როგორ იქმნება ინოვაციური აგროპროდუქტები? – ინტერვიუ Bayer-ის წარმომადგენელთან
ფოტო: აგროსფერო
დღეს სოფლის მეურნეობის დარგის მნიშვნელოვანი გამოწვევა, მოსახლეობის მუდმივი ზრდის პირობებში, სამყოფი საკვები პროდუქტების წარმოება, გარემოზე მინიმალური ზემოქმედება და ბუნებრივი რესურსები დაზოგვაა. ამ გამოწვევებთან გამკლავება კი დღეს მხოლოდ ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითაა შესაძლებელი, რომელიც მიმართულია ნაკლები რესურსებით ჯანსაღი და უხვი მოსავლის მიღებისაკენ.
ინოვაციური აგროპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი გერმანული კომპანია Bayer-ია, რომელიც მცენარეთა დაცვის საშუალებებსა და სათესლე მასალებს ქმნის. მისი პროდუქცია საუკუნეზე მეტია დიდი სანდოობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. Bayer-ს კარგად იცნობენ ქართველი ფერმერებიც, რადგან აგროსფერო უკვე 18 წელია, საქართველოში მისი ექსკლუზიური წარმომადგენელია.
ჩვენ დავუკავშირდით ფრანკ თილეს, Bayer-ის კვლევისა და განვითარების განყოფილების წარმომადგენელსა და რეგიონულ მენეჯერს, რათა გაგვეგო, როგორ ქმნის კომპანია ინოვაციურ აგროპროდუქტებს, რატომაა მნიშვნელოვანი დღეს მსგავსი პროდუქცია და რას ფიქრობს ის საქართველოში არსებულ აგროპოტენციალზე.
პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყევით Bayer-ის შესახებ...
Bayer მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1863 წელს დაფუძნდა და უკვე 160 წლიან ისტორიას ითვლის. მან მცენარეთა დაცვის საშუალებების წარმოება მოგვიანებით დაიწყო, მალევე შექმნა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტიც. დღეს კომპანიას ჰყავს მეცნიერთა დიდი გუნდი და არ იშურებს ფინანსურ რესურსს, რათა იკვლიოს და შექმნას ახალი ეფექტიანი საშუალებები.
Bayer დღეს აწარმოებს ჰერბიციდებს, ფუნგიციდებს, ინსექტიციდებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, ბიო-აგენტებსა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის სათესლე მასალებს. Bayer-ის ყველა პროდუქტი ინოვაციური და უნიკალურია.
როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები, რა ეტაპებისგან შედგება მისი წარმოების პროცესი?
Bayer-ის მეცნიერთა ჯგუფი ყოველდღიურად იკვლევს ახალ ნივთიერებებს, სწავლობს მათ თვისებებსა და ადგენს შესაძლებელია თუ არა სამომავლოდ მათი პრეპარატებში გამოყენება. ყოველწლიურად დაახლოებით 10 ათასი ასეთი ახალი ნივთიერება იტესტება, რომელთაგან მხოლოდ ერთი გადის ბაზარზე.
ტესტირების პროცესი ხანგრძლივია და ბევრი საფეხურისგან შედგება – მოწმდება რამდენად ეფექტიანია მისი ბიოლოგიური თვისებები, არის თუ არა ტოქსიკური, რა გავლენას მოახდენს ის გარემოსა და ცოცხალ არსებებზე. როდესაც მისი ნებისმიერი ტიპის მავნე გავლენა სრულად გამოირიცხება, იწყება ისეთი ფორმულის შემუშავება, რომელიც მარტივად გამოსაყენებელი იქნება მომხმარებლებისთვის.
მთელ ამ პროცესს — ნივთიერების ანალიზს, ცალკეული პროდუქტის შექმნასა და მის ბაზარზე გატანას — დაახლოებით 10 წელი სჭირდება, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. Bayer-ს ერთი პროდუქტის წარმოება დაახლოებით 600 მილიონი ევრო უჯდება.
რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს ინოვაციურ აგროპროდუქტს?
იმისათვის, რომ პროდუქტს ინოვაციური ვუწოდოთ უნდა ჰქონდეს მოქმედების მაღალი ეფექტი, უზრუნველყოს მცენარის ჯანსაღი ზრდა-განვითარება, მოსავლის მაღალი ხარისხი და დიდი მოცულობა, უნდა იყოს უსაფრთხო ადამიანთა ჯანმრთელობისა და გარემოსთვის. Bayer-ისთვის მნიშვნელობა აქვს იმასაც, რამდენად მარტივია ფერმერისთვის მისი გამოყენება. ასევე, ინოვაციურ საშუალებას უნდა ჰქონდეს გადამუშავებადი შეფუთვა და მისაღები ფასი.
თქვენი ხედვით, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ფერმერი? რა არის საჭირო აგრომეურნეობის სწორად განვითარებისთვის?
მსოფლიო პოპულაცია მზარდია, მიწები აგრომეურნეობისთვის კი სულ უფრო იკლებს და სამყოფი საკვები პროდუქტების წარმოება რთულდება. დიდი გამოწვევაა კლიმატის ცვლილებაც, ამიტომ აუცილებელია გარემოს დაცვას მნიშვნელოვანი ყურადღება მივაქციოთ.
ამ გამოწვევებიდან გამომდინარე თანამადროვე ფერმერმა, სასურველია, არჩევანი სწორედ ინოვაციურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე გააკეთოს. ასევე, უნდა შეეცადოს ე.წ. ზუსტ აგრომეურნეობას მიჰყვეს, ორიენტირებული იყოს რესურსების დაზოგვაზე, გამოიყენოს პრეპარატები მიზნობრივად, იმ ოდენობითა და იმ დროს, როცა მცენარეს ეს ნამდვილად სჭირდება. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია სიახლეების მიმართ ღიაობა და მუდმივი ინტერესი დარგში არსებული ახალი შესაძლებლობების მიმართ.
როგორ შეაფასებთ Bayer-ის პარტნიორობას აგროსფეროსთან?
Bayer-ისა და აგროსფეროს თანამშრომლობა 2005 წელს დაიწყო და 18 წელზე მეტია ის ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორია. ჩვენი ურთიერთობა ძალიან მჭიდროა და ემყარება სრულ ნდობას. ყველაზე მეტად აგროსფეროს განვითარებისკენ სწრაფვა გვხიბლავს, ვაფასებთ მისი გუნდის მაღალ კომპეტენციასა და ცოდნას სოფლის მეურნეობის მეცნიერებებში.
ამ დროის განმავლობაში ბევრს შეიტყობდით საქართველოზეც. თქვენი აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა ქვეყანა აგრომეურნეობის მიმართულებით?
საქართველო ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო ქვეყანაა და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს იმაზე მეტი პროდუქტი აწარმოოს, ვიდრე დღეს. ქართველ ფერმერებს შეუძლიათ ქვეყანაში შექმნილი საკვები პროდუქტებით თითქმის სრულად დააკმაყოფილონ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა. თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება და ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ფერმერებისთვის ცოდნის მიღების მცირე შესაძლებლობებია. სწორედ ამიტომ Bayer და აგროსფერო ერთობლივი ძალისხმევით ხშირად აწყობს სემინარებსა და ვორქშოფებს პარტნიორი ფერმერებისთვის, უზიარებს ცოდნას და აცნობს ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და პროდუქტებს. მჯერა, დროთა განმავლობაში, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული აგროქვეყანა გახდება და შეძლებს წარმატებით უპასუხოს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მუდმივად მზარდ მოთხოვნას.
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
კომენტარები