რას წერს პროკურატურა ფარცხალაძეზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესა.
- 14 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების მორიგი პაკეტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
- სანქცირებულთა სიაში მოხვდა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძეც, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი.
- დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფარცხალაძე საქმიანობდა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში და კომპანიებში — LLC MOSCOW BUSINESS BROKERAGE და LLC INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION 50%-ს ფლობს.
- სახდეპის განცხადებით, მათ მიერ სანქცირებული კიდევ ერთი პირი, ალექსანდრ ონიშჩენკო, სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს, მოეპოვებინა რუსეთის მოქალაქეობა.
- მათი თქმით, ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში.
- დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ონიშჩენკომ და FSB-მ ფარცხალაძე გამოიყენეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენისთვის".
მოკლედ ფარცხალაძეზე: ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წელს დაინიშნა და სულ 47 დღის განმავლობაში იმუშავა.
- ფარცხალაძის დანიშვნიდან მალევე განხილვის თემად იქცა მისი განათლების შესაბამისობა პოსტთან. რის პასუხადაც ყოფილმა პროკურორმა დიპლომის ასლი გამოაქვეყნა, რომლითაც ადასტურებდა, რომ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა.
- მალევე, ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურორი გერმანიაში ქურდობის ბრალდებით იყო ნასამართლევი — ფარცხალაძემ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ გერმანიის სასამართლომ მხოლოდ სამართალდამცავთან შელაპარაკების ბრალდება დაუდგინა.
- ყოფილი პროკურორი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ აგორებული ბრალდებები იყო მორიგი ბინძური კამპანია უწყების წინააღმდეგ, მიუხედავად ამისა, ამ განცხადებიდან 6 დღეში, 2013 წლის 30 დეკემბერს ფარცხალაძემ განაცხადა, რომ ბიოგრაფიასთან დაკავშირებული კითხვების გამო თანამდებობას ტოვებდა.
- ფარცხალაძის შესაძლო გავლენებს პოლიტიკურ წრეებში მისი უწყებიდან წასვლის შემდეგ არაერთი წლის განმავლობაში განიხილავდნენ.
- ის ფიგურირებდა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისა და გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის საქმეში, ასევე, მირზა სუბელიანის ჩანაწერებში — დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
დეტალები: პროკურატურის განცხადებით, ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ "ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა" უწყების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყეს.
- მათი მტკიცებით, კამპანიის საბოლოო მიზანი ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
- ისინი უარყოფენ კავშირს ოთარ ფარცხალაძესთან და ამბობენ, რომ 2013 წლის შემდეგ მას საქართველოს პროკურატურის საქმიანობასთან შემხებლობა არ ჰქონია და "არც შეიძლება, რომ ჰქონოდა".
- პროკურატურა პასუხობს მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები სწორედ ფარცხალაძის მიერ თანხმდება ივანიშვილთან და მოსკოვთან.
- "როგორც აღვნიშნეთ, ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა 2013 წელს, ხოლო პირველად სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაიწყო 2014 წლის 28 ივლისს", — წერს პროკურატურა.
- განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და "მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება".
-
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა
გადახედვა
-
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
გადახედვა
-
პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
გადახედვა
-
ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა
გადახედვა
-
CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია
გადახედვა
-
Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ
გადახედვა
-
ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს
გადახედვა
-
მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ? ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ?
-
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე? ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
კომენტარები