ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა — შეისწავლე ანტრეპრენერობის სპეფიციკა პირველივე სემესტრიდან
ფოტო: ალტე უნივერსიტეტ
ბიზნესის მიმართულებით თავის დამკვიდრებისთვის არაერთი უნარია საჭირო. როცა ადამიანი ახლად იწყებს და ნაკლები წარმოდგენა აქვს შიდა სამზარეულოზე, შესაძლოა, ყველაფერი რთულად ჩანდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საწყის ეტაპზევე ისეთი მიმართულებით განავითარო თავი, რომ ბაზარზე შეუცვლელ კადრად იქცე.
საგანმანათლებლო სივრცეში ბიზნესის ადმინისტრირება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. აღნიშნული პროფესიის გამორჩეულ მახასიათებლებზე, ალტე უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ალტე უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს, ბიზნესის სკოლის დეკანს, ნათია ნასრაშვილს ვესაუბრეთ.
რატომ ბიზნესის ადმინისტრირება?
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
ნათია ნასრაშვილის თქმით, ბიზნესის ადმინისტრირება ის მიმართულებაა, რომელიც დარგით დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, რომ ბიზნესზე სრული წარმოდგენა შეიქმნას, რაც განვითარებაში, კარიერული წარმატების მიღწევაში, ახალი შესაძლებლობების მოძიებაში დაეხმარება.
"ბიზნესის ადმინისტრირებაზე სწავლის შემთხვევაში, მეტია იმის შესაძლებლობა, რომ სტუდენტმა გააცნობიეროს, რომელი მიმართულებაა მასთან ყველაზე ახლოს და იზრუნოს უნარების გაუმჯობესებაზე. ბიზნესის ადმინისტრირება არის კარიერული შანსი, რომ როგორც ერთ ორგანიზაციაში იცვალო როლი, ისე სხვადასხვა ინდუსტრიაში მოსინჯო თავი. ეს ბაზარზე თავის დამკვიდრების, შესაძლებლობების მოძიების, სტაბილურობის მოპოვების გზაა", — გვეუბნება ნათია.
"მთელ მსოფლიოში ბიზნესის ადმინისტრირება არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება და დამსაქმებლებისთვისაც ყველაზე მიმზიდველი სწორედ აღნიშნული კომპეტენციის მქონე კადრებია. ზოგადად, ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის შეხვდებით როგორც ბიზნესის ადმინისტრირებას, ისე სპეციალობებს, რომელსაც აღნიშნული ხარისხი მოიაზრებს — მარკეტინგს, ფინანსებსა და ბიზნესის მართვას. ეს მოთხოვნა დეკადების განმავლობაში არ მცირდება და სამომავლოდ კიდევ უფრო მზარდი იქნება, რაც არ არის გასაკვირი", — აღნიშნავს ნათია.
რა გამოარჩევს ალტე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამას?
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
ალტე უნივერსიტეტში ცდილობენ, რომ სტუდენტს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გარდა, მისცენ ის "რბილი" უნარები, რომლებიც ბიზნეს სამყაროში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. მათ შორის, მუდმივად ცვალებად გარემოსთან ადაპტირების საშუალება, ემოციური ინტელექტი, რაც ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია თუ გამბედაობა, რათა სიახლეებს გაბედულად შეხვდე.
"დამსაქმებლისთვის პრიორიტეტულია პროფესიული კომპეტენციის მქონე კადრი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი უნარების მქონე ადამიანი, რომელიც მარტივად შეძლებს ადაპტირებას ახალ გარემოსთან", — გვეუბნება ნათია ნასრაშვილი და აღნიშნავს იმასაც, რომ ალტე უნივერსიტეტში გუნდური მუშაობის უნარების დახვეწას, განსხვავებული აზრის დაფიქსირებისთვის ადამიანის შემზადებას, დისკუსიებს, არაფორმალური განათლების მიმართულებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
"კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც უნდა გამოვყოთ არის ანტერპრენერობა. ეს საკუთარი იდეის რეალობად ქცევას გულისხმობს და ამის კეთებას გარკვეული უნარები სჭირდება. ჩვენთან არის საგნები, რომლებიც ამ მიმართულებით სტუდენტების შემზადებას უწყობს ხელს. ამ პროცესში Start-up გარაჟის როლი აუცილებლად უნდა გამოვყო, რადგან ეს არის შესაძლებლობა, რომ ისწავლო ბიზნესის კეთების პრაქტიკული ნაწილი და ამასთან, კვალიფიციური ადამიანების გამოცდილება მოისმინო", — გვეუბნება ნათია ნასრაშვილი ალტე უნივერსიტეტის უპირატესობებზე საუბრისას.
აკადემიური პერსონალი
ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პრაქტიკულ, თეორიულ თუ სამეცნიერო მიმართულებას დარგის გამოცდილი, კვალიფიციური ლექტორები უძღვებიან, რაც ნათია ნასრაშვილის თქმით, უნივერსიტეტისთვის უმთავრესია.
"ჩვენთან ასწავლიან პროფესიონალები, რომლებიც, ერთი მხრივ, როლური მოდელები არიან, რომელთაც ბიზნესის მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ და, მეორე მხრივ, ქმნიან სასწავლო გარემოს, რომელშიც ყველა სტუდენტს შეუძლია, საკუთარი თავი განავითაროს. ჩვენი ბიზნესის სკოლის ლექტორებმა იციან, როგორ უნდა უბიძგონ სტუდენტს ქმედებისკენ, როგორ დააფიქსირონ აზრი გაბედულად ისე, რომ არ დაისტრესონ და მეტიც, როგორ მიიღონ სიამოვნება ამ პროცესით", — გვეუბნება ნათია.
ნათია ნასრაშვილის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არაფორმალური განათლების მიმართულება და საქმიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობაა.
"ვიწვევთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას აზიარებენ. ეს არამხოლოდ არაფორმალური სწავლების შესაძლებლობაა, არამედ ეს იმ დანაპირების შესრულებაც არის, რომ სტუდენტებს დამსაქმებლებისკენ ვუხსნით გზას", — ამბობს ნათია.
გაცვლითი პროგრამები
სიახლე არავისთვის არის, რომ გაცვლითი პროგრამები სტუდენტს კომპეტენციის გაღრმავებაში ეხმარება, სწავლის პროცესს კი მეტად საინტერესოს ხდის. ნათია ნასრაშვილი გვეუბნება, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, სტუდენტებს აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობის შანსი მისცენ.
"გვყავს პარტნიორი უნივერსიტეტები, რომლებთანაც ორმხრივი თანამშრომლობა გვაქვს. სტუდენტებს მათი მიმართულების შესაბამისი კურსების მიხედვით რეკომენდაციას ვუწევთ და გაცვლითი პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას ვაძლევთ. ეს პროცესი მხოლოდ მათთვის კი არ არის ღირებული, არამედ უნივერსიტეტისთვისაც და სტუდენტებისთვისაც", — აღნიშნავს ნათია.
დაინტერესების შემთხვევაში, დაუტოვე შენი მონაცემები ალტე უნივერსიტეტს ბმულზე. #ალტეუნივერსიტეტი #საბაკალავროპროგრამები
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
კომენტარები