ირაკლი კუპრაძე

1 Sep. 2023, 12:48

ქართული ოცნების პოლიტიკური ცირკი გრძელდება დღეს ირაკლი კობახიძის განცხადებით, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდი ვერ ახორციელებს რეალურ პოლიტიკურ პროცესებს და ამისთვის ქმნის სრულიად გაუგებარ და გაუგონარ პოლიტიკურ მაქინაციებს. 

ჩვენთვის ცხადია ის, რომ დღეს ქართულმა ოცნებამ მიიღო პრორუსული გადაწყვეტილება. მაშინ, როცა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იმყოფება ევროპის დედაქალაქებში იმისთვის, რომ აწარმოოს მოლაპარაკება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ამის პარალელურად, საქართველოს ხელისუფალი, ქართული ოცნების სახით, რომელიც ემსახურება ყოველდღიურად რუსეთის ინტერესებს, იწყებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს პარლამენტის გავლით.

ეს იქნება იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება და წარმოუდგენელია, რომ მისი ფინალამდე მიყვანა ქართულმა ოცნებამ შეძლოს. 

მოვუწოდებთ, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციას, არ შევიდეს არანაირ განხილვაში ამ საკითხთან დაკავშირებით. 

ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება ეწევა კანდიდატის სტატუსის საბოტაჟს და ამ საბოტაჟის ფინალი ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა პუტინის რუსეთს და ბიძინა ივანიშვილს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
  2. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  3. რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
  4. ჭრელ აბანოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
  5. რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

ტექნოლოგიები დღეს პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და სწორედ განათლება ქმნის შესაძლებლობას თავად გახდე ამ…