ირაკლი ღარიბაშვილი

8 Nov. 2023, 17:10

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო დგას გარდაცვლილი თამაზ გინტურის ოჯახის გვერდით. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით, როგორც საჭირო არის. მაგრამ რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში, ძნელია შეუმსუბუქო ტკივილი ამ ოჯახს და მის ახლობლებს. 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასევე მიუღებელი და ამორალურია იქ ქმედებები, იქ აქციები, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ვიხილეთ ოპოზიციის მხრიდან. მე მახსენდება, ჯერ კიდევ მათი მმართველობის დროს, რამდენიმე ჩვენი მოქალაქის მკვლელობის ფაქტი, ასევე საოკუპაციო ძალების მიერ, მაგრამ რატომღაც, არ მახსენდება მათ მიერ ასეთივე აჟიოტაჟი, რომელიც დღეს ატეხს.

სამწუხაროდ, საუბედუროდ, ბატონი გარდაცვლილი თამაზ გინტური არ ყოფილა პირველი და მანამდეც, წინა ხელისუფლების დროს, 2009, 2010, 2011-12 წლებში, თუ არ ვცდები, ჩვენ გვახსოვს და მედიას ახსოვს კარგად, ძალიან მძიმე ფაქტები, ჩვენი მოქალაქეების გატაცების, უკანონოდ დაკავების, წამების და მოკვლის. რატომღაც, აღარ ახსენდებათ ამ ადამიანებს, რომ მათი მმართველობის დროს მოხდა ეს ყველაფერი და ეს არის მათი მმართველობის შედეგი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ
  2. რა ეღირება ლარი უქმეებზე?
  3. მიხაილ შვიდკოი: სტურუას "ვეფხისტყაოსნის" ნახვის ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ვიზიტის ამას დავამთხვიე
  4. დუმაში აცხადებენ, რომ დროა სერიოზული ომი დაიწყონ უკრაინასთან
  5. მერაბ დვალიშვილი: არც მე მესიამოვნა ეგ ვიდეო, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე ნინა დრამამ ტაში რომ დაუკრა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

1000 წელი ომის გარეშე? — ისტორია ამერიკის უძველესი ცივილიზაციის აღმავლობასა და დაცემაზე

კონტინენტური ამერიკის უძველესი განვითარებული ცივილიზაცია, სავარაუდოდ, ომებისა და ძალადობის გარეშე 1000 წელი არსებობდა.…