პირველი ნაბიჯები დიდი მიზნებისკენ — გაიცანით საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მოსწავლე გიორგი ფხალაძე
ფოტო: საქართველოს ბანკი
STEM-ის ონლაინ სკოლა საქართველოს ბანკის ინიციატივით და კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტია, რომელიც STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში დღეს ონლაინ სკოლაში 201 მოსწავლე სწავლობს, მათგან რეგიონში მცხოვრებ 60 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდას კი საქართველოს ბანკი სწავლას სრულად უფინანსებს.
ბანკის ერთ-ერთი ბენეფიციარია გიორგი ფხალაძე, რომელიც ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. მან პროექტის მისაღებ გამოცდაზე მაღალი ქულები დააგროვა და საუკეთესო შედეგის მქონე ბავშვების ათეულში მოხვდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, გიორგის STEM-ის სკოლაში მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ გავსაუბრებოდით.
"პატარა რომ ვიყავი სულ მინდოდა, გამომგონებელი გამოვსულიყავი და დროის მანქანა შემექმნა. სიმართლე რომ ვთქვა, ეს სურვილი დიდად არ შეცვლილა. ამიტომ, ახლა ვცდილობ, ვისწავლო ყველაფერი, რაც ჩემი მიზნის მიღწევაში დამეხმარება", — გვიყვება გიორგი.
როგორც ამბობს, უნდა მეცნიერი და გამომგონებელი გამოვიდეს. შესაბამისად, სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ტექნოლოგიები მოსწონს, თუმცა ფიქრობს, რომ მისი მომავალი პროფესიისთვის STEM-ის ყველა მიმართულება მნიშვნელოვანია.
"იმისთვის, რომ მეცნიერი გამოხვიდე, ჩემი აზრით ტექნოლოგიების, მათემატიკის და ინჟინერიის ცოდნაა საჭირო, STEM მიმართულება კი თითოეულ მათგანს მოიცავს", — განმარტავს გიორგი. შესაბამისად, ის დიდი ენთუზიაზმითა და მოტივაციით ესწრება ონლაინ გაკვეთილებს, აქტიურად ასრულებს დავალებებს და ხშირად უყურებს შემეცნებით ვიდეოებს Youtube-ზე, რომელიც სწავლის პროცესში ეხმარება.
"STEM სკოლის დავალებებს ყოველთვის ხალისით ვაკეთებ, ჩემი მიზანი ნიშნები არასდროს არის. აქ ვსწავლობ ძალიან საინტერესო საგნებს, რომლებიც, ვფიქრობ, აუცილებლად გამომადგება ცხოვრებაში", — გვიხსნის გიორგი.
მისთვის ყველაზე საყვარელი საგანი დღეს მათემატიკაა, განსაკუთრებით კი ლოგიკური ამოცანები იტაცებს. ფიქრობს, რომ დასახული მიზნების განსახორციელებლად ბევრი შრომაა საჭირო, ამიტომ ცდილობს, არ გაჩერდეს, დავალებებს ხალისით მოეკიდოს და სირთულეები საინტერესო გამოწვევად აღიქვას.
სწორედ გიორგისა და მისი თანატოლებისთვის განათლების მხარდაჭერას აქტიურად და უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს საქართველოს ბანკი. კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად ბანკმა უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა. საქართველოს ბანკის მისიაა, ხელი შეუწყოს იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს მომავალს ქმნიან. ბანკი პარტნიორებთან ერთად 35-მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რაც ახალგაზრდებს უქმნის შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ.
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განხორციელდა, რომელთა შორისაა კომაროვის STEM ბანაკი. STEM ბანაკი მიზნად ისახავს, რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და ნიჭიერი, დაინტერესებული და მიზანდასახული ბავშვებისთვის STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. STEM ბანაკი პირველად 2022 წელს ბაკურიანში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მეათე და მეთერთმეტე კლასის 70-მა მოსწავლემ მიიღო.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები