საყურის ტარებისთვის ნაცემი მამაკაცი გამოძიებით უკმაყოფილოა
ფოტო: ვალერიან მუნჯიშვილი
ვალერიან მუნჯიშვილი, რომლის თქმითაც ის 18 მაისს თბილისში, საკუთარ სახლთან ახლოს საყურის ტარებისთვის სცემეს, On.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკმაყოფილოა გამოძიების მიმდინარეობით.
ვალერიან მუნჯიშვილის შესახებ On.ge-მ 2016 წლის მაისში დაწერა. მაშინ ის ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებდა, რადგან ამბობდა, რომ ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ ამ ფაქტის შესახებ და მათ მოუფრთხილდა.
ეს ის შემთხვევაა, როცა შიში ავიკიდე. ჩემი სახლიდან 100 მეტრის მოშორებით, ჩემს უბანში დამესხნენ თავს და მაქვს შიშისა და დაუცველობის შეგრძნება.
მუნჯიშვილმა განგვიცხადა, რომ შემთხვევა თემქაზე, 18 მაისს მოხდა, რა დროსაც დაუზიანდა კბილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება, რის შემდეგაც საავადმყოფო მალევე დატოვა:
"მოვდიოდი ჩემთვის. საერთოდ ვატარებ საყურეს, მეცვა წითელი შარვალი. ორმა პირმა ჩამიარა, რომლებიც გამომელაპარაკნენ და მითხრეს, რატომ მეკეთა საყურე და ვიყავი თუ არა 17 მაისს ლგბტ პირთა აქციაზე. ამას მოჰყვა შეურაცხმყოფელი, უხეში შელაპარაკება და ხელით შეხება, მათ მცემეს. პოლიცია არ გამომიძახებია, ჩემი ფეხით მივედი საავადმყოფოში, რადგან მეგონა, ტვინის შერყევა მქონდა".
დღეს, 6 ივნისს, ის ამბობს, რომ დაკითხულია, თუმცა გამოძიება წინ არ მიდის:
„სანამ მე არ დავურეკე და თავი არ შევახსენე, არც შემხმიანებიან. ცემიდან მალევე წამიყვანეს ექსპერტიზაზე სამხარაულში. მაქვს ყველა ცნობა, მათ შორის კლინიკიდან, მაქვს ექსპერტ კრიმინალისტების დასკვნაც. გამომძიებელმა მითხრა, პროკურატურას მოვთხოვ, დაზარალებულის სტატუსი მოგანიჭონო, მაგრამ ამ დრომდე არ ჩანს”.
ვალერიან მუნჯიშვილის თქმის, ის გაჩერებას არ აპირებს და ბოლომდე იბრძოლებს საკუთარი უფლებების დასაცავად:
„ეს ის შემთხვევაა, როცა შიში ავიკიდე. ჩემი სახლიდან 100 მეტრის მოშორებით, ჩემს უბანში დამესხნენ თავს და მაქვს შიშისა და დაუცველობის შეგრძნება. რა გარანტია მაქვს, რომ კიდევ არ განმეორდება? მით უმეტეს, აქ ყველამ გაიგო, ყველა ყველას იცნობს, პოლიციას და არასამთავრობოებსაც არ აინტერესებთ მომხდარი“.
როგორც ვალერიან მუნჯიშვილმა On.ge-ს უთხრა, ის დამალვას არ აპირებს და სურს, თავისი ბრძოლით მაგალითი სხვებსაც მისცეს.
ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც განგვიცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია ვალერიან მუნჯიშვილის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ექპერტიზა და უწყება სწორედ ამ ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები