"ყველას შეუძლია გმირი იყოს" — რიკ რიორდანი პერსი ჯექსონის სერიალში შავკანიანი მსახიობების მონაწილეობაზე
ფოტო: Disney+
ცნობილი ამერიკელი მწერალი რიკ რიორდანი თავისი ბესტსელერი სერიის, პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები, ეკრანიზაციაში მონაწილე მსახიობების კრიტიკას ეხმაურება. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს შავკანიანი მსახიობი ლეა ჯეფრისი განასახიერებს, მაყურებელთა ნაწილმა ამის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. საქმე ისაა, რომ ჯეფრისის პერსონაჟი, ანაბეთ ჩეისი, წიგნში აღწერილია ქერა, თეთრკანიან გოგოდ. თუმცა, რიორდანი, რომელიც სერიალის პროდიუსერიცაა, თვლის, რომ ანაბეთის როლზე შავკანიანი მსახიობის დამტკიცებით სერიალი უფრო ინკლუზიური გახდა.
"ჩემს შვილს დისლექსიისა და ADHD-ის (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი) გამო სკოლაში სწავლა უჭირდა, მხოლოდ ბერძნული მითოლოგია უყვარდა", — ჰყვება რიორდანი, — "მე კი, თავადაც მასწავლებელმა, ბერძნულ მითოლოგიაზე ბევრი რამ ვიცოდი. ამიტომ, მისთვის ბერძნული მითების მოყოლა დავიწყე და როცა ამბები გამომელია, ახალი გმირი შევქმენი: თანამედროვე მოზარდი პერსი ჯექსონი, რომელსაც, ჩემი შვილის მსგავსად, დისლექსია და ADHD აქვს და იგებს, რომ ეს შეიძლება მის ნახევარღმერთობაზე მიანიშნებდეს.
"20 წლის შემდეგ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ამბავი ახლებურად დამენახა და დავრწმუნებულიყავი, რომ ის ყველა ბავშვამდე მივიდოდა; რომ ყველას შეეძლებოდა, სერიალი ენახა და იქ საკუთარი თავი ამოეცნო. სერიალი ახლა იმდენად ინკლუზიურია, რომ ყველას შეუძლია გმირი იყოს — წიგნიც ხომ, პირველ რიგში, სწორედ ამიტომ დავწერე. ჩემი შვილი სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების გამო თავს გარიყულად გრძნობდა, მე კი ასე ვუთხარი, რომ ეს ნორმალურია, 'კარგად იქნები, განსხვავებულობა ძალას ნიშნავს, შენი ადგილი კი ამ სამყაროშია'".
თავის როლზე ისაუბრა მსახიობმა ლეა ჯეფრისმაც და აღნიშნა, რომ ეს სხვა გოგოებისთვის სამაგალითოც შეიძლება გახდეს.
"სხვანაირ ადამიანს ვასახიერებ, განსხვავებული თმისა და კანის ფერის მქონეს. ამ პერსონაჟის სხვაგვარად წარმოჩენა კი, შესაძლოა, შთამაგონებელი იყოს სხვა გოგოებისთვისაც".
მსახიობს რიორდანიც ეთანხმება, რომელმაც კრიტიკის შემდეგ ბლოგი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ჯეფრისი "მაგალითად იქცევა გოგოების ახალი თაობებისთვის, რომლებიც მასში სასურველ გმირს დაინახავენ".
ლეა ჯეფრისის გარდა, სერიალში მთავარ როლებს უოკერ სკობელი (პერსი) და არიან სიმჰადრი (გროვერი) ასრულებენ. ამასთან, ზევსის როლს ლენს რედიკი ითამაშებს, პოსეიდონს კი ტობი სტივენსი განასახიერებს.
ბერძნულ მითოლოგიაზე დაფუძნებული ფენტეზი საგის მიხედვით სერიალის გადაღება Disney+-მა ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში დააანონსა. ამასთან, შარშანვე გავრცელდა სერიალის პირველი ტრეილერი, რომელსაც ფანების აღფრთოვანებული გამოხმაურება მოჰყვა.
ფოტო: 20th Century Studios
აღსანიშნავია, რომ ეს პერსი ჯექსონისა და ოლიმპოელების პირველი ეკრანიზაცია არ გახლავთ. სერიის პირველი ორი წიგნი წინა ათწლეულში ფილმებადაც გადაიღეს, სადაც მთავარი გმირი ლოგან ლერმანმა განასახიერა. ორივე ფილმმა ჯამურად $425 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.
ხუთი წიგნისგან შემდგარი პერსი ჯექსონის სერიის გამოცემა რიორდანმა 2005 წელს დაიწყო. საგის ბოლო ნაწილი 2009 წელს გამოვიდა, თუმცა, სერია უკვე 600 კვირაზე მეტია, რაც The New York Times-ის ბესტსელერების სიაში პოზიციებს არ თმობს. მსოფლიოში წიგნების 180 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. სერიის ხუთივე ნაწილი თარგმნილია ქართულადაც.
ოლიმპოელების საგის ახალი ეკრანიზაციის პრემიერა Disney+-ის პლატფორმაზე 20 დეკემბერს შედგება.
-
SJC: "თამარ მეარაყიშვილის გამოძევება ცხინვალიდან არა მხოლოდ უფლებების უხეში დარღვევაა, არამედ საგანგაშო გზავნილი იქ მცხოვრები ქართველებისთვის" SJC: "თამარ მეარაყიშვილის გამოძევება ცხინვალიდან არა მხოლოდ უფლებების უხეში დარღვევაა, არამედ საგანგაშო გზავნილი იქ მცხოვრები ქართველებისთვის"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის მატება კარტელური გარიგებების საფუძველზე ხდება ირაკლი კობახიძის თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის მატება კარტელური გარიგებების საფუძველზე ხდება
გადახედვა
-
როგორ ავირიდოთ შეცდომები მშენებლობაში – ინჟინერი გიორგი ხუხუნაიშვილის პრაქტიკული რჩევები როგორ ავირიდოთ შეცდომები მშენებლობაში – ინჟინერი გიორგი ხუხუნაიშვილის პრაქტიკული რჩევები
-
Global Finance: მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოს ბანკი საუკეთესოა საქართველოში Global Finance: მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოს ბანკი საუკეთესოა საქართველოში
-
მიხეილ ყაველაშვილი, თიკა რუხაძესთან ერთად, რუსთაველის თეატრში სპექტაკლს “მიჯაჭვული პრომეთე” დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი, თიკა რუხაძესთან ერთად, რუსთაველის თეატრში სპექტაკლს “მიჯაჭვული პრომეთე” დაესწრო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება — რა უნდა იცოდე YouTube რეალითი შოუს შესახებ? საქართველოს ბანკის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება — რა უნდა იცოდე YouTube რეალითი შოუს შესახებ?
-
გივი თარგამაძე: გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული იყოს გივი თარგამაძე: გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული იყოს
გადახედვა
-
7-თვიანი პატიმრობის შემდეგ გივი თარგამაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულება დატოვა 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ გივი თარგამაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულება დატოვა
გადახედვა
-
რისთვის უნდა გაასამართლოთ ჩემი შვილი? 16 წლის გოგო შეცდა, რომ თქვა სექსუალურად მავიწროებენო? — გიგა ავალიანის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი გოგოს დედა რისთვის უნდა გაასამართლოთ ჩემი შვილი? 16 წლის გოგო შეცდა, რომ თქვა სექსუალურად მავიწროებენო? — გიგა ავალიანის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი გოგოს დედა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შევეხებით ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე ირაკლი კობახიძე: არ შევეხებით ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე
გადახედვა
-
"ეს საშინელი არჩევანია" — ტრამპი სუპერბოულზე Green Day-სა და Bad Bunny-ს ლანძღავს "ეს საშინელი არჩევანია" — ტრამპი სუპერბოულზე Green Day-სა და Bad Bunny-ს ლანძღავს
გადახედვა
-
ამბერ ჰერდი გამოჩნდა ფილმში ქალებზე, რომლებსაც ცილისწამების სარჩელებით აჩუმებენ ამბერ ჰერდი გამოჩნდა ფილმში ქალებზე, რომლებსაც ცილისწამების სარჩელებით აჩუმებენ
გადახედვა
-
აშშ-მა ახალი თაობის ტანკი წარადგინა — M1E3-ს 6 წლით უფრო ადრე ვიხილავთ აშშ-მა ახალი თაობის ტანკი წარადგინა — M1E3-ს 6 წლით უფრო ადრე ვიხილავთ
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, სტოუნჰენჯის ლოდები ადამიანებმა გადააადგილეს და არა მყინვარებმა ახალი კვლევის თანახმად, სტოუნჰენჯის ლოდები ადამიანებმა გადააადგილეს და არა მყინვარებმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც 2016 წელს ვაკეთებდით 10 რამ, რასაც 2016 წელს ვაკეთებდით
გადახედვა
-
Google Translate-ს კონკურენტი გამოუჩნდა? — ChatGPT-ს თარგმნის ცალკე სერვისი დაემატა Google Translate-ს კონკურენტი გამოუჩნდა? — ChatGPT-ს თარგმნის ცალკე სერვისი დაემატა
გადახედვა
-
1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება ეზღუდებათ 1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება ეზღუდებათ
გადახედვა
-
ანიტა ჰიპერი: EU-ში ტროტუარზე დგომის გამო ხალხის გასამართლება დემოკრატიასთან შეუთავსებელია ანიტა ჰიპერი: EU-ში ტროტუარზე დგომის გამო ხალხის გასამართლება დემოკრატიასთან შეუთავსებელია
გადახედვა
-
სამხრეთის კარიბჭე: არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, რომელსაც გოგოები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, სავარაუდოდ, მღვდელმოქმედება აღუდგინეს სამხრეთის კარიბჭე: არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, რომელსაც გოგოები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, სავარაუდოდ, მღვდელმოქმედება აღუდგინეს
გადახედვა
-
TI: ტროტუარზე პროტესტის აკრძალვა ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას — შეკრების თავისუფლებას აუქმებს TI: ტროტუარზე პროტესტის აკრძალვა ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას — შეკრების თავისუფლებას აუქმებს
გადახედვა
-
ტროტუარზე დგომისთვის 5 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს ტროტუარზე დგომისთვის 5 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს
გადახედვა
კომენტარები