თეგეტა ჰოლდინგმა გალტ & თაგარტის მხარდაჭერით $25 მილიონის ფასიანი ქაღალდები გამოუშვა
ფოტო: გალტ & თაგარტი
თეგეტა ჰოლდინგმა გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 20 მილიონი აშშ დოლარისა და 5 მილიონი ევროს ღირებულების ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციების ვადა 2 წელია, სარგებლის გადახდა 6 თვეში ერთხელ მოხდება, აშშ დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებზე წლიური 8.5%-ის, ხოლო ევროში დენომინირებულ ობლიგაციებზე წლიური 7.0%-ის ოდენობით.
ეს არის ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიის მიერ უცხოურ ვალუტაში განხორციელებული პირველი საჯარო ემისია, რომელში ინვესტიციაც ფიზიკური პირებისთვისაც ხელმისაწვდომია.
აღსანიშნავია, რომ ინვესტორების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალია. მიმდინარე მდგომარეობით ობლიგაციები შეძენილი აქვს 150-მდე ქართველ და უცხოელ ფიზიკურ პირს, რაც ინვესტორთა ბაზის მაღალ დივერსიფიკაციაზე მიუთითებს.
თეგეტა ჰოლდინგის გეგმით, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა სრულად მოხმარდება არსებული სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას, რის შემდეგაც გაუმჯობესდება კომპანიის ვალდებულებების ვადიანობის პროფილი და კომპანიის ლიკვიდურობა.
ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი: "ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე თეგეტას მეორე ემისიაა. ამჯერად ჩვენი შეთავაზება ხელმისაწვდომია ფიზიკური პირებისთვისაც. დაინტერესება დიდი იყო, მოთხოვნამ გამოშვებული ქაღალდების მოცულობას გადააჭარბა და შესაბამისად გავზარდეთ ემისიის მოცულობაც. აღნიშნული ფაქტი მაღალ ნდობასა და კომპანიის მიმართ დადებით სამომავლო მოლოდინებზე მიუთითებს. ყველა დოკუმენტი, რომელიც საჯარო ობლიგაციების ემისიის ფარგლებში მომზადდა, საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. თეგეტას სამომავლო სტრატეგია საერთაშორისო ბაზრებზე წარმომადგენლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად, შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების განთავსება უცხოურ ვალუტაში მოხდა. ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს უცხოურ ბაზრებზე კომპანიის განვითარების სტრატეგიას. ამასთან, თეგეტასათვის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარება. გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში. ერთი მხრივ, ეს ფინანსურად მომგებიანია კომპანიისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, კი ნათლად აჩვენებს თეგეტა ჰოლდინგის, როგორც სანდო პარტნიორის, წინსვლასა და ბიზნესის განვითარების მასშტაბს".
თეგეტა ჰოლდინგის შეთავაზებამ ინვესტორების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია და შესაბამისად აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების მოცულობა საწყისი 10 მილიონი აშშ დოლარიდან 20 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. მიმდინარე ეტაპზე განთავსებულია 15 მილიონი აშშ დოლარისა და 4 მილიონი ევროს ოდენობის ფასიანი ქაღალდები. ამავე ემისიის პროსპექტის ფარგლებში, ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია დამატებითი ტრანშის გამოშვებას უახლოეს მომავალშიც გეგმავს. მიმდინარე წლის განმავლობაში ჰოლდინგი დამატებით 5 მილიონი აშშ დოლარის ემისიას განახორციელებს.
აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში თეგეტა ჰოლდინგის პარტნიორი და მხარდამჭერი საინვესტიციო ბანკი გალტ & თაგარტი იყო, რომელიც ემისიის მთელ პროცესს წარმართავდა.
ირაკლი კირტავა, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი: "მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტი აქტიურად იყო ჩართული ასეთი მნიშვნელოვანი გარიგების წარმატებით განხორციელებაში განთავსებისა და კალკულაციის აგენტის როლში. აღსანიშნავია გარიგების უნიკალური მახასიათებელი, რაც გულისხმობს ერთი ემისიის პროსპექტის ფარგლებში მულტისავალუტო ტრანზაქციების სტრუქტურირებას. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ არაერთი მსგავსი ტრანზაქცია განხორციელდება. აქვე, მსურს, მადლობა გადავუხადო და მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს მორიგი წარმატებული და საინტერესო გარიგების განხორციელებისთვის. გალტ & თაგარტი საქართველოს ბაზარზე წლებია წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან".
ინფორმაციისთვის, პირველი წარმატებული ემისია თეგეტამ 2019 წელს განახორციელა და 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შეიძინა.
გასული წლის ბოლოს კომპანიამ, საქართველოს ისტორიაში ლარში დენომინირებული ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისია განახორციელა და 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა. აღნიშნული ობლიგაციების ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია და განთავსებაში არც ერთი ინვესტორის წილი 30%-ს არ აღემატება.
უახლოეს მომავალში თეგეტა ჰოლდინგი კაპიტალის ბაზარზე კიდევ უფრო გააქტიურებასა და საერთაშორისო საფინანსო კომპანიებისთვის მწვანე ბონდების გამოშვებას გეგმავს.
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
კომენტარები