Technovation Girls SAKARTVELO იწყება
ფოტო: თიბისი
თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტი Technovation Girls SAKARTVELO მეორედ ჩატარდება.
Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 13 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში, ისინი სწავლობენ პროგრამირებასა და ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას, მუშაობენ მათ გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიურ გზებზე და გუნდურად ქმნიან მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპებს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოდან წარდგენილი ფარისა და ცაგერის საჯარო სკოლების გოგოებისგან შემდგარი გუნდი - TSFE Technical Support for Earth, პროექტით: Smart Light, 2023 წელს პირველად გახდა ევროპის რეგიონის გამარჯვებული. ხოლო, საქართველომ დასრულებული პროექტების რაოდენობით, მსოფლიო მასშტაბით მე-10 ადგილი დაიკავა.
"თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, სფეროში გოგონების გაძლიერებას და ტექნოლოგიებზე წვდომის გაზრდას მთელი საქართველოს მასშტაბით" — ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი.
Technovation Girls 2024-ში მონაწილეობა შეუძლიათ გოგოებს ორ ასაკობრივ ჯგუფში: 13-15 წელი და 16-18 წელი, გუნდში შესაძლოა იყოს 1-5 მონაწილე. პროექტში ასევე ვიწვევთ მოხალისე მენტორებს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან. მსურველებმა სარეგისტრაციო მარტივი ფორმა 24 ნოემბრამდე უნდა შეავსოთ.
Technovation Girls - საქართველოს 2024 წლის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული გუნდები გააგრძელებენ მონაწილეობას გლობალურ შეჯიბრში. საუკეთესო 20 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ტექნოლოგიურ ბანაკში, რომელიც ზაფხულში ჩატარდება.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ Total Courage-ის გუნდმა ალტე უნივერსიტეტს უკვე მეორედ მიანდო საქართველოში ამ პროგრამის მასპინძლობა. პარტნიორ ორგანიზაციებთან, მენტორებთან და მოხალისეებთან ერთად კიდევ აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი მოზარდი გოგო ჩაერთოს ამ პროექტში, დაინტერესდეს ტექნოლოგიებით, იმუშაოს ახალ იდეებზე და მომავალში აირჩიოს ტექნოლოგიებთან და ინჟინერიასთან დაკავშირებული კარიერა. გასულ წელს, პროექტის წარმატებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ამ მიმართულებით დაინტერესება დიდია, ამიტომ, კიდევ უფრო დიდი შემართებით ვეცდები, რომ დაინტერესებულ გოგოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მაქსიმალურად გავუზიარო ჩემი და პროფესიონალი პრაქტიკოსების გამოცდილება" — ნანა დიხამინჯია, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი.
Technovation Girls SAKARTVELO 2024 მონაწილეობის მსურველმა სარეგისტრაციო ფორმა 24 ნოემბრამდე უნდა შეავსონ
გოგოების სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/TgyuzYoSvTyDkZy76
მენტორების სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/W9p3s158MZMrcSwf8
Technovation Girls SAKARTVELO ხორციელდება ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ტექდრო“ თანამშრომლობით და თიბისის მხარდამჭერით.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები