LSG Solutions სილქ დეველოპმენტის სასტუმრო ტელეგრაფის პროექტში ჩაერთო
ფოტო: თიბისი
მშენებლობის მენეჯმენტის, დიზაინ და საკონსულტაციო მომსახურების კომპანია — LSG Solutions სილქ დეველოპმენტის 60 მილიონი ევროს ღირებულების სასტუმრო ტელეგრაფის მშენებლობის პროცესში ჩაერთო. პროექტი საქართველოში ორი ყველაზე მსხვილი ბანკის — თიბისისა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. Radisson Collection-ის ბრენდის მაღალი კლასის სასტუმრო, რესპუბლიკის მოედანზე, ყოფილი ფოსტის შენობაში მოეწყობა.
LSG Solutions ტელეგრაფის Lenders engineering-ის სერვისს უზრუნველყოფს, რაც მშენებლობის დაგეგმარებისა და განხორციელების პროცესის, ასევე მოსალოდნელი რისკების ეფექტიანად მართვასა და პროექტის გამჭვირვალობას გულისხმობს. LSG Solutions კოორდინაციასა და ზედამხედველობას გაუწევს თიბისისა და საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსის ეფექტიან ხარჯვას და შედეგად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პროექტის წარმატებით განხორციელებაში.
სასტუმრო ტელეგრაფის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებულია მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო სამშენებლო კომპანია — DNT Construction, რომელთან ერთადაც სილქ როუდ ჯგუფს ბათუმის რადისონის მშენებლობის წარმატებული გამოცდილება აქვს. ტელეგრაფის სასტუმროს დიზაინი თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ კომპანიას — Neri&Hu-ს ეკუთვნის. შემუშავებული კონცეფცია ენერგოეფექტური, მწვანე სასტუმროს მოწყობას გულისხმობს, რაც თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის შენობის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია. ტელეგრაფი რეგიონში პირველი შენობა იქნება, რომელიც LEED Gold სტანდარტების მიხედვით მოეწყობა.
LSG Solutions-მა ოპერირება 2020 წელს დაიწყო. კომპანია უძრავი ქონების, ტურიზმის, ჯანდაცვის, ინდუსტრიულ და ინფრასტრუქტურულ სექტორებს მშენებლობის მენეჯმენტს, პროექტირებას და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. ამ დროისთვის, LSG Solutions-მა პროექტები ისეთი მსხვილი კომპანიებისთვის განახორციელა, როგორებიცაა: თეგეტა მოტორსი, ბორჯომი, სილქ დეველოპმენტი, „მაკდონალდსი,ასკანელი, კინორ ინვესთმენთი, ჯიჯ ენერჯი, სოდი ინვესთმენთი, ნენსკრა და სხვა.
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
კომენტარები