წარმატების მისაღწევად, მუდმივად თვითგანვითარებაზე მუშაობაა საჭირო — ზურა აბელაშვილი, Game Jam Georgia-ს ჟიურის წევრი
ფოტო: საქართველოს ბანკი
მომავალი "გეიმინგშია" — შეიძლება ასე დაიწყოს საუბარი სფეროზე, რომლის ღირებულებაც ბაზარზე დღეს 245.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2028 წლისთვის, ბაზრის მოცულობა 376 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება. თუმცა, აღნიშნული სფეროსადმი დიდი მოლოდინების მიუხედავად, რომელიც ათწლეულია სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება, საქართველოში ის მხოლოდ ახლა იწყებს განვითარებას. კერძო კომპანიების ჩართულობა კი ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
ერთ-ერთი ასეთი კერძო ორგანიზაცია საქართველოს ბანკია. ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად და მომავლის პროფესიების ხელშეწყობისათვის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ციფრული თამაშების ჰაკათონი Game Jam Georgia გაიმართა. 72 საათის განმავლობაში გუნდები ციფრული თამაშების შექმნაზე მუშაობდნენ. ჟიურიმ კი ორი გამარჯვებული გამოავლინა.
საქართველოში გეიმ დეველოპმენტის სფეროს და ამ სფეროში პროფესიული განვითარების შესახებ Game Jam Georgia-ს ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ზურა აბელაშვილი საუბრობს.
ზურა ამჟამად თამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ AAA კომპანიაში — Rockstar Games-ში მუშაობს. როგორც თავად ამბობს, მისი მთავარი მიზანი დიდი და პოპულარული თამაშების შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღება და აღნიშნული თამაშის ავტორების სიაში ქართული გვარის შეტანაა.
"პროგრამირების სწავლა 2008 წლიდან დავიწყე, ოთხი წლის შემდეგ კი გეიმ დეველოპმენტში ჩავერთე. სამწუხაროდ, ამ პერიოდში ეს სფერო საქართველოში არ იყო პოპულარული, შესაბამისად, ქვეყანაში არც რესურსი არსებობდა და არც მენტორები იყვნენ ხელმისაწვდომნი. ამიტომ, ერთადერთ საშუალებად თვითგანვითარება გვრჩებოდა", — ამბობს ზურა.
საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობის, თავდაუზოგავი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგად, მან მალევე დაიწყო მუშაობა ქართულ კომპანია ლემონდუში, რომელიც მობილური თამაშებს ქმნიდა. თუმცა, ზურას საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა AAA კომპიუტერული თამაშების დეველოპმენტის მიმართულებით სურდა. ამიტომ, 2018 წელს საკუთარი რეზიუმე ვიდეო-თამაშების მსოფლიოში წამყვან დეველოპერულ კომპანია Ubisoft-ში გაგზავნა.
"რამდენიმე ეტაპიანი გასაუბრების შემდეგ მსოფლიოში აღიარებული თამაშების დეველოპერული კომპანია Ubisoft-ის გუნდის წევრი გავხდი. სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი Watch Dogs Legion-ის პროექტზე, რომელიც თვითგანვითარებისა და ახალი აღმოჩენებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მომტანი აღმოჩნდა", — ჰყვება ზურა.
თუმცა, ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვა და მუდმივი არგაჩერება ის მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი აღმოჩნდა, რომელმაც მას საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტად გამოცდისკენ უბიძგა.
"სიახლეების ძიების სურვილით, გასაუბრებების პროცესი დავიწყე კომპანია Rockstar Games-თან და Hangar 13-თან. ორივე კომპანიიდან მივიღე შემოთავაზება, თუმცა, საბოლოოდ არჩევანი Rockstar Games-ზე გავაკეთე, სადაც დღემდე ვმუშაობ", — ამბობს ზურა.
აღნიშნავს, რომ გეიმ დეველოპმენტისთვის მისი კარიერული ცხოვრების დაკავშირება თამაშებისადმი დიდმა სიყვარულმა განაპირობა. როგორც განმარტავს, რეალობისგან განსხვავებით, თამაშები უსაზღვრო შესაძლებლობებს ქმნის.
"თამაშები ჩვენ საშუალებას გვაძლევს, გავხდეთ ნებისმიერი ისტორიის ნაწილი და თავად გადავწყვიტოთ მისი ბედი. ჩემთვის ეს არის როგორც განტვირთვის შესაძლებლობა, ასევე პროფესიული ინტერესი - რადგან ხშირად ვთამაშობ სხვადასხვა თამაშს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შესასწავლად, რაც ასევე თვითგანვითარებაში მეხმარება", — აღნიშნავს ზურა.
მიიჩნევს, რომ წარმატების მისაღწევად მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და საკუთარი თავის "დაჩელენჯებაა" საჭირო. სწორედ ერთ-ერთ ასეთ გამოწვევას, გეიმ დეველოპმენტის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ციფრული თამაშების ჰაკათონი წარმოადგენს.
"Game Jam-ს ძალიან დიდი როლი აქვს ინდუსტრიის განვითარებაში, ის შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, დააკომპლექტონ პატარ-პატარა გუნდები და თავი გამოსცადონ თამაშის შექმნაში, გაიცნონ ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები, იმუშაონ გამოცდილ მენტორებთან ერთად, რომლებიც ყოველთვის მზად არიან საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ და სტიმული მისცენ ახალგაზრდებს", — ამბობს ზურა.
ის საქართველოში გეიმინგ ინდუსტრიის განვითარებას პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, დღეს უკვე აღარ არის რესურსების ნაკლებობა, გეიმ დეველოპმენტის სწავლა უფრო ხელმისაწვდომი გახდა დაინტერესებული პირებისთვის და ბაზარი კომპანიების სიმცირესაც აღარ განიცდის.
ხოლო იმ ახალგაზრდებს კი, რომლებსაც სურთ, საკუთარი მომავალი ციფრული თამაშების ინდუსტრიას დაუკავშირონ, ურჩევს, იყვნენ მზად თავდაუზოგავი შრომისთვის და მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობისთვის.
"ვერ გეტყვით, რომ გეიმ დეველოპმენტის სფერო მარტივია. ამიტომ მინდა ვურჩიო ყველას დიდი ნებისყოფა გამოიჩინონ, არასდროს დაიხიონ უკან, არ შეუშინდნენ რთულ ამოცანებს, ღამეების თენებას, ყოველთვის დასვან შეკითხვები, ეძებონ პასუხები, ეცადონ მუდმივ თვითგანვითარებას და მიზანს აუცილებლად მიაღწევენ", — ამბობს ზურა.
იხილეთ დამატებითი ვიდეო:
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები