"თუ დაიჯერებთ საკუთარ შესაძლებლობებს, სხვებსაც დააჯერებთ, რომ ღირსეული კანდიდატი ხართ", — ჩივნინგის პროგრამაზე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი
ფოტო: საქართველოს ბანკი
ბოლო რამდენიმე წელია, საბაკალავრო საფეხურის დასრულების შემდეგ ბევრი სტუდენტი სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ არჩევს. თუ დიდი ბრიტანეთია ის ქვეყანა, რომელშიც სამაგისტრო საფეხურზე სწავლა და პროფესიული უნარების გაღრმავება გსურს, მაშინ ჩივნინგის პროგრამა სწორედ ისაა, რასაც ეძებ. ჩივნინგის პროგრამა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა აფინანსებს, სხვადასხვა ქვეყნიდან სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სამაგისტრო საფეხურზე სწავლა დიდი ბრიტანეთის სასურველ უნივერსიტეტში გააგრძელონ.
ჩივნინგის სტიპენდიატების რაოდენობა უკვე 50 000 აჭარბებს, რომელთა შორისაც ქართველი სტუდენტები არიან. 2013 წლიდან კი ჩივნინგის პროგრამის პარტნიორი საქართველოს ბანკი გახდა, რომელიც ყოველწლიურად კონკურსის მონაწილეებიდან თავის სტიპენდიატებს ასახელებს. წელს საქართველოს ბანკის ერთ-ერთი სტიპენდიატი გიორგი კვინიკაძეა, რომელიც კონკურსში მონაწილეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრა.
"პროფესიით მონაცემთა მეცნიერი (Data Scientist) ვარ. ჩემი პროფესია ტექ-სფეროში საკმაოდ ახალი და ძალიან პოპულარული მიმართულებაა, რომელიც რეალურ მონაცემებზე დაფუძნებით ბიზნეს ამოცანების გადაჭრასა და დიდ მონაცემებში თვალით შეუმჩნეველი პატერნების დაჭერას გულისხმობს. კარიერული განვითარების რაღაც ეტაპზე ყველას გვიჩნდება ახლის აღმოჩენის სურვილი. ჩივნინგი კი შესაძლებლობას გაძლევს, წახვიდე დიდ ბრიტანეთში, ინოვაციების და ტექნოლოგიური განათლების ცენტრში, სადაც უფრო მეტი რესურსი გაქვს, დრო საკუთარი თავის განვითარებას დაუთმო", — ამბობს გიორგი კვინიკაძე
როგორც გიორგიმ აღნიშნა, დღესდღეობით საკმაოდ ბევრი პროგრამითაა შესაძლებელი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, თუმცა მათგან განსხვავებით, ჩივნინგი მაქსიმალურ თავისუფლებას იძლევა ის უნივერსიტეტი და პროგრამა აირჩიო, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს. აქედან გამომდინარე, ჩივნინგის კონკურსამდე მზადების პროცესში სასურველი უნივერსიტეტის პოვნა საკმაოდ შრომატევადი საქმეცაა.
"დიდ ბრიტანეთში საკმაოდ ბევრი უნივერსიტეტია, რომლებიც თითქმის ყველა კომპონენტის მიხედვით საუკეთესო უნივერსიტეტების სიაშიც გვხვდება, თუმცა შენთვის შესაფერისი და სასურველის მოძიება ძალისხმევას, მოკვლევასა და დროს მოითხოვს. მას შემდეგ რაც უნივერსიტეტებს მოიძიებთ, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებელია, რაც შესაბამისი საბუთების, სამოტივაციო წერილებისა და ხშირ შემთხვევაში, საერთაშორისო გამოცდების ჩაბარებასაც მოითხოვს. თითოეულმა აპლიკანტმა უნდა გაითვალისწინოს რომ, ყველა უნივერსიტეტს ინდივიდუალური კრიტერიუმები და აპლიკაციის მიღების პერიოდი აქვს. ჩივნინგში მონაწილეობის დროს კი, საჭიროა, ხაზი გაუსვა ლიდერობისა და ნეთვორქინგის უნარებს. ასევე, მნიშვნელოვანია, შენს მიზნებს წარსულ გამოცდილებასთან ბმა ჰქონდეს და საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენა გსურდეს", — დასძინა გიორგიმ.
გიორგი კვინიკაძე სწავლას The London School of Economics and Political Science-ში მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად ითვლება როგორც აკადემიური, ისე სტუდენტური ცხოვრების მიმართულებით.
"საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პირველ რიგში, შევეცდები, ახალი ცოდნა და გამოცდილება მალევე გავავრცელო. ასევე, უკვე ვფიქრობ როგორ შევქმნა ერთგვარი ხიდი LSE-სა და ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, რათა უფრო მასშტაბური და სტრატეგიული კავშირი ჩამოვაყალიბო. ლონდონში არასდროს ვყოფილვარ, ასე რომ, ამ ყველაფერს სიახლის მოლოდინები აქვს ჩემთვის. რაც შეეხება სწავლას, ალბათ მთავარი სირთულე დროის სწორი მენეჯმენტი იქნება, რათა სწავლასთან ერთად რაც შეიძლება დიდი დოზით მოვახერხო ბრიტანეთის აღმოჩენა და კულტურის გაზიარება. ჩივნინგის პროგრამით დაინტერესებულ ადამიანებს კი ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ რა სურთ და რას მოელის კონკრეტული პროგრამა მათგან. ასევე, თუ დაიჯერებენ საკუთარი თავის შესაძლებლობების აუცილებლად დააჯერებენ სხვებსაც, რომ ღირსეული კანდიდატები არიან", — ამბობს გიორგი.
თუ ჩივნინგის პროგრამაში მონაწილეობას გადაწყვეტ, გიორგის მსგავსად შენც გაქვს შანსი, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდია მოიპოვო და სრული დაფინანსებით დიდი ბრიტანეთის სასურველ უნივერსიტეტში ისწავლო. ისიც უნდა იცოდე, რომ საქართველოს ბანკის დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, მგზავრობას, დისერტაციის/თეზისის გრანტს და ვიზის გადასახადთან დაკავშირებულ ხარჯებსაც. 2024-2025 წლის სასწავლო წლის ჩივნინგის კონკურსის მალე დაიწყება, პროგრამის შესახებ კი მეტ ინფორმაციას ამ ბმულზე ნახავ.
-
24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს 24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს
გადახედვა
-
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
გადახედვა
-
POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა
გადახედვა
-
15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია 15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
გადახედვა
-
შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
-
როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი
გადახედვა
-
"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
-
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
გადახედვა
-
ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით
-
ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა
გადახედვა
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
-
მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი
გადახედვა
-
"არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან "არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა
გადახედვა
კომენტარები