მომხმარებლების ყველაზე დიდი ნაწილი ქართული ელ. კომერციის ბაზარზე VELI.store-ს ირჩევს — კვლევა
ფოტო: Veli.store
ქართული ელ. კომერციის ვებ-გვერდებიდან, ყველაზე მაღალი სამომხმარებლო წილი VELI.store-ს აქვს — ეს ელექტრონული კომერციის იმ კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნებაა, რომელიც იქომერს ასოციაცია საქართველოსთვის, კვლევითმა და საკონსულტაციო კომპანია ანოვამ ჩაატარა.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ მომხმარებლების 12%-ს, ბოლო 1 წლის განმავლობაში, ერთხელ მაინც გამოუწერია VELI.store-იდან. ამ ადამიანების 9% კი, ყველაზე ხშირად სწორედ ველის მოიხმარს.
კვლევის მიზანი ონლაინ შესყიდვებთან ასოცირებული სამომხმარებლო პრეფერენციების დადგენა იყო. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, სატელეფონო ინტერვიუს ფორმატში, თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის, 18-61 წლის ჯამში 600 მაცხოვრებელი გამოიკითხა.
გავყვეთ ველიზე ნივთის შეძენის სრულ პროცესს და ვნახოთ, რომელია ის ფუნქციონალები, რომელთა დახმარებითაც, ველი უკვე ოფიციალურად დასახელდა მომხმარებლებისთვის ელ. კომერციის ყველაზე ხშირად მოხმარებად სივრცედ.
მრავალფეროვანი არჩევანი
ველის ვირტუალურ თაროებზე 20-მდე კატეგორიის სხვადასხვა დანიშნულებისა და ფასის, საუკეთესო ხარისხის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია ერთიანდება, რომელთა დათვალიერება და შერჩევა მარტივად, ერთ სივრცეში შეგიძლია.
უფასო მიწოდება 3 საათში
ნებისმიერი მოცულობის ამანათის იმავე დღეს უფასო მიწოდება ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რომელიც ველის ელ. კომერციის სხვა პლატფორმებისგან გამოარჩევს. შეგიძლია დღის მონაკვეთში შენთვის სასურველი და მოსახერხებელი დრო თავად აირჩიო და მიუთითო. თუმცა, ველის კურიერი მზადაა, რომ ამანათი შეკვეთიდან 3 საათზე ნაკლებ დროში მოგიტანოს.
საკუთარი საწყობი
ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა ნივთი თავიდანვე ველის თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სისტემით აღჭურვილ საწყობშია თავმოყრილი, რაც სხვადასხვა კატეგორიისა და ბრენდის ნივთების სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფს.
გადახდა
ველიზე ნებისმიერი ბანკის ბარათით შეგიძლია გადაიხადო. ველის მობილური აპლიკაციით შოპინგისას კი, Apple pay-ით გადახდის შესაძლებლობაც გაქვს. ციფრულ საფულეში დამატებული ბარათით ავტომატურად, ერთი დაწკაპუნებით გადაიხდი.
ონლაინ განვადება ან განაწილებით გადახდა
იმისთვის, რომ დიდი ხნით არ გადადო სასურველი ნივთის ყიდვა, ველი თანხის განაწილებით გადახდას — ანუ ახლა ყიდვას და დამატებითი საკომისიოს და პროცენტის გარეშე, მოგვიანებით გადახდას გთავაზობს. ნივთის ღირებულება სხვადასხვა ბანკის მომხმარებლისთვის, სხვადასხვა რაოდენობის თვეზე ნაწილდება. იმ შემთხვევაში, თუ გინდა, რომ თანხა 3-6 თვეზე უფრო ხანგრძლივ პერიოდზე გადაანაწილო, შეგიძლია ველის მარტივი განვადებით ისარგებლო. ველიზე განვადების ფორმას დისტანციურად, თავად ავსებ. პლატფორმა საჭირო ინფორმაციას ბანკიდან ავტომატურად იღებს და განვადება სულ რამდენიმე წუთში გიმტკიცდება.
შეფუთვა და წერილი
ველიმ საჩუქრის შესაფუთ ჯიხურში მიტანის, ქაღალდისა და ღია ბარათის შერჩევის ხანგრძლივი პროცესი გააციფრულა, სულ რამდენიმე ღილაკით ჩაანაცვლა და შესაძლებლობა მოგცა, რომ სრულიად უფასოდ შეარჩიო შესაფუთი და ამანათს სასურველი ტექსტით ღია ბარათიც დაურთო.
Veli ბიზნესი
თუ ფლობ ბიზნესს და შენი საქმიანობისთვის საჭირო პროდუქციის შეძენა გინდა, შეგიძლია კომპანიის სახელით დარეგისტრირდე და მრავალფეროვანი პროდუქცია ერთ სივრცეში შეიძინო. მარტივი რეგისტრაციის შემდეგ, ინდივიდუალურ კაბინეტში შეძენის სასურველი მეთოდი შეგიძლია აირჩიო — ბიზნეს ბარათით ან ინვოისით გადახდა. ორივე მეთოდით გადახდისთანავე, სასაქონლო ზედნადები შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ავტომატურად იტვირთება. რაც მთავარია, კორპორაციული შეკვეთების ფასი, ტრადიციულ რითეილზე ბევრად ხელმისაწვდომია.
დროის დაზოგვა
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფუნქციონალი და შესაძლებლობა, საბოლოოდ ველის მთავარ გზავნილს აძლიერებს: დახარჯე შენი დრო შენთვის. ველიმ, მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, თბილისის ყველა მაღაზია აღრიცხა. გაითვალისწინა ადამიანის ერთი პუნქტიდან, კონკრეტულ მაღაზიამდე ფეხით, ტრანსპორტითა თუ მანქანით გადაადგილების სიჩქარე, დროის იმ მონაკვეთში საცობის ალბათობა, ნივთის ყიდვისთვის საჭირო დრო და საბოლოოდ, თითოეული შეკვეთის შემთხვევაში, დაზოგილი დრო მიახლოებით დათვალა. ამიტომ, ყოველი შენაძენის შემდეგ დაინახავ კონკრეტულად რა დრო დაზოგე ველისთან ერთად.
"ჩატარებული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დაფუძნების დღიდან მოკლე დროში, ჩვენს მიზანს მივაღწიეთ და პროდუქციის ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილება შევქმენით. კვლევამ აჩვენა, რომ ქართულ ვებ-გვერდებზე ვაჭრობისას, მთავარ დისკომფორტს მიტანის დრო, სასურველი ნივთის მარაგში არ არსებობა, ასევე, პროდუქტისა და მიტანის ღირებულებაა. ქართველი მომხმარებლების 26%-ისთვის პროდუქციის გამოწერის ძირითადი მოტივატორი - დროის დაზოგვა, 22%-ისთვის კი სასურველი პროდუქციის სახლიდან გაუსვლელად ყიდვის შესაძლებლობაა. მიხარია, რომ სწორედ ამ საჭიროებებსა და გამოწვევებს ვპასუხობთ ველიში. ჩვენი ავტომატიზებული სისტემა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და კომპლექსური საოპერაციო ნაწილი, რომელიც ჩვენივე საწყობს, საკურიერო მომსახურებასა და მხარდაჭერის გუნდს აერთიანებს, საშუალებას გვაძლევს, რომ მიწოდების ხარისხი და სისწრაფე ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს და საბოლოოდ, მომხმარებელმა საუკეთესო გამოცდილება მიიღოს", — აღნიშნავს არჩილ ფირიაშვილი, VELI.store-ის აღმასრულებელი დირექტორი.
"მსგავსი კვლევა აუცილებელია ელექტრონული კომერციის პლატფორმების განვითარებისთვის, ვინაიდან ის ეხმარება მომხმარებლის გამოცდილების ოპტიმიზაციას, განაპირობებს ინოვაციას, აყალიბებს მარკეტინგულ სტრატეგიებს, ამცირებს რისკებს და ხელს უწყობს ბიზნესის ზრდას. მომხმარებელთა საჭიროებების, პრეფერენციებისა და ბაზრის დინამიკის გაგებით, პლატფორმებს შეუძლიათ იყვნენ კონკურენტუნარიანები და მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილების მომწოდებლები. მთლიანობაში, ელექტრონული კომერციის ბაზარი საქართველოში პოზიტიური ტრაექტორიით ვითარდება, რაც გამოწვეულია მომხმარებელთა ქცევის ცვლილებით, ტექნოლოგიური წინსვლებითა და საერთაშრისო ფონდების მხარდაჭერით. ვინაიდან ბაზარი აგრძელებს განვითარებას, ბიზნესს აქვს უამრავი შესაძლებლობა, გამოიყენონ მზარდი ციფრული ეკონომიკა და გააფართოვონ თავიანთი ონლაინ საქმიანობა", — აცხადებს ლადო კანდელაკი, იქომერს ასოციაცია საქართველოს თავჯდომარე.
-
"ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა? "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა?
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
გადახედვა
-
იდეიდან დასრულებამდე — როგორ მართავს CQM სამშენებლო პროცესებს იდეიდან დასრულებამდე — როგორ მართავს CQM სამშენებლო პროცესებს
-
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა "გახარია საქართველოსთვის": სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა
გადახედვა
-
ანტისემიტური განცხადებების გამო, პოლონეთში კანიე ვესტის კონცერტი გაუქმდა ანტისემიტური განცხადებების გამო, პოლონეთში კანიე ვესტის კონცერტი გაუქმდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: 14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადასცდა! ეს "ოცნება" ოცნებისტების აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა! სალომე ზურაბიშვილი: 14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადასცდა! ეს "ოცნება" ოცნებისტების აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა!
გადახედვა
-
საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონი და უზრუნველყოს პოლიციის ანგარიშვალდებულება — მაიკლ ო'ფლაერტის ანგარიში საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონი და უზრუნველყოს პოლიციის ანგარიშვალდებულება — მაიკლ ო'ფლაერტის ანგარიში
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის შეუძლებელია თქმა მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის შეუძლებელია თქმა
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის? ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის?
- ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან
-
ომბუდსმენი: მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ომბუდსმენი: მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
გადახედვა
-
ეკა ბესელია: მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ! დღეს ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარია! ეკა ბესელია: მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ! დღეს ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარია!
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს
გადახედვა
-
ბერ ნიკოლოზს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ ბერ ნიკოლოზს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
გადახედვა
-
პოლ მაკარტნის ახალ ალბომში რინგო სტართან ერთად ჩაწერილი სიმღერა შევა პოლ მაკარტნის ახალ ალბომში რინგო სტართან ერთად ჩაწერილი სიმღერა შევა
გადახედვა
-
25 აპრილი — დიდი ფასდაკლების დღე არქი იასამნების პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა? 25 აპრილი — დიდი ფასდაკლების დღე არქი იასამნების პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
-
ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს
გადახედვა
-
გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი გატესტე სელფი მეორე ნომრად და გამოცადე გაუმჯობესებული ქსელი
კომენტარები