5 მიზეზი, თუ რატომ არის მეორადი ავეჯი უკეთესი არჩევანი
ფოტო: Collector Tbilisi
მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც, სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ მეორადი ავეჯი უკეთესი არჩევანია. თუ რამდენიმე ათეული წლის წინ მეორადი ნივთის შეძენა სათაკილოდ ითვლებოდა, დღეს პირიქითაა — მეორადი ავეჯი მაღალ ხარისხთან, ორიგინალურ დიზაინთან და სოციალურად პასუხისმგებლობიან არჩევანთან ასოცირდება. მეორადი ავეჯით სახლის მოწყობა ერთგვარ ტრენდად იქცა; ინტერიერის დიზაინერები ხშირად ცდილობენ, სწორედ მეორადი ნივთებით შექმნან დახვეწილი და გამორჩეული გარემო.
თუ სახლის ავეჯით მოწყობას გეგმავთ, ან უბრალოდ ავეჯისა და დეკორატიული ნივთების შეძენა თქვენი ერთ-ერთი გატაცებაა, მაშინ ქვემოთ ჩამოთვლილი 5 მიზეზი განსაკუთრებით საინტერესო იქნება:
1. მეორადი ავეჯი უფრო ხარისხიანია
ფოტო: Collector Tbilisi
თანამედროვე ავეჯი უმეტესად მასობრივად იწარმოება, მზადდება დაბალი ხარისხის მასალით, რომელიც დასამუშავებლად მოქნილია, თუმცა გამძლეობით არ გამოირჩევა, ხოლო დაზიანების შემთხვევაში შეკეთებას არ ექვემდებარება. მასიური ხისგან — მუხის, კაკლისა თუ წაბლისგან დამზადებული ავეჯი იშვიათობადაა ქცეული. თუმცა, ვინც არჩევანს მეორად ავეჯზე აკეთებს ეცოდინება, რომ მეორადი ავეჯის მაღაზიებში სწორედ ასეთი — მასიური ხისგან დამზადებული ავეჯი — იყიდება. ესაა ნივთები, რომელთაც დროს გაუძლეს.
2. მეორადი ავეჯი უფრო ხელმისაწვდომია
ფოტო: Collector Tbilisi
ვისაც სახლის რემონტი გაუკეთებია და ხის იატაკის ან ხის ფანჯრების ფასი მოუკითხავს, ეცოდინება, რომ ხის მასალა ნამდვილი ფუფუნებაა. ასეა ავეჯის შემთხვევაშიც - ბუნებრივი ხისგან, მით უფრო მასიური ხისგან დამზადებული ავეჯი გაცილებით ძვირია, ვიდრე ე.წ. დსპ/მდფ-ით წარმოებული ავეჯი. მაგრამ თუ არჩევანს მეორად ავეჯზე აკეთებთ, შესაძლოა, ძვირფასი ხის, თუნდაც მუხის ან კაკლის მასალით წარმოებულ ნივთს გაცილებით ნაკლები ფასი ჰქონდეს, ვიდრე იმავე ზომის დსპ/მდფ-ით დამზადებულ ავეჯს.
3. მეორადი ავეჯის შეძენა საინტერესო გამოცდილებაა
ფოტო: Collector Tbilisi
ჩვეულებრივი შოპინგისგან განსხვავებით, მეორადი ავეჯის ყიდვა ერთგვარ ექსპედიციას წააგავს: შესაძლოა, მოულოდნელად ძალიან ძვირფასი ნივთი აღმოაჩინოთ, შესაძლოა, დიდხანს მოგიწიოთ სასურველი ნივთის ძებნა, იქნებ, რესტავრატორის ან დურგლის დახმარებაც დაგჭირდეთ, მაგრამ არაფერი სჯობს იმ გრძნობას როცა იცით, რომ თქვენი შენაძენი ნამდვილი აღმოჩენაა.
ვისაც ძველი ავეჯით გადატვირთულ საწყობებში სიარული დიდად არ ეხალისება, არც იმის დრო აქვს, თავად მოიძიოს რესტავრატორი და შელახული ნივთი მწყობრში მოიყვანოს, მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა ახალი ონლაინ მაღაზია — კოლექტორი თბილისი, რომელიც მეორადი ავეჯის მოყვარულებს კომფორტულ შოპინგს სთავაზობს. კოლექტორის ონლაინ მაღაზიაში განთავსებული ნივთები, უკვე საგულდაგულოდ შერჩეული და, რაც მთავარია რესტავრირებულია!
4. მეორადი ავეჯი უნიკალურია
ფოტო: Collector Tbilisi
გამორჩეული, ორიგინალური ნივთებით სახლის მოწყობა არც ისე მარტივია. თუმცა,
თუ არჩევანს მეორად ავეჯზე აკეთებთ, შანსი გაქვთ, სახლისთვის სრულიად უნიკალური და დახვეწილი დიზაინის ნივთი აღმოაჩინოთ. ნიმუშისთვის, კოლექტორი თბილისის ონლაინ მაღაზიაში ასეთი ნივთები შეგხვდებათ:
ფოტო: Collector Tbilisi
ფოტო: Collector Tbilisi
ფოტო: Collector Tbilisi
5. მეორადი ავეჯი ეკომეგობრული არჩევანია
ფოტო: Collector Tbilisi
ავეჯის მასობრივი წარმოება დიდ ბუნებრივ რესურსს მოითხოვს, დაბალი ხარისხით წარმოებული ავეჯი სწრაფად ფუჭდება, რესტავრირებას არ ექვემდებარება და რამდენიმე წელიწადში გადასაყრელი ხდება. როდესაც არჩევანს მეორად ავეჯზე ვაკეთებთ, ხელს ვუწყობთ ძვირფასი მასალის ცირკულირებას, ავეჯის მრავალჯერ გამოყენებას, რითაც ნაკლებ ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას.
მეორადი ავეჯის მნიშვნელობაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კოლექტორის:
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
კომენტარები