მშობელი

24 Apr. 2023, 15:09

მე არ მივალ ჩემს შვილთან დამარცხებული. მე 6 დღე და ღამე და 16 თვე იმისთვის არ მიწვალია, რომ უარით მივიდე ჩემს შვილთან. გამორიცხულია. აბრძანდით და თხოვეთ, ვისაც გინდათ, გადაეცით, რომ შეგხვდეს, დედები აქედან არ წავალთ, თვითონ თუ დატოვებს... როგორ მიწოდებს ძვირფას მოქალაქეს, როგორ ვარ ძვირფასი მოქალაქე, მითხარით. ჩემს შვილთან როგორ მივიდე დამარცხებული. შეხვდეს [...] შეგხვდით და მოგვისმინეთ მშობლებს. 

დღეს ღარიბაშვილმა აქონდროპლაზიის მედიკამენტზე თქვა, რომ "უპასუხისმგებლოები რომ იყვნენ, დააფინასნებდნენ". მისივე სიტყვებით, ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების სიცოცხლეს "საფრთხე არ ემუქრება". მე-6 დღეა, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით კანცელარიასთან ღამეს ათენებენ და მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტს ითხოვენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
  2. გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
  3. როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
  4. BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
  5. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ