თიბისის მხარდაჭერით, უფლისციხის მამულმა ვენახები გააშენა და უმაღლესი ხარისხის ღვინის წარმოება დაიწყო
ფოტო: თიბისი
თიბისის პარტნიორმა კომპანია უფლისციხის მამულმა ქართლის რეგიონში ვენახები გააშენა. ასევე, წამოიწყო მარნის მშენებლობა და აღჭურვა, სადაც პრემიუმ კლასის ღვინოებსა და ცქრიალა ღვინოს აწარმოებს.
უფლისციხის მამულის გენერალური დირექტორის, აკაკი ავალიშვილის თქმით, ღვინის წარმოების იდეა 2019 წელს დაებადათ და ოთხმა პარტნიორმა კომპანია დააფუძნეს, შიდა ქართლზე არჩევანი კი ამ რეგიონის მევენახეობა-მეღვინეობისა და ტურისტული პოტენციალის გამო შეაჩერეს.
"მოვძებნეთ ლამაზი ადგილი უფლისციხესთან და შევიძინეთ რამდენიმე ნაკვეთი, სულ 11 ჰა-მდე. მოგვიანებით აღნიშნულ მიწას მიემატა დაახლოებით 10 ჰა იჯარით აღებული სავარგულები. პარალელურად მივიღეთ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული საბაზისო განათლებაც ამ სფეროში, რათა პროფესიონალურად მივდგომოდით ჩვენს წამოწყებას. ბევრი ვიმოგზაურეთ, მათ შორის საფრანგეთშიც, კერძოდ შამპანის რეგიონში, რათა ადგილზე გავცნობოდით ცქრიალა ღვინის წარმოების თავისებურებებს.
ჩვენი სურვილი თავიდანვე მაღალი ხარისხის ქართული ღვინოების წარმოება იყო. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ქართული ცქრიალა ღვინოები, რომელსაც საინტერესო წარსული და მომავალი აქვს, გააჩნია პოტენციალი, ღირსეული ადგილი დაიკავოს საერთაშორისო ბაზრებზე. ამიტომაც, მთელი ჩვენი ფინანსური თუ ინტელექტუალური რესურსი ამ ამბიციური გადაწყვეტილების ხორცშესხმისკენ მივმართეთ", — ამბობს აკაკი.
ვენახის გასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები 2020 წელს დაიწყეს — შეისწავლეს სავარგულები, ჩაატარეს ნიადაგის ლაბორატორიული კვლევები და დასკვნითი შეფასებისთვის ქართველი და ფრანგი ექსპერტები მოიწვიეს, რომელთა რჩევით, ვენახისთვის საძირეები ინდივიდუალურად შეარჩიეს.
"ძირითადად, ქართლში გავრცელებული ჯიშები დავრგეთ (მათ შორის ჩინებული, გორული მწვანე, თავკვერი და შავკაპიტო). ასევე, გავაშენეთ ფრანგული ჯიშების, პინო ნუარისა და შარდონეს ვენახები. საკუთარი მოსავლის მიღებამდე, ღვინის საწარმოებლად, ყურძენს ვიძენთ მუხრანის, ოკამის და ატენის ზონებში მდებარე ვენახებიდან. შედეგად, უკვე მესამე წელია, რაც სხვადასხვა სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ. დაწყებული გვაქვს ასევე, ცქრიალა ღვინის წარმოებაც", — აღნიშნავს აკაკი.
უფლისციხის მამულში ცქრიალა ღვინოს კლასიკური, ბოთლური მეთოდით ამზადებენ და 2 წლის განმავლობაში აძველებენ. მაგალითად, 2022 წლის მოსავლით დაახლოებით 6 ათასი ბოთლი ცქრიალა ღვინო აწარმოვეს და დასაძველებლად გადადეს. გარდა ამისა, უკვე ჩამოასხეს 4 ათას ბოთლზე მეტი კლასიკური მეთოდით დამზადებული გორული მწვანე და ჩამოსასხმელად მოამზადეს რამდენიმე ათასი ლიტრი ქვევრის გორული მწვანე, ასევე ქვევრის შავკაპიტოს და შავი პინოს კუპაჟი.
აკაკი ავალიშვილის თქმით, კომპანიის შორსმიმავალი მიზნების განხორციელება თიბისის მხარდაჭერით დაიწყეს.
"ვენახების გარდა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი მარანი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ავაშენეთ. თიბისის მხარდაჭერითვე შევიძინეთ, ღვინის საწარმოო ფრანგული დანადგარებიც, რომელთა შორისაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კოკარდის ბრენდის (Coquard) ყურძნის ტრადიციული 4 ტ. წარმადობის ჰიდრავლიკური წნეხი, რომელსაც საფრანგეთში, შამპანის რეგიონში, დიდი ხნის ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ", — ამბობს აკაკი.
უმაღლესი ხარისხის საწარმოო დანადგარებით აღჭურვილი 1500 მ2 ნაგებობის ერთი ნაწილი ღვინის საწარმოსა და საცავებს ეთმობა, ხოლო დანარჩენ სივრცეში სადეგუსტაციო სივრცისა და რესტორნის მოწყობას გეგმავენ. მარნის აშენება-მოწყობაში 1 200 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო.
"ვფიქრობთ, ჩვენი მარანი სამომავლოდ გახდება ღვინის მოყვარულთათვის ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი ადგილი, რაც ამ ულამაზესი, ნაყოფიერი და ისტორიულად მდიდარი ღვინის ტრადიციების მქონე რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ღვინოები ადგილობრივ ბაზარზე სულ რამდენიმე მაღაზიაშია წარმოდგენილი (მათ შორის, 8000 მოსავალში, ღვინის ბიბლიოთეკაში და ღვინის ბირჟაზე). გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი წარმოების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, დაწყებული გვაქვს მუშაობა საექსპორტო მიმართულებითაც. ჯერჯერობით მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ორ ქვეყანასთან — ნორვეგიასა და პორტუგალიასთან. როგორც კი მივიღებთ სრულფასოვან მოსავალს ჩვენი ვენახებიდან, ცხადია გაიზრდება საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალიც", — აღნიშნავს უფლისციხის მამულის გენერალური დირექტორი.
აკაკი ავალიშვილის თქმით, ამ დროისთვის, პროექტში ორ მილიონ ლარამდეა ინვესტირებული. სამომავლოდ კი, დამატებით ერთი მილიონი ლარის ინვესტიციას გეგმავენ, რათა კომპანიის ვენახებიდან მიღებული მოსავლით წარმოება სრული დატვირთვით აამუშაონ და მსოფლიოს უკეთ გააცნონ ქართული წარმოების ცქრიალა ღვინოები.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები