შესაძლებლობა ცოდნის მაძიებლებისათვის — თეგეტა აკადემიაში 50-ამდე ახალგაზრდამ ავტომობილის აგებულების კურსზე სწავლა დაიწყო
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგმა, შვილობილ კომპანია თეგეტა აკადემიასთან ერთად, სამსახურის მაძიებლებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და დასაქმება განსხვავებული, კიდევ უფრო მოქნილი ფორმატით შესთავაზა. წელს პროგრამისთვის "დაიწყე კარიერა თეგეტაში" რეკორდული რაოდენობის — 50 კანდიდატი შეირჩა. ავტომობილის აგებულების კურსი როგორც სრულ, ისე ნახევარ განაკვეთზე, პარალელურად, სამი ახალი ჯგუფისთვის დაიწყო.
ავტოინდუსტრიით დაინტერესებული კანდიდატები სწავლების პერიოდში ავტომობილის აგებულების შესახებ საბაზისო ცოდნას მიიღებენ და თეგეტას პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს შეისწავლიან.
თათა კანდელაკი, თეგეტა აკადემიის სტუდენტი: "პირველი კურსის სტუდენტი ვარ და ჩემთვის დიდი კომფორტია ნახევარ განაკვეთზე სწავლის შესაძლებლობა. ამით შემიძლია არც უნივერსიტეტს მოვაკლო დრო და რესურსი და არც აკადემიას. მანქანებით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც მართვის მოწმობა ავიღე და ავტომობილი შევიძინე, მინდოდა მცოდნოდა ყველაფერი, რაც ჩემს მანქანას დასჭირდებოდა და ვხვდები, რომ ძალიან სწორ ადგილას მოვხვდი. აქ ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ და ვგრძნობ, რომ დიდ გამოცდილებას ვიღებ".
კურსის დასრულებისას წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სტიპენდიები გადაეცემათ, შემდეგ კი თეგეტას სხვადასხვა ფილიალში სერვისის ან გაყიდვების მიმართულებით დასაქმდებიან.
აკაკი არჩვაძე, თეგეტა აკადემიის სტუდენტი: "სამედიცინო უნივერსიტეტი ორი წლის წინ დავამთავრე და ახლა გადავწყვიტე, რომ ახალი პროფესიის სწავლა ნულიდან დავიწყო. ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებს მანქანები და ყოველთვის მინდოდა, ჩემი საქმე საავტომობილო სფეროსთან ყოფილიყო დაკავშირებული. მიხარია, რომ მოვახერხე და ამ კურსზე მოვხვდი. ჩემს ჯგუფში სწავლა სრული განაკვეთით მიმდინარეობს, პროცესი ძალიან ინტენსიურია და უამრავ ახალ ინფორმაციას ვიღებ. მართალია, ჯერჯერობით კურსი არ დასრულებულა, მაგრამ იმედი მაქვს, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შორის ვიქნები და გაყიდვების მიმართულებით დასაქმებასაც შევძლებ".
მიმდინარე პერიოდში სწავლის პროცესში გამოყენებულია სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმა ELECTUDE, რომელიც საქართველოში გასულ წელს თეგეტა აკადემიამ USAID-ის მხარდაჭერით დანერგა. პლატფორმა აერთიანებს 3 000-ზე მეტ მოდულს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის მიმართულებით. პლატფორმაზე შესაძლებელია გეიმიფიკაციით, მაღალი დონის ინტერაქციითა და სიმულაციებით ისწავლო ავტომობილის აგებულება და მუშაობის პრინციპები. ELECTUDE-ის საშუალებით შესაძლებელია სასწავლო მოდულების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება მონაწილის პროფილის, გამოცდილებისა და სასწავლო მიზნების შესაბამისად.
ოთარ სიხარულიძე, თეგეტა აკადემიის დირექტორი: "სულ უფრო მეტი სტუდენტი ინტერესდებოდა ჩვენი პროგრამით, ამიტომ გადავწყვიტეთ, ნახევარი განაკვეთის ფორმატი დაგვემატებინა და კანდიდატებისთვის არჩევანის გაკეთების საშუალება მიგვეცა. საბოლოოდ,„თეგეტა აკადემიაში“ წელს პირველად სამი პარალელური ჯგუფის ტრენინგი დაიწყო, სადაც სფეროს შესწავლით დაინტერესებული 50 ახალგაზრდა განაწილდა. მონაწილეები ახალი ცოდნის მიღების პროცესში ინოვაციურ ონლაინ სასწავლო პლატფორმა ELECTUDE-ს იყენებენ, რაც გაყიდვებისა და სერვისის ჯგუფს კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებას აძლევს და რაც მთავარია, ეს ხდება ბევრად უფრო ეფექტიანად და მოკლე ვადაში. „თეგეტა აკადემიის“ კურსი ერთგვარი გამოწვევაა მათთვის, ვისაც ავტოინდუსტრიაში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა სურს".
"დაიწყე კარიერა თეგეტაში" — პროექტის ფარგლებში თეგეტა ჰოლდინგში, ჯამში, აკადემიის 400-ამდე წარმატებული კურსდამთავრებულია დასაქმებული.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
თეგეტა აკადემიის მიზანი პროფესიული განათლების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი, საავტომობილო ინდუსტრიისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა. ამასთან ერთად, თეგეტა აკადემია კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები