თეიმურაზ კუპატაძე

13 Jul. 2023, 16:08

მობილიზებული იყო შსს-ის თითქმის ყველა დანაყოფი, 3 000-მდე პოლიციელი, მათ შორის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, ასევე, მეც ვიღებდი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. იქ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე, ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

შესაბამისად, მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი, კონტრაქციის წარმომადგენლები, გვქონდა კორდონები გაკეთებული გზის სავალ ნაწილებზე და ვინაიდან ლოკაცია არ გვაძლევდა საშუალებას, რომ მთელი პერიმეტრი ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო და ეს ადამიანები ცდილობდნენ ჩვენი კორდონებისთვის აექციათ გვერდი, მინდვრებით და გრუნტიანი გზებით მიეღწიეთ ლოკაციამდე, სადაც ეს ღონისძიება ტარდებოდა.

ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველეს ყოვლისა და ჩვენი უშუალო მოვალეობაა ეს, მოვახდინეთ პრაიდის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ევაკუაცია, გავიყვანეთ ეს ადამიანები, რომ არ მომხდარიყო რაიმე დაპირისპირება. საბედნიეროდ, ჩვენი უშუალო მიზანი რაც იყო და მთავარი მიზანი, ეს იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა.

განაცხადა შსს-ის ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ. უწყება მოძალადე ჰომოფობების მიერ პრაიდის მშვიდობიანი, დახურული ღონისძიების ჩაშლას ისევ გაშლილ სივრცესა და ხალხის რაოდენობას აბრალებს.

ფესტივალის ორგანიზატორები კი ფიქრობენ, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  2. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა?
  3. მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
  4. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  5. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ