორციელა, როგორც თბილისში, ასევე ზუგდიდში, რაც რეგიონის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი პროექტი დევიდსვილი კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია, რომელსაც ვივა დეველოპმენტი ახორციელებს და მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის სამომავლო განვითარებას და გაძლიერებას. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერასა და გაძლიერებას", — განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები